,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აგვისტოს №708 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1043
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 14/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1043

2005 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აგვისტოს №708 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აგვისტოს №708 ბრძანებულებაში (სსმ III, 24.08.2005 წ., №94, მუხლი 1104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემა ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფორმა „b-ს“ ფორმა „a-ს“ არმქონე პირებზე დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს შესაბამისი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართავს განაცხადით ამა თუ იმ თანამდებობის პირისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემოსული განაცხადი თანდართული მასალებით გადაეცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირს, რომელიც ადგენს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობას და არა უგვიანეს ერთ თვეში წარუდგენს დოკუმენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) კანდიდატს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი უტარებს სათანადო ინსტრუქტაჟს, რომლის დროსაც მას უმარტავს საიდუმლოების გამჟღავნების (ან დოკუმენტაციის დაკარგვის) შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

ბ) კანდიდატი ხელმოწერით ადასტურებს ვალდებულებას საიდუმლოების დაცვის შესახებ (დანართი №2).“;

ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ზემოაღნიშნული პროცედურების თანმიმდევრულად დაცვის შემდეგ პირზე გაიცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი ნებართვა.“;

ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ნებართვის დედანი (მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით) დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო ბეჭდით დამოწმებული ასლი გადაიგზავნება დაინტერესებულ უწყებაში.“.

3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დანართ №1-ში „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარის“ ბოლო მესამე და მეოთხე აბზაცი შესაბამისად ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მე თანახმა ვარ მოთხოვნისთანავე წარვუდგინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამატებითი დოკუმენტაცია კითხვარში დაფიქსირებული საკითხების დასაზუსტებლად და ჩემი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

მე ვიღებ ვალდებულებას კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, არა უგვიანეს ერთ თვეში წერილობით ვაცნობო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს“.

4. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დანართი №2-ის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, თუ გარეშე პირები შეეცდებიან მიიღონ ჩემგან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, დაუყოვნებლივ შევატყობინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სრულად და დროულად შევატყობინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანკეტური და ავტოგრაფიული მონაცემების ცვლილებების შესახებ”.

მ. სააკაშვილი