„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №364 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.014.126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.126

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №48

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №364 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №364 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 08.07.2008, №96, მუხ. 1060) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის „ა)“ და „ბ)“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა აერო და კოსმოსური გადაღებების მასალებით, ორთოფოტო გეგმებით (გრაფიკული და ციფრული სახით), ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და სპეციალური გეოლოგიური საქმიანობის განხორციელების შედეგად, შექმნილი გეოდეზიური მასალებით და ასევე სპეციალური გეოლოგიური რუკებითა და ანგარიშებით;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჭიროებისათვის გეოდეზიური მონაცემების, ტოპოგრაფიული რუკების, სპეციალური გეოლოგიური ანგარიშგებით, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და ორთოფოტო გეგმების თავდაცვის სფეროში საქრთველოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის შესაბამისად, მათი გაცემის მიღების, და განადგურების კონტროლი;“;

2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“.

4. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები

    მუხლი 14

სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ-ქვედანაყოფი):

ა) აეროფოტოგეოდეზიური განყოფილება;

ბ) გეოდეზიური განყოფილება;

გ) სპეციალური გეოლოგიური განყოფილება („სპეცგეო“).

    მუხლი 15

აეროფოტოგეოდეზიური განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის აერო და კოსმოსურ გადაღებებს, ტოპოგრაფიულ აგეგმვებს, მათ დამუშავებას როგორც საველედ, ასევე კამერალურად, ორთოფოტო გეგმების შექმნას, მათ საველე დეშიფრირებას და ტოპოგრაფიული რუკების გამოსაცემად მომზადებას (გრაფიკული და ციფრული სახით).

    მუხლი 16

გეოდეზიური განყოფილება აწარმოებს სამუშაოებს ახალ კოორდინატთა სისტემის გეოდეზიური ქსელის კატალოგების გამოსაცემად, აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების ტოპოგრაფიულ და გეოდეზიურ სამუშაოებს.

    მუხლი 17

სპეციალური გეოლოგიური განყოფილება („სპეცგეო“) აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების გეოლოგიურ სადაზვერვო სამუშაოებს სპეციალური საინჟინრო, წყალმომარაგებისა და გრუნტების რუკების შესაქმნელად.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

ბ. ახალაია