თავი V — სამსახურში სამსახურის გავლის წესი და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები
1. არ შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და მსახურობდეს:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი;
დ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე)
პირი, რომლის მიმართაც არსებობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარემოებები.
2. სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).
3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს
2015
წლის
20
მარტის
კანონი
№3357 –
ვებგვერდი
, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4382
- ვებგვერდი,11.11.
2015
წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი №156 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2216 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2216
- 21.12.2016 კანონი №156
წინა რედაქცია (06.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით 1. არ შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და მსახურობდეს: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი; დ) პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა; ან მხარდაჭე) პირი, რომლის მიმღებარდ ცნო, თუ საც სამართლოს გადაწყვეტილებობით ს „სხვაჯ რამ არო არის გამნსახუზღვრშული ინტ; ე) პირეი, რომლისთ მიმა შეურთავც არსებლობისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარემოებები. 2. სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3357 – ვებგვერდი , 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4382 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.