„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სამშენებლო საქმიანობის შესახებ 27.10.2000
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება
სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის და სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მიერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების უხეში დარღვევა;
ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2804–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2804. სარეგისტრაციო კოდი — 330.090.000.05.001.003.971.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2804, 23.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.003.971 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92002/