,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№656
სარეგისტრაციო კოდი
480.210.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 22/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №656

2005 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ

„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კურორტ ბაზალეთის ტბის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნების, მათი დაბინძურებისაგან, დაზიანებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით დამტკიცდეს:

ა) სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა გეგმა კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონებში (დანართი №1);

ბ) კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების აღწერილობა (დანართი №2).

მ. სააკაშვილი

                                                               დანართი №1

სანიტარიულ-გამაჯანსაღებელღონისძიებათაგეგმაკურორტბაზალეთისტბისსანიტარიულიდაცვისზონებში

სანიტარიული დაცვის პირველი ზონა

№

ღონისძიებების დასახელება

შემსრულებლები

შესრულების ვადა

 

1

2

3

4

1

სანიტარიული დაცვის I ზონაში მოეწყოს ამომცნობი სამარკო ნიშნები

დუშეთის რაიონის

გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად

 

 

2005

 

 

2

 

კეთილმოეწყოს პლაჟი ,,წყლის ობიექტების სარეკრეაციო ზონების მოწყობისადმი ჰიგიენურ მოთხოვნებში’’ გათვალისწინებული სანიტარიული წესებისა და ნორმების მიხედვით. პლაჟი დაიფაროს

 წვრილმარცვლოვანი სილით

 

 

----“----

 

 

2005

 

3

 

 

საკურორტო კომპლექსის ორი კორპუსის, რესტორნის, კაფე-ბარის კანალიზაციისათვის, რომელიც ხვდება I ზონაში, გატარდეს დამატებითი დამცავი ღონისძიებები; (საკანალიზაციო მილები მოექცეს მეორე მილში) ბაზალეთის ტბის მიმდებარე ყველა საკურორტო ობიექტისა და სხვა შენობა-ნაგებობების კანალიზაცია ჩართულ იქნეს საერთო ქსელში

 

 

 

 

----“----

 

 

 

 

2005

 

4

გატანილ იქნეს ზონიდან საზოგადოებრივი ტუალეტი მეორე ზონაში

 

----“----

 

2005

5

 

შესრულდეს სადრენაჟო სამუშაოები ტბის ირგვლივ დაჭაობებული ნაწილის დასაშრობად

 

----“----

 

2005-2006

6

 

 

შესწავლილ იქნეს ბაზალეთის ტბის და მისი შემოგარენის მოსალოდნელი ანთროპოგენური დატვირთვის ფონზე გარემოს, ტბის წყლისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლები, არანაკლებ 2-წლიანი დაკვირვებით მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვროს ტბის ანთროპოგენური დატვირთვა

 

 

 

 

----“----

 

 

 

 

2005-2007

7

აღებულ იქნეს სავაჭრო ჯიხურები და სამწვადე ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან

(Iზონა)

დუშეთის რაიონის

 გამგეობა

 

2005

8

შედგენილ და განხორციელებულ იქნეს სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა, სანწიდან 2.1.4.001 – 01; 2.1.4.002-01

დუშეთის რაიონის

 გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად

 

9

 

ბაზალეთის ტბის წყლის დონის დასარეგულირებლად გაიწმინდოს საკრამულის ხევის ჩამშვები არხი, შერმაზანის ხევი არხით ჩაეშვას საკრამულის ხევში

 

 

----“----

 

 

2005-2006

10

აიკრძალოს ავტოტრანსპორტისათვის გამჭოლი მოძრაობა კომპლექსში შემავალ არსებულ გზაზე (I ზონა)

 

----“----

 

2005-2006

11

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ სანახშირეს წყაროები გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალი კურორტის წყალმომარაგებისათვის, მათთვის უნდა გატარდეს ღონისძიებები ,,სანიტარიული წესებისა და ნორმების’’ თანახმად, სანწიდან 2.14.003-01

 

 

 

----“----

 

 

 

2005

12

 

აღდგეს ,,სანახშირეს” წყაროების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური ქსელი, ტერიტორია გაწმენდილ იქნეს უვარგისი შენობა-ნაგებობებისაგან

 

 

----“----

 

 

2005

13

 

მოეწყოს სანიტარიული დაცვის I მკაცრი რეჟიმის ზონა ,,სანიტარიული წესებისა და ნორმების’’ თანახმად, სანწიდან 2.14.003-01

 

----“----

 

2005

14

 

რეზერვუარების ტერიტორიაზე აღებულ იქნეს ძველი რეზერვუარები და სანაცვლოდ აიგოს ორი რკინაბეტონის 350მ3 მოცულობის რეზერვუარი

 

----“----

 

2005

15

 

ტბაში არსებული წყალმცენარეების მოსასპობად გაშვებულ იქნეს თევზები: თეთრი და შავი ამური

 

----“----

 

2005

 

სანიტარიული დაცვის მეორე ზონა

 

1

სანიტარიული დაცვის II ზონაში მოეწყოს ამომცნობი სამარკო ნიშნები

დუშეთის რაიონის

გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაც. ერთად

 

2005

2

 

სისტემატურად გაიწმინდოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ბაზალეთის ტბაზე ჩამდინარე ნაკადულების კალაპოტები

 

3

 

ტურისტული კომპლექსისათვის და ყველა საკურორტო ობიექტისათვის აუცილებელია მოეწყოს ლოკალური გამწმენდი ნაგებობა სამეურნეო ფეკალური წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის კომპლექსიდან 300 მეტრის დაშორებით სამხრეთით

 

 

 

----“----

 

 

 

----“----

 

4

 

შედგენილ და განხორციელებულ იქნეს ჩამდინარე წყლების ხარისხის მონიტორინგის პროგრამა

 

----“----

 

----“----

5

 

ტბის ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში გაშენდეს წიწვოვანი ხე-მცენარეები (რომლებიც იტანენ მწირ ნიადაგებს და გვალვას)

დუშეთის რაიონის

 გამგეობა

 

 

2005-2006

6

 

სანიტარიული დაცვის ზონაში არსებული სოფლების მოსახლეობის ტუალეტები მოეწყოს ღრმა, წყალგაუმტარ (რკინაბეტონის, თიხის) ამოსანიჩბ ორმოებზე

დუშეთის რაიონის

გამგეობა

 

 

2005-2008

 

სანიტარიული დაცვის მესამე ზონა

 

1

სანიტარიული დაცვის მესამე ზონაში მოეწყოს ამომცნობი სამარკო ნიშნები

დუშეთის რაიონის

 გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად

 

 

2005

2

ზონის გარეთ აშენდეს ნაგავსაყრელი დუშეთის რაიონისათვის

დუშეთის რაიონის

 გამგეობა

 

2005-2007

 

 

დანართი №2

კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების აღწერილობა

I. სანიტარიული დაცვის პირველი ზონის საზღვრები

1. პირველი ზონის I უბნის საზღვრებია:

ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც მდებარეობს X წერტილიდან (ტბიდან გა-მომავალი არხის კედლიდან) სამხრეთ აღმოსავლეთით 48 მეტრში.

ა. წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 78° აზიმუტით 172 მ მანძილზე ბ. წერტილამდე.

ბ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 93° აზიმუტით 91 მ მანძილზე გ. წერტილამდე.

გ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 120° აზიმუტით 220 მ მანძილზე დ. წერტილამდე.

დ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 30° აზიმუტით 138 მ მანძილზე ე. წერტილამდე.

ე. წერტილიდან საზღვარი მიემართება 80° აზიმუტით 91 მ მანძილზე ვ. წერტილამდე.

ვ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 100° აზიმუტით 132 მ მანძილზე ზ. წერტილამდე. 

ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ზ. წერტილში და მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ 134° აზი-მუტით 149 მ მანძილზე თ. წერტილამდე.

თ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 155° აზიმუტით 140 მ მანძილზე ი. წერტილამდე.

ი. წერტილიდან საზღვარი მიემართება 130° აზიმუტით 269 მ მანძილზე კ. წერტილამდე.

კ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 122° აზიმუტით 134 მ მანძილზე ლ. წერტილამდე

ლ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 148° აზიმუტით 133 მ მანძილზე მ. წერტილამდე.

მ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 160° აზიმუტით 59 მ მანძილზე ნ. წერტილამდე.

ნ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 170° აზიმუტით 180 მ მანძილზე ო. წერტილამდე.

ო. წერტილიდან საზღვარი მიემართება 158° აზიმუტით 190 მ მანძილზე პ. წერტილამდე.

პ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 148° აზიმუტით 124 მ მანძილზე ჟ. წერტილამდე.

ჟ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 140° აზიმუტით 209 მ მანძილზე რ. წერტილამდე.

რ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 178° აზიმუტით 331 მ მანძილზე ც. წერტილამდე.

გ) სამხრეთის საზღვარი იწყება ს. წერტილში, მიამართება სამხრეთ-დასავლეთისაკენ 230° აზიმუტით 114 მ მანძილზე ტ. წერტილამდე.

ტ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 237° აზიმუტით 124 მ მანძილზე უ. წერტილამდე.

უ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 274° აზიმუტით 200 მ მანძილზე ფ. წერტილამდე.

ფ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 284° აზიმუტით 153 მ მანძილზე ქ. წერტილამდე.

ქ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 296° აზიმუტით 253 მ მანძილზე ღ. წერტილამდე.

ღ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 296° აზიმუტით 142 მ მანძილზე ყ. წერტილამდე.

ყ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 280° აზიმუტით 359 მ მანძილზე შ. წერტილამდე.

დ) დასავლეთის საზღვარი იწყება შ. წერტილში, მიემართება ჩრდილო-დასავლეთისაკენ 310° აზიმუტით 212 მ მანძილზე ჩ. წერტილამდე.

ჩ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 332° აზიმუტით 44 მ მანძილზე ც. წერტილამდე.

ც. წერტილიდან საზღვარი მიემართება 342° აზიმუტით 113 მ მანძილზე ძ. წერტილამდე.

ძ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 18° აზიმუტით 105 მ მანძილზე წ. წერტილამდე.

წ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 280° აზიმუტით 190 მ მანძილზე ჭ. წერტილამდე.

ჭ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 315° აზიმუტით 110 მ მანძილზე ხ. წერტილამდე.

ხ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 15° აზიმუტით 190 მ მანძილზე ჯ. წერტილამდე.

ჯ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 50° აზიმუტით 229 მ მანძილზე ჰ. წერტილამდე.

ჰ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 324° აზიმუტით 93 მ მანძილზე ა1 წერტილამდე.

ა1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 294° აზიმუტით 255 მ მანძილზე ბ1 წერტილამდე.

ბ1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 354° აზიმუტით 123 მ მანძილზე გ1 წერტილამდე.

გ1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 22° აზიმუტით 154 მ მანძილზე დ1 წერტილამდე.

დ1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 420 აზიმუტით 80 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს.

2. პირველი ზონის II უბნის საზღვრები:

ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც განლაგებულია რესტორნიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 35 მეტრში. ა. წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 75° სიგრძით 25 მ ბ. წერტილამდე.

ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება სამხრეთისაკენ აზიმუტით 162° 15 მ მანძილზე გ. წერტილამდე.

გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება დასავლეთისაკენ აზიმუტით 252° 25 მ მანძილზე დ. წერტილამდე.

დ) დასავლეთის საზღვარი იწყება დ. წერტილში, მიემართება ჩრდილოეთისაკენ აზიმუტით 338° 15 მ მანძილზე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს ა. წერტილში.

3. პირველი ზონის III უბნის საზღვრები:

ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც განლაგებულია საქვაბიდან 32 მეტრში, საზღვარი მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 124° 25 მ მანძილზე ბ. წერტილამდე.

ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება აზიმუტით 218° 30 მ მანძილზე გ. წერტილამდე.

გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება ჩრდილო დასავლეთისაკენ 310° აზიმუტით 25 მ მანძილზე დ. წერტილამდე.

დ) დასავლეთის საზღვარი იწყება დ. წერტილში, მიემართება აზიმუტით 38° 30 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს.

4. პირველი ზონის IV უბნის საზღვრები:

ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც განლაგებულია სანახშირეს სათავე ნაგებობის აღმოსავლეთით, საზღვარი მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 70° 250 მ მანძილზე ბ. წერტილამდე.

ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 142° 250 მ მანძილზე გ. წერტილამდე.

გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება სამხრეთ დასავლეთისაკენ აზიმუტით 224° 175 მ მანძილზე დ. წერტილამდე. დ. წერტილიდან საზღვარი მიემართება აზიმუტით 232° 425 მ მანძილზე ე. წერტილამდე. გ. წერტილიდან საზღვარი მიემართება აზიმუტით 290° 100 მ მანძილზე ვ. წერტილამდე.

დ) დასავლეთის საზღვარი იწყება ვ. წერტილში, მიემართება ჩრდილოეთისაკენ აზიმუტით 10° 125 მ მანძილზე ზ. წერტილამდე. ზ. წერტილიდან საზღვარი მიემართება აზიმუტით 20° 240 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს.

5. პირველი ზონის V უბნის საზღვრები:

ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში და მიემართება აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 90° 60 მ მანძილზე ბ. წერტილამდე.

ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება სამხრეთისაკენ აზიმუტით 180° 60 მ მანძილზე გ. წერტილამდე.

გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება დასავლეთისაკენ აზიმუტით 270° 60 მ მანძილზე დ. წერტილამდე.

დ) დასავლეთის საზღვარი იწყება დ. წერტილში, მიემართება ჩრდილოეთისაკენ აზიმუტით 360° 60 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს.

II. სანიტარიული დაცვის მეორე ზონის საზღვრები

1. ჩრდილოეთის საზღვარი იწყება I წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1225,5 მ ნიშნულზე. საზღვარი მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 84° - 1800 მ მანძილზე II წერტილამდე. II წერტილიდან, რომელიც მდებარეობს მთის 1133 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 109° 550 მ მანძილზე III წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მთის 1086,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება 122° 425 მ მანძილზე IV წერტილამდე. IV წერტილი მდებარეობს მთის 949,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 130° 95 მ მანძილი V წერტილამდე. V წერტილი მდებარეობს მთის 965,0 ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 114° 1025 მ მანძილზე VI წერტილამდე.

2. აღმოსავლეთის საზღვარი იწყება VI წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 992,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 185° 750 მ მანძილზე VII წერტილამდე. VII წერტილი მდებარეობს მთის 943,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 175° 1675 მ მანძილზე VIII წერტილამდე. VIII წერტილი მდებარეობს მთის 790,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 182° 1200 მ მანძილზე IX წერტილამდე. IX წერტილი მდებარეობს მთის 924,6 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 205° 1050 მ მანძილზე X წერტილამდე. X წერტილი მდებარეობს მთის 1021,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 192 მანძილზე XI წერტილამდე.

3. სამხრეთის საზღვარი იწყება XI წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1049,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 266° 2500 მ მანძილზე XII წერტილამდე. XII წერტილი მდებარეობს მთის 1136,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 210° მ მანძილზე XIII წერტილამდე. XIII წერტილი მდებარეობს მთის 1120,0 ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 300° 850 მ მანძილზე XIV წერტილამდე. XIV წერტილი მდებარეობს მთის 1308 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 282° 1500 მ მანძილზე XV წერტილამდე.

4. დასავლეთის საზღვრები იწყება XV წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1213,0 ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 358° 225 მ მანძილზე XVI წერტილამდე. XVI წერტილი მდებარეობს მთის 984,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 322° 3200 მ მანძილზე XVII წერტილამდე. XVII წერტილი მდებარეობს მთის 1176,9 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 4° 4025 მ მანძილზე XVIII წერტილამდე. XVIII წერტილი მდებარეობს მთის 1225,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 84° 1800 მ მანძილზე I წერტილამდე.

III. სანიტარიული დაცვის მესამე ზონის საზღვრები

1. ჩრდილოეთის საზღვარი იწყება 1 წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1337,3 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 50° 2675 მ მანძილზე 2 წერტილამდე. 2 წერტილი მდებარეობს მთის 1124,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 72° 2625 მ მანძილზე 3 წერტილამდე. 3 წერტილი მდებარეობს მთის 1110,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 360° 675 მ მანძილზე 4 წერტილამდე. 4 წერტილი მდებარეობს მთის 1156,2 მ ნიშნულზე, საზღვარი მდებარეობს აზიმუტით 60° 1125 მ მანძილზე 5 წერტილამდე. 5 წერტილი მდებარეობს მთის 1080,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 44° 1000 მ მანძილზე 6 წერტილამდე. 6 წერტილი მდებარეობს მთის 1225,8 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 98° 750 მ მანძილზე 7 წერტილამდე. 7 წერტილი მდებარეობს მთის 1240,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 110° 400 მ მანძილზე 8 წერტილამდე.

2. აღმოსავლეთის საზღვარი იწყება 8 წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1339 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 148° 1129 მ მანძილზე 9 წერტილამდე. 9 წერტილი მდებარეობს მთის 1133,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 132° 1300 მ მანძილზე 10 წერტილამდე. 10 წერტილი მდებარეობს მთის 1204,1 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 160° 1075 მ მანძილზე 11 წერტილამდე. 11 წერტილი მდებარეობს მთის 1167 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 170° 1025 მ მანძილზე 12 წერტილამდე. 12 წერტილი მდებარეობს მთის 1129,2 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 168° 1150 მ 13 წერტილამდე. 13 წერტილი მდებარეობს მთის 1071,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება 196° 2000 მ მანძილზე 14 წერტილამდე. 14 წერტილი მდებარეობს მთის 992,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 198° 2450 მ მანძილზე და უერთდება II ზონის საზღვარს VI წერტილში. III ზონის საზღვარი მიჰყვება II ზონის საზღვარს XI წერტილამდე.

3. სამხრეთის საზღვარი იწყება XI წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1049,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 200° 3050 მ მანძილზე 15 წერტილამდე. 15 წერტილი მდებარეობს მთის 118710 მ ნიშნულზე აზიმუტით 250° 3525 მ მანძილზე 16 წერტილამდე. 16 წერტილი მდებარეობს მთის 967,1 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 298° 2325 მ მანძილზე 17 წერტილამდე.

4. დასავლეთის საზღვარი იწყება 18 წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 893,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 10° 1675 მ მან-ძილზე 18 წერტილამდე. 18 წერტილი მდებარეობს მთის 1081 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 360° 425 მ მანძილზე 19 წერტილამდე. 19 წერტილი მდებარეობს მთის 1123 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 354° 2600 მ მანძილზე 20 წერტილამდე. 20 წერტილი მდებარეობს მთის 937 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 298° 1850 მ მანძილზე 21 წერტილამდე. 21 წერტილი მდებარეობს მთის 936 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 332° 2975 მ მანძილზე 22 წერტილამდე. 22 წერტილი მდებარეობს მთის 1018 მ ნიშნულზე. საზღვარი მიემართება აზიმუტით 20° 4150 მ მანძილზე, სადაც უერთდება II ზონის ჩრდილოეთის საზღვარს I წერტილში.

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2005.
როდის იქნა მიღებული „,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”“?
„,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”“ მიღებულია 22.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №656. სარეგისტრაციო კოდი — 480.210.000.08.002.003.
სად არის „,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ”“, №656, 22.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95536/