საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№389
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 27/09/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №389

2001 წლის 27 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად დამტკიცდეს:

1. ტყიბულის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 13 აგვისტოს №21 გადაწყვეტილება „ტყიბულის რაიონის ჯვარისის თემში შემავალ ლაშიის უბნისათვის სოფლის სტატუსისა და საზღვრების აღდგენის შესახებ“.

2. ვანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 2 თებერვლის №9 გადაწყვეტილება „ზედა ციხესულორის ქ. ვანის საკრებულოდან გამოყოფისა და სოფელ ციხესულორის საკრებულოში გაერთიანების შესახებ“.

3. ცაგერის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 23 დეკემბრის №33 გადაწყვეტილება „ქვედა ცაგერის თემიდან სოფლების ჩხუტელის, ლასხანის და დოღურაშის გამოყოფის და მათ ბაზაზე სოფელ ჩხუტელის ადმინისტრაციული ცენტრით ჩხუტელის თემის შექმნის შესახებ“.

4. გურჯაანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 14 ივნისის №13 გადაწყვეტილება ჭანდარის თემიდან სოფელ ძირკოკის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

5. ყვარლის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 5 სექტემბრის №26 გადაწყვეტილება „ახალსოფლის თემიდან სოფელ ბალღოჯიანის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

6. ბორჯომის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 სექტემბრის №44 გადაწყვეტილება დაბა ბაკურიანში შემავალი დასახლებისათვის სოფლის სტატუსის აღდგენისა და სახელწოდება „თორის“ მინიჭების შესახებ.

7. გურჯაანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 23 თებერვლის №4 გადაწყვეტილება ჯიმითის თემიდან სოფელ ნანიანის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

8. წალკის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 7 სექტემბრის №11 გადაწყვეტილება „ავრანლოს თემიდან სოფელ გუმბათის, არჯევან-სარვანის თემიდან სოფელ თეჯიშის და რეხის თემიდან სოფელ ხანდოს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულებად გამოყოფის შესახებ“.

9. წალკის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 29 ივნისის №4 გადაწყვეტილება „ედიქილისის თემიდან სოფელ ნარდევანის, თიქილისას და გუნიაკალას; კუშჩის თემიდან სოფელ ყიზილქილისას, სოფელ ოზნის, სოფელ ოლიანგის, სოფელ ჯინისის და სოფელ ბურნაშეთის; ხაჩკოის თემიდან სოფელ კაბურის და სოფელ ჩივთქილისას; წინწყაროს თემიდან სოფელ დარაქოის; თრიალეთის თემიდან სოფელ დაშბაშის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულებად გამოყოფის შესახებ“.

10. გარდაბნის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 19 ოქტომბრის №8 გადაწყვეტილება „თელეთის თემიდან სოფელ კუმისის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.09.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №389. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.002..
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №389, 27.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99328/