1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.
საქართველოს 2014
წლის
თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014
წლის
30 ივლის
ის კანონი №2588 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 12.12.2014 კანონი №2935
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 791. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა. 3. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს. საქართველოს 2014 წლის თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება