საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2109
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.003.741
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 07/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12 -ის დანართი, მუხ. 421) 159 5 �159 9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 1595. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ტენდერის ან �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1596. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა

1. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენა,�

გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასება,�

გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას �სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1597. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1598. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას � სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1599. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე -15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ნოემბერი.

№2109�IIს