1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 12.12.2014 კანონი №2935
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ბიუჯეტის განწერა 1. ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას. 2. სადგილჯარო ფინანსებრივი თვითს მმართვის ელი ექტრთონული სისტემის მეშვეობით. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.