საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ზოგიერთი საკითხის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/2007
სარეგისტრაციო კოდი
010.210.010.15.008.011.140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 166, 26/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.140

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2007

2007 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ზოგიერთი საკითხის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

ა) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს საოქმო – სარეგისტრაციო სამსახური ამოწმებს წარდგენილ განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს და ცესკოს წარუდგენს დასკვნას. დასკვნის წარდგენისთანავე ცესკო განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საინიციატივო ჯგუფსა და მისი წარმომადგენელს;

ბ) თუ საოქმო სარეგისტრაციო სამსახურის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული საბუთები არ შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 82-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ცესკოს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური არა უგვიანეს მომდევნო დღისა აცნობებს ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და უკან უბრუნებს განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს ხარვეზის შესავსებად;

გ) საინიციატივო ჯგუფი სრულყოფილ განცხადებასა და მასზე თანდართულ საბუთებს არა უგვიანეს მომდევნო დღისა წარუდგენს ცესკოს. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური ამოწმებს განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცესკოს. დასკვნის წარდგენისთანავე ცესკო განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საინიციატივო ჯგუფს და მის წარმომადგენელს ან უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფსა და მის წარმომადგენელს რეგისტრაციაზე.

    მუხლი 2.

ცესკოში რეგისტრირებული პარტიების მიერ საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მათზეც ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის შევსების წესი და ვადა.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                            გ. მჭედლიძე