„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №3
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 28-ე და 29-ე პუნქტების საფუძველზე:
ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ბ.ა) შექმნას სალიკვიდაციო კომისია და უზრუნველყოს სხვა სალიკვიდაციო ღონიძიებების განხორციელება;
ბ.ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე გასცეს კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლები (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია და სხვ.);
ბ.გ) ინფორმაცია ლიკვიდაციის დასრულების შესახებ წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლიკვიდირებული ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 10 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 10.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.644.
- სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“, №3, 10.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8116/