„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2006 ძალადაკარგული 20.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№497
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 29/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №497

2006 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის გათ­ვალისწინებით, ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამოცანე­ბის განხორციელებისა და პარტნიორული ურთიერთო­ბების გაუმჯობესების მიზნით:

1. ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეცია­ლური სამსახურის უფროსმა საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული ამოცა­ნების შესრულების მიზნით, საზღვარგარეთ საქარ­თველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უზრუნ­ველყოს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენ­ლად დასანიშნ კანდიდატთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი ინფორ­მირება დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების დანიშ­ვნისა და გათავისუფლების შესახებ.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვა­ლისწინებული საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეცია­ლური სამსახურის ოფიციალური წარმომად­გენლები გაუთანაბრდნენ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ,,გ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებულ უფროს დიპლომატიურ თანამდებობის პირებს (მრჩეველს).

3. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლო­მატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესე­ბულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის მიხედვით.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს:

ა) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი საბუთების გაფორ­მება;

ბ) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისათ­ვის შესაბამისი დამოუკიდებელი სამუშაო ფართობის (დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე) და წარმომადგენლობაში არსებული შესაბამისი საკომუ­ნი­კაციო საშუალებების გამოყოფა.

5. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნასა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს საქარ­თველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახუ­რისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის კომპეტენ­ცია განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურთან ან უშიშროების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცე­ბული დებულებით.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 სექტემბრის №395 ბრძანებულება.

8. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

მ. სააკაშვილი