2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ · რედაქცია 23.10.2025
მუხლი 15. 1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შ
თავი VIII — სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 18¹. ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა
- მუხლი 5. საჯარო სკოლებისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება
- მუხლი 22. ზედმეტად გადახდილი თანხის რეგულირების წესი
- მუხლი 3. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. დაუშვებელია აღნიშნული
- მუხლი 15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო
- მუხლი 15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. 1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს
- მუხლი 10. ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
- მუხლი 11. 1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშ
- მუხლი 12. 1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების
- მუხლი 13. 1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს
- მუხლი 14. 1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალ
- მუხლი 16. 1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობ
- მუხლი 17. 1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერ
- მუხლი 18. კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარი
- მუხლი 19. საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შე
- მუხლი 20. გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025. გამოქვეყნება: სსმ, 159, 30/12/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, მუხლი 15, №916, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88492/muxli-15/