„საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №10
2006 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა გოცირიძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილს, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს დავით ამაღლობელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს იოსებ სხირტლაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსს გიორგი თაბუაშვილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს დავით ხოსრუაშვილს, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს ქართლოს ყიფიანს, საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს ბაკურ მგელიაშვილს, საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ზურაბ გარაყანიძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსს ეკა ავალიანს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ინგა ახობაძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის მრჩეველს ნატა გოდერძიშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსს იაკობ ედილაშვილსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ნაბორაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ფინანსური ხელშეკრულების (სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროგრამა)“ ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”?
- „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” მიღებულია 06.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.003.
- სად არის „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”, №10, 06.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96844/