„საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№634
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 30/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №634

2006 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს იოსებ სხირტლაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილეს ნინო ჭელიშვილს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს არჩილ მამათელაშვილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის მრჩევლებს ლელა ლაზარაშვილსა და ნატა გოდერძიშვილს, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის განყოფილების მთავარ ეკონომისტს ერეკლე ღვალაძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს დავით მუჯირიშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ღვთისიაშვილს, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  მთავარ მრჩეველს ლევან გერაძეს, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსს ნინო ტუსკიას, შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსურ აღმასრულებელ დირექტორს ლევან ჯიოშვილს, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსს აკაკი გაწერელიას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მეორე ნოვაციის სასესხო ხელშეკრულების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)“ ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი