„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3348
სარეგისტრაციო კოდი
410.000.000.05.001.004.100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 19/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში (გარდა გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობისა), აღკვეთილებში, დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების სპეციალურად სანადიროდ გამოყოფილ ზონებში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სატყეო სააგენტო) მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობა ასევე დაიშვება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).“.

3. 62-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3348–რს