,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2007 ძალადაკარგული 05.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 15/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №97

2007 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №390 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მასთან სამეცნიერო-ტექნიკური თარგმნის ცენტრის მიერთების გზით.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი