2027 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024−2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას;
გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1138 – ვებგვერდი, 20.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024