1. საჩივრის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად, ხოლო საჩივარის – დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ამ წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ, ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ უნდა გამკაცრდეს.
2. თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გადაეგზავნება კომპეტენტურ ორგანოს (თანამდებობის პირს).
3. დისციპლინურ საქმეზე არსებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების ასლი სამი დღის ვადაში გაეგზავნება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის მიმართ იყო გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს – მისივე თხოვნით