1. დისციპლინურ საქმეზე დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს:
ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურისა ადმინისტრაციული საქ-მისწარმოებით გასაჩივრების უკანასკნელ ინსტანციას წარმოადგენს ერთი საფეხურით ზემდგომი სამანდატო კომისია, რომლის გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს;
ბ) რაიონული (ქალაქის) სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) წესდების 224-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმის წარმოებებზე მიღებული დადგენილებები სასამართლოში გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება დისციპლინურ საქმეზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემოსული საჩივარი, საქმესთან ერთად, სამი დღე-ღამის განმავლობაში გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზეც არის შეტანილი და რომელიც, ამ მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საჩივარი.
3. პირმა, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 272. დისციპლინურ საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი
თავი XXII — დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 265. სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 266. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება
- მუხლი 267. დადგენილებათა სახეები
- მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება
- მუხლი 269. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების შეტყობინება
- მუხლი 270. წინადადებები დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ
- მუხლი 273. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა
- მუხლი 274. დადგენილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანის გამო
- მუხლი 277. საჩივრის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ
- მუხლი 278. დისციპლინური საქმის შეწყვეტით დადგენილების გაუქმების შედეგები
- მუხლი 280. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 272, №111, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97258/muxli-272/