2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/2006
სარეგისტრაციო კოდი
010.250.010.15.008.009.172
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 31/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2006

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობ­რივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრაცი­ის გავლის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფ­მა არა უგვიანეს 2006 წლის 5 სექტემბრისა გან­­ცხადე­ბით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევ­ნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საქარ­თველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პირადი ნომრები;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომად­გენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საკონ­ტაქტო ტელეფონი, საქართველოს მოქალაქის პირა­დობის მოწმობის და პირადი ნომრები;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელის მოწერა.

მუხლი 2. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე საინიციატივო ჯგუფს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.

მუხლი 3. თუ დაცულია ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები საოლქო საარ­ჩევნო კომისია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში ატარებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა. ხოლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს და მას 1 დღე ეძლევა გან­ც­ხა­დების სრულყოფისათვის.

მუხლი 4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვია­ნეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.

მუხლი 5. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშ­ვი­ლის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თა­ნავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                გ. მჭედლიძე