„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2452
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.003.832
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 31/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 100 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ საარბიტრაჟო დავის საგნის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2452–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2009.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2452. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.003.832.
სად არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №2452, 25.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.832 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91162/