,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№206
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 09/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №206

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტი;

ბ) შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ბარამიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ნანა ალანია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

გრიგოლ ვატიტაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

დავით ლაშხია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

დავით შავერდაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

მიხეილ ჩხაიძე – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 დეკემბრამდე:

ა) შეადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსი;

ბ) ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

გ) დაამუშაოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაცია სათანადო წესით (დაარქივება-სისტემატიზაცია);

დ) სალიკვიდაციო პროცესებთან დაკავშირებით გადაწყვიტოს სხვა საკითხები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გაფრთხილება (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ) და გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლების (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია, გასასვლელი დახმარება და სხვ.) გაცემა.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

5. ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 8 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.11.2006.
როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ““?
„,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ““ მიღებულია 08.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №206. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.10.003.000.590.
სად არის „,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ““, №206, 08.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.590 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9004/