1. სამსახურში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 3 წლის გამოცდილება.

4. სამსახურში მიღება, სამსახურიდან განთავისუფლება (დათხოვნა) და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები