,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №66
2006 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-5 და მე-9 თავების საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების გამცემ ორგანოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
2. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით დადგენილი წესით.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს მის მიერ გაცემული ლიცენზიების უწყებრივი რეესტრის განხორციელება.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს გაცემული ლიცენზიებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის წელიწადში ორჯერ წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ““?
- „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ““ მიღებულია 24.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.450.
- სად არის „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ““, №66, 24.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.450 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9832/