„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2
2010 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის შემუშავება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3362–რს