“საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
310.050.000.27.019.008.280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 38, 23/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.27.019.008.280

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის

თავმჯდომარის ბრძანება №3

2006 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“), საქართველოს კანონების: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-13 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №140, მუხ. 1140) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (შემდგომში – წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) წესების 175-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ი) ხელბარგის განთავსება და დამაგრება;

კ) პირადი რადიოელექტრონული მოწყობილობის გამოყენების შეზღუდვები.“;

ბ) წესების 175-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფრენის წინ, მეთაური ან მომსახურე ეკიპაჟის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

ა) შეზღუდული მოძრაობის მქონე პირები პირადად იყვნენ გაცნობილი გასასვლელამდე ყველაზე უფრო ხელსაყრელ მარშრუტს და ავარიულ ვითარებაში გასასვლელისაკენ გადაადგილების დაწყების დროს;

ბ) მგზავრებს ეცნობოთ ექსპლუატანტის და საჰაერო ხომალდის მეთაურის ვინაობა.“;

გ) წესების 175-ე მუხლს დაემატოს მე-3–7 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„3. აფრენის შემდეგ მგზავრებს ეცნობებათ:

ა) მოწევის აკრძალვა ან შეზღუდვები;

ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;

4. დაფრენის წინ მგზავრებს ეცნობებათ:

ა) მოწევის აკრძალვა ან შეზღუდვები;

ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;

გ) სავარძლის საზურგეების მდგომარეობა;

დ) ხელბარგის განთავსება და დამაგრება.

5. დაფრენის შემდეგ მგზავრებს ეცნობებათ:

ა) მოწევის აკრძალვა ან შეზღუდვები;

ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;

გ) საჰაერო ხომალდიდან გასვლის წესი.

6. ავარიული ვითარების წარმოქმნისას მგზავრებს უტარდებათ აუცილებელი ქმედებების ინსტრუქტაჟი. ავარიული და/ან არასტანდარტული ვითარების სახეო-ბაზე მგზავრებს ინფორმაციას აწვდის საჰაერო ხომალდის მეთაური ან მეორე პილოტი.

7. ამ მუხლითა და წესების 140-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მგზავრს სავალდებულოდ მიეწოდება ქართულ და იკაო-ს ერთ-ერთ (ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, არაბულ და ჩინურ) სამუშაო ენაზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. მჟავანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე"?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2006.
როდის იქნა მიღებული “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე"?
“საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე" მიღებულია 15.03.2006. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 310.050.000.27.019.008.280.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე", №3, 15.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.27.019.008.280 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93232/