საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2706
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.05.001.003.934
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 24/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი იმყოფება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც განთავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისთვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისთვის.“.

2. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება პატიმრობის კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2706–Iს