„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№192
სარეგისტრაციო კოდი
340.050.000.05.001.003.229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 28/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ა.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ო) საბრენდე სპირტი (ახალგაზრდა საბრენდე სპირტი) – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით;“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

3. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:

ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი;

ბ) ღვინის ბრენდი;

გ) ღვინის ბრენდი ძველი;

დ) ღვინის ბრენდი ძალიან ძველი;

ე) ღვინის ბრენდი საკოლექციო.

2. ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე დავარგებული საბრენდე სპირტებისგან, კერძოდ:

ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი – ერთიდან 3 წლამდე დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

ბ) ღვინის ბრენდი სამწლიანი – არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

გ) ღვინის ბრენდი ოთხწლიანი – არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

დ) ღვინის ბრენდი ხუთწლიანი – არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.“.

4. 336 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№192–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2008.
როდის იქნა მიღებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №192. სარეგისტრაციო კოდი — 340.050.000.05.001.003.229.
სად არის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №192, 15.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.05.001.003.229 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18742/