საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2005 ძალადაკარგული 21.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2486
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.05.001.002.104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 28/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 4 100 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 600 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 300 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 3 000 ლარი;

ე) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს თავმჯდომარე – 3 000 ლარი;

ვ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 300 ლარი;

ზ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 2 000 ლარი;

თ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს მოსამართლე – 1 650 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1 650 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 1 450 ლარი;

ლ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 19) და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2486-რს