მუხლი 19. საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შე
თავი IX — გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 5. საჯარო სკოლებისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება— საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, მუხლი 19, №916, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88492/muxli-19/