„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1601
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.034.014.061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 31/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.014.061

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1601

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ა– საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, 23.06.2006, №84, მუხ.1128) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.  დებულების მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. სასაზღვრო პოლიციას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები და საგამოძიებო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებანი. აქვს ძალის გამოყენების უფლება, აგრეთვე უფლებამოსილება, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

2. სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულობათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციას აქვს ინფორმაციის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების, გაჩერების, დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, ტვირთის, ქონების, სათავსის დათვალიერების, ადამიანის შემოწმების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების უფლება.“.

2. დებულების მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებზე;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს საზღვაო სივრცეში მისი სუვერენული უფლებების დაცვა, ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვის კონტროლი.“.

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ)კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, დანაშაულობათა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.“.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო;

დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

ე) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;

ვ) ინსპექციის სამმართველო;

ზ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;

თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ი) ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო;

კ) სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო;

ლ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“.

4. დებულების მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ,  გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) სასაზღვრო-პოლიციურ,  ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით;“.

5. დებულების მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;“;

ბ) პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სასაზღვრო-პოლიციურ,  ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით;“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“  ქვეპუნქტები:

„ჟ) მონაწილეობს სამხედრო-საზღვაო სფეროში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებში;

რ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ახორციელებს რადიოლოკაციურ და ჰიდროაკუსტიკურ კონტროლს“.

6. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო

საქმისწარმოების ორგნიზებისა და კონტროლის სამმართველო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციაში განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; დადგენილი წესით, განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, დოკუმენტებისა და სხვადასხვა საქმეების არქივში ჩაბარებასა და მათ დაცვას; შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების უზრუნველყოფას; სასაზღვრო პოლიციაში სახელმწიფო საიდუმლოობასთან დაშვების თანამდებობრივი ნომენკლატურის შედგენასა და განსაზღვრული წესის შესაბამისად კონკრეტულ თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ორგანიზებას, სასაზღვრო პოლიციის საფელდიეგერო მომსახურებას, დოკუმენტების რედაქტირებასა და არაოფიციალურ თარგმანს.“

7. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. ინსპექციის სამმართველო

ინსპექციის სამმართველო აკონტროლებს: სასაზღვრო პოლიციის სისტემაში შემავალი დანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას კანონების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას; სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებში იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვისა და გამოყენების წესებისა  და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას. ინსპექტირებას უწევს ძირითადი და საბრუნავი საშუალებების გამოყენებას; სასაზღვრო პოლიციაში მატერიალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვას, საკადრო და ფინანსურ საქმიანობას; განიხილავს შემოსულ საჩივარ-განცხადებებს. სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაყრდნობით სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს დასკვნას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებისა და წახალისების თაობაზე; შეიმუშავებს წინადადებებს დისციპლინური დარღვევების პრევენციისათვის.“.

8. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 14. საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო

საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არეალში უზრუნველყოფს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციების მოპოვებას, ანალიზსა და პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას, სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.“.

9. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 17. სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო

სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და კონტროლის ცენტრისა და კავშირგაბმულობის კვანძის უწყვეტ დღეღამურ ფუნქციონირებას;

ბ) სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო მონიტორინგის განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინფორმაციის მართვას, შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და კრებსითი ინფორმაციის მომზადებას;

გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დაგეგმვას, მათი შესაძლებლობების ანალიზს და ორგანიზების კონტროლს, ინფორმაციის უსაფრთხოების ღონისძიებების  დამუშავებას, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტების ანალიზს, ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, ტექმომსახურებისა და რემონტის კონტროლს;

დ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების და მათი სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავებას;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისათვის შექმნილი მდგომარეობის შესწავლის და ანალიზის, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედ ე გად სავარაუდო საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრის მიზნით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი