„დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძის, მ. ნადარეიშვილის, ე. ინჟიკიანის, კ. სახეიშვილის, მ. თათენაშვილისა და ლ. ჯღარკავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
2006 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძის, მ. ნადარეიშვილის, ე. ინჟიკიანის, კ. სახეიშვილის, მ. თათენაშვილისა და ლ. ჯღარკავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი დავითაძეს, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საავიაციო კანონმდებლო-ბის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს მიხეილ ნადარეიშვილს, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საავიაციო უშიშროების სამმართველოს უფროსს ედუარდ ინჟიკიანს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროს ოფიცერს კახაბერ სახეიშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საჰაერო მიმოსვლის გზებზე სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის №13 სამმართველოს უფროსს მიხეილ თათენაშვილსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსს ლევან ჯღარკავას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი