დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) იმ სამხედრო მოსამსახურის განცხადების საფუძველზე, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება