ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებების სპეციალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№406
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 30/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №406

2007 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებების სპეციალური გეგმის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნის, არსებული ხარვეზების აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით დამტკიცდეს ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით განსახორციელებელ ღონისძიებათა 2007-2008 წლების თანდართული სამოქმედო გეგმა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                             ზ.ნოღაიდელი

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით განსახორციელებელ ღონისძიებათა 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმა

მიზანი

ამოცანა

საქმიანობა

შემსრულებელი

შესრულების ვადა

1

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების თაობაზე არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით შექმნილი ახალი ინსტიტუტებისათვის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად სამართლებრივი ბაზის სრულყოფა

1.სოციალური მუშაკის სტატუსისა და ფუნქციის განხორციელე

ბისათვის სამართლებრივი ბაზის მომზადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალი

ზაციის სამთავრობო კომისია (არასრულწლოვანთა ოჯახში ძალადობის საკითხებში); შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში; იუსტიციის სა-მინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში; ასევე, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები

2007-2008 წწ.

 

 

 

2. არსებული სოციალური მუშაკებისათვის დროებითი სტატუსის განსაზღვრა და მათი ლეგიტიმაცია

საქართველოს მთავრობა

2007 წლის ბოლომდე

3. თავშესაფრის სტანდარტების დამტკიცება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო არასრულწლოვანთა ოჯახში ძალადობის საკითხებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუ

ციონალიზაციის სამთავრობო კომისია

2007 წლის ბოლომდე

 

ინფორმირებულობა პრობლემატიკის (ოჯახში ძალადობა) თაობაზე

მიზანი

ამოცანა

საქმიანოა

შემსრულებელი

შესრულების ვადა

2

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციე

ლების გზით

საზოგადოების ინფორმირებულობა

1.ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვა და განხორციელება. ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური ტრენინგების მოწყობა მიზნობრივი ჯგუფებისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომელთათვის, მოსამარ-თლეებისათვის, ჯანდაცვის, განათლებისა და შესაბამისი სფეროს მუშაკთათვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პროკურატურა და სასამართლო ორგანოები, დაინტერესებული არასამთავრობო სექტორი, ხოლო, არასრულწლოვანთა ოჯახში ძალადობის საკითხებში – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2007-2008 წწ.

2. ევროსაბჭოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის აღკვეთის კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო/

საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება

დაინტერესებული არასამთავრობო სექტორი

 

 

მსხვერპლთა დაცვა და დახმარება;

მსხვერპლთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობა

 

#

მიზანი

ამოცანა

საქმიანობები

შემსრულებელი

შესრულების ვადა

3

მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმების დანერგვა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება სამართლებრივი და სხვა ტიპის დახმარების განხორციელების მექანიზმების ამოქმედების გზით

1. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ცხელი ხაზის“ფუნქციონირება; შემთხვევების აღრიცხვა და კომპიუტერიზაცია; ოპერატორების მომზადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით

2007 წლის I ნახევრიდან (უკვე მუშაობს)

2. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2007 წლის II ნახევრიდან

 

გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა

 

მიზანი

ამოცანა

საქმიანობა

შემსრულებელი

შესრულების ვადა

4

ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტა

ციისათვის გათვალისწი

ნებული ღონისძიებების უზრუნველყოფა

ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფი

სათვის ფინანსური სახსრების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში

1. გეგმით და შესაბამისი კანონით გათვალისწი

ნებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ფინანსური წინადადებებისა და გაანგარიშების მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი თანხის გათვალისწინების შესახებ

ფინანსთა სამინისტრო,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2007 წლის I ნახევარი

ა) თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნისათვის შესაბამისი ღონისძიე­ბების განხორციელება

 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2007-2008წწ.

ბ) თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ამოქმედებისათვის სტანდარტების შემუშავება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო

2007-2008წწ.