მუხლი 20🔗

გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება