,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის „იმედის“ შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №83
2005 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის „იმედის“ შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №613 ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბავშვო ბაღს „იმედს“ დაერქვას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საბავშვო ბაღი „იმედი“ (შემდგომში – „იმედი“).
2. „იმედის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „იმედის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში გადაცემის მიზნით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი