საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2451
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.003.831
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 31/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 38-ე მუხლის:

ა) „ა1 “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტები:

„ა2) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ა3) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1)    საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 100 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ საარბიტრაჟო დავის საგნის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2451–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2451. სარეგისტრაციო კოდი — 060.000.000.05.001.003.831.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №2451, 25.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.831 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91156/