გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.08.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#9923/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2015-09-18
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
N 9923 31/08/2015 საქართველოს პალამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 12 ფურც. პატივისცემით, გია ჟორჟოლიანი თავმჯდომარე
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
r0oEr$g6o lrqjsf,oroCq,ob $6q'rAgfu olj }q'g6i6"Jq,o bbqoAoL ojAoq-o$ b)i)hgl3lcrlb -- ))h0)al60n Nl85-Ib 18.09.2015 $gq,o t,Jjrt6o69q,oU irtiq,.:6g66oU 2015 $q,ob 18 ljgj6g006ou 3q,g6r6ryq' l-tbqgoa,>tg WJr6ormq,ou Jr6q,.f36$ou 6r36q,JAC5Oob 52-C eobq'oL agttbsaoUrqg, Obs)bJQ.,CbJ 0oqgbgq,o llsjr6ormq,olr J$,q'rac60ol., 6r6g0oU qgrg3oLr q.or 6g63bt6o3o 6SLgtvrbgbou JsfoOCOol, 0og6 2014 $q,ol,) ItCCOCAb6.4-o$ 2015 $q,oL U3 $gAM.>4q99 6r$9gq,o agorobolt 16616o3o (N923; 31.08.2015). ∨ trsj,:6o49q,ob Jr6q,r0g6gotr oDg&;q.oo0r6g qg.)3oo, gt Cgr0goq,o
ანგარიში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში 2014 წლის სექტემბერი - 2015 წლის სექტემბერი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოვალეობათა ფარგლებში. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: - საკანონმდებლო საკითხების მომზადებას; - პარლამენტის გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობას; - პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლს; - საზოგადოებასთან ურთიერთობას. კომიტეტის ამოცანებია: ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის შემუშავება, სატყეო სექტორის რეორგანიზაცია-აღორძინება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის ხელშეწყობა. კომიტეტის სხდომები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგაროში პერიოდში ჩაატარა: 32 კომიტეტის სხდომა, რომელზედაც განიხილა 6 კანონის პროექტი, 4 საკანონმდებლო პაკეტი (შემდგარი შესაბამისად 15, 2, 3 და 3 კანონპროექტისგან), 8 ხელშეკრულება და ორი საკანონმდებლო წინადადება. ზემოაღნიშნულიდან 1 კანონპროექტი და 1 საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის მიერ, ხოლო ერთი კანონპროექტი კომიტეტის წევრის მალხაზ წერეთლის მიერ. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა (კანონის პროექტები, რომლებზედაც კომიტეტი იყო წამყვანი) საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა განსახილველად წარუდგინა შემდეგი კანონპროექტები: და პარლამენტის სხდომას 1. დავით ონოფრიშვილისა და გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/262,23.10.2014); 3. საქართველოს პარლამენტის წევრის მალხაზ წერეთლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/141; 07.08.13); 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07/2-272; 28.11.2014); 5. საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/282; 30.10.2014); 6. საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტს „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტს „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის და ერეკლე ტრიპოლსკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/408; 05.02.2015); 7. 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (072/305; 20.02.2015); 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/318; 26.03.15). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი პროექტი, რომლის განხილვა მიმდინარეობდა კომიტეტში არის „ნარჩენების მართვის კოდექსი“. აღნიშნული სფერო წლების მანძილზე პრაქტიკულად სამართლებრივი ნორმების არარსებობის პირობებში ფუნქციონირებდა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა ქვეყანას და მოსახლეობას. უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც ერთი მხრივ გაზარდა დაკავშირებული სარგებელი, მეორე მხრივ კი ნარჩენების წარმოქმნასთან გარემოზე ზემოქმედების რისკები. ნაწილობრივ არსებული რეგულაციები სრულად ვერ ასახავდნენ რეალობას და შესაბამისობაში არ იყო საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათ შორის ნარჩენების მართვის თაობაზე ევროდირექტივების მოთხოვნებთან. მიღებული კოდექსი, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის დირექტივების თანამონაწილეობით, საფუძველზე შესაბამისობაშია და ასოცირების ევროკავშირის ექსპერტების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან და აყალიბებს ნარჩენების მართვის რეალურად განხორციელებად სამართლებრივი მექანიზმს. საქართველოშო წლების მანძილზე მიმდინარეობს მწვავე დისკუსიები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტზე, ეტიკეტირებასა და სურსათად მოხმარების შესაძლებლობაზე და შესაძლებელ რისკებზე. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ”ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2014 წლის სექტემბერში. ამ კანონით იქმნება ბიოუსაფრთხოების ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომელიც წარმოადგენს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობის აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლის, ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობას ორგანიზმების გამოყენების გარემოში და მოიცავს რეგულირებას ინტროდუქციისას, საბაზრო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებისას, ქსელში განთავსებისას. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი სახელმწიფო სისტემის შემადგენელი ნაწილია აგრეთვე, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვების რეგულირების მექანიზმი. მნიშვნელოვანია, ტერიტორიაზე იკრძალება გენმოდიფიცირებული რომ საქართველოს ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია. კანონპროექტის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე და პროდუქტებს სამკურნალო საშუალებებს და იმ ის არ მოიცავს გენმოდიფიცირებულ (ფარმაცევტულ პროდუქტებს), რომლებიც შეიძლება თავად წარმოადგენდნენ ან/და შეიცავდნენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და პროდუქტებს ან მათ ინგრედიენტებს. მიუხედავად ცოცხალი გენმოფიცირებლი ორგანიზმების რეგულირების მკაცრი ნორმებისა, რომელსაც აწესებს ეს კანონი, დღემდე არ წყდება დისკუსია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საბაზრო ქსელში განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, რასაც კომიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ასევე ინტენსიურად მუშაობდა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებები შეტანის საკითხებზე არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორების და ახალი სამართლებრივი ნორმების შეტანის კუთხით. კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტები 1. საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/408, 05.02.2015; წამყვანი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი); 2. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/408, 05.02.2015; წამყვანი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი); 3. საქართველოს კანონის პროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/451, 04.06.2015; წამყვანი კომიტეტი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი); 4. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/385, 20.11.2014; წამყვანი კომიტეტი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი); 5. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონის პროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ (07-3/368, 09.10.2014; წამყვანი კომიტეტი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი); 6. საქართველოს კანონის პროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/362, 15.09.2014; წამყვანი კომიტეტი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი). კანონპროექტები, რომელზედაც კომიტეტი იყო სავალდებულო დასკვნის მიმცემი 1. საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში; 2. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის თაობაზე“; 3. „ტუვალუს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის“ თაობაზე“; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; 5. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის“ 2004 წლის 16 თებერვლის საერთაშორისო კონვენცია; 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/256; 10.10.14); 7. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი; 8. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერ ოთხი“; 9. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-A)” და „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-ბ)” ფინანსურ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმება; 10. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მდინარე დებედაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“; 11. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი“) სასესხო ხელშეკრულება“; 12. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 13. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის ცვლილება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“; 14. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ ანგარიში; 15. არასამეწარმეო იურიდიული პირის „ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივებისთვის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებით; 16. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება/კანონის პროექტი: „ადამიანის კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ“; 17. კომიტეტმა ასევე მოამზადა დასკვნა საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელება კომიტეტი საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან. 2014 წლის 9 ოქტომბრის სხდომა მიეძღვნა ისეთ პრობლემატურ საკითხს, როგორიცაა ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის უმძიმეს მდგომარეობას. სხდომას ესწრებოდნენ თბილისი მერიისა და საკრებულოს. გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შექმნილი მდგომარეობის უმოკლეს ვადაში გამოსწორების მიზნით სხდომაზე შემუშავებულ იქნა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც გადაეგზავნა შესაბამის სტრუქტურებს. 2014 წლის 15 დეკემბერს კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის წარმართვის, გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების გაუმჯობესებისა და სტრატეგიული დოკუმენტებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით გაიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრსა და მის მოადგილეებთან. 2015 წლის თებერვალში, აპრილსა და მაისში შედგა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შემუშავებული კომიტეტის 2015-2016 წწ-ის სამუშაო გეგმით გათვალიწინებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების 2013-2014 წლების ამგარიშების მოსმენა. 2015 წლის ივნის-აგვისტოში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემელაძისა და კომიტეტის წევრის გიორგი თოფაძის ინიციატივით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის მხარდაჭერით შედგა მთელი რიგი შეხვედრებისა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სავაჭრო ქსელში განთავსების მიზანშეწონილობა და ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა აზრი საქართველოს კანონით „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ დაწესებული სამართლებრივი ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე. თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ასევე და არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან: 1. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მონაწილეობა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტში - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და ევროინტეგრაციის პროცესში. პროექტის ფარგლებში შედგა რამდენიმე შეხვედრა როგორც პროექტის ექსპერტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან (2014 წლის სექტემბერ-ნოემბერი). 2014 წლის 9 დეკემბერს შედგა ამ პროექტის ფარგლებში შემუშავებული კომიტეტის 2015-2016 წწ-ის სამუშაო გეგმის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა 2015 წლის თებერვალში. 2. 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განხილულ იქნა არასამეწარმეო იურიდიული პირის „ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივებისთვის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადამიანის კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასამეწარმეო იურიდიული პირის „ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივებისთვის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში ჩამოყალიბებული ზოგიერთი მართლზომიერი საკითხების კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობაში გათვალისწინების თაობაზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავდეს საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ“. 3. პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზანია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, გაძლიერება ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ამდენად, კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს (ყვარელი) კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა მანანა მოსიძემ მონაწილეობა მიიღო „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგის კურსში, რომელზედაც განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა სახელმწიფო საბიუჯეტის ციკლი და პროგრამული ბიუჯეტირების საფუძვლები. 4. 2014 წლის 18 ნოემბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე ესწრებოდა კონფერენციას (თბილისი) „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“, რომელზედაც განხილულ იქნა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები სოფლის მეურნეობის კუთხით და ამ ცვლილებების მიმართ ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვის გზები და შესაძლებლობები. 5. 2014 წლის 11 ნოემბერს (დაბა კაჭრეთი) კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა, კომიტეტის აპარატის უფროსმა ნანა თალაკვაძემ და კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტებმა ფიქრია რობაქიძემ და ელისო შანავამ მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მიმდინარე პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება 2015-2016 წლებისათვის. 6. 2014 წლის 20 ნოემბერს (თბილისი) შედგა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის და ევროკავშირის პროექტის "საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ღონისძიება მიეძღვნა პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და ევროინტეგრაციის პროცესში. სემინარს დაესწრო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა, პროექტის ხელმძღვანელი სოფო გურული, ექსპერტი ხათუნა გოგალაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის შეფასება როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურების ზედამხედველობის კუთხით. ასევე, წარმოდგენილი იქნა კომიტეტის საქმიანობის სტრატეგიული გეგმა. 7. 2014 წლის 1-6 დეკემბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე იმყოფებოდა ქ. პრაღაში, სადაც გაეცნო ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების საკანონმდებლო საფუძვლებსა და შესაბამის პრაქტიკას, საქართველოში მისი შემდგომი დანერგვის მიზნით. სასწავლო ტური ორგანიზებული იყო გაეროს ეკონომიკური კომისიისა და ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. სასწავლო ტურს უშუალო მასპინძლობა გაუწია კომპანია „ინტეგრა კონსალტინგმა“, რომელმაც უზრუნველყო აღნიშნულ თემაზე სემინარების ჩატარება; 8. 2015 წლის 11-13 მარტს (დუშეთი, ბაზალეთის ტბა) კომიტეტის აპარატის უფროსა ნანა თალაკვაძემ და აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ელისო შანავამ მონაწილეობა მიიღეს „საქართველოში საპარლამენტო კომიტეტების ეფექტიანობის გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში გამართულ სასწავლო კურსში თემაზე მოლაპარაკებები და კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკაში. 9. 2015 წლის 20-22 აპრილს კომიტეტის თავმჯდომარე გ.ჟორჟოლიანი, კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე და კომიტეტის აპარატის წამყანი სპეციალისტი ელისო შანავა იმყოფებოდნენ კახეთში (ლოპოტას ტბაზე), სადაც მოაწილეობა მიიღეს სასწავლო კურსში თემაზე: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და ამ პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი. 10. 2015 წლის 6-8 მაისს (თბილისი) კომიტეტის აპარატის უფროსმა ნანა თალაკვაძემ და კომიტეტის აპარატის წამყანმა სპეციალისტმა ელისო შანავამ მონაწილობა მიიღეს სასწავლო კურსში თემაზე: ეფექტიანი კველევის განხორციელება, ანალიტიკური ბარათების შედგენა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. 11. 2015 წლის 16-19 ივნისს კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი მანანა მოსიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ შოტლანდიის პარლამენტში. შეხვედრა ორგანიზებული იყო შოტლანდიის პარლამენტისა და ვესტმისტერის დემოკრატიის ფონდის მიერ. ვიზიტის ფარგლებში შედგა მთელი რიგი შეხვედრებისა, რომლებზეც საქართველოს დელეგაციის წევრები გაეცნენ შოტლანდიაში სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესს და ამ პროცესში დარგობრივი კომიტეტების მონაწილეობას, ასევე პარლამენტის როლს ბიუჯეტის პროექტისა და სახელმწიფო აუდიტის შდეგების დეტალური შემოწმების პროცესში. 12. 2015 წლის 1 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციის „დედამიწის მეგობრები“ თაოსნობით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა წარმოადგენდა სამეცნიერო გარემოზე კონფერენცია, ზემოქმედების როომლის ნებართვის განხილვის გაცემის საგანს პროცედურის სამართლებრივი საფუძვლები და ნებართვის გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები, კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. ე. წ. „გარემოსდაცვითი ნებართვები“ წარმოადგენენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უმნიშვნელოვანეს ბერკეტს საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია ამ სფეროში სრულფასოვანი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა. ვინაიდან ამჟამად მოქმედ კანონს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ გააჩნია გარკვეული ხარვეზები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე, რომელიც უფრო სრულყოფილად დაარეგულირებს ამ სფეროს. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები როგორც კანონის პროექტის პრინციპებთან, ასევე ნებართვის გაცემის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით. 13. 2015 წლის 25-26 აგვისტოს (თბილისი) კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა ნანა გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ ორდღიანი სემინარში თემაზე: მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები. სემინარზე ასევე განხილულ იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი სახელმწიფო ფინანსების/ფისკალური მართვის სისტემაში და მისი ძირითადი ანგარიშები. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სასაწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები. კომიტეტი სისტემატურად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს კომიტეტში შემოსულ წერილებსა და განცხადებებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 127 წერილი. ყველა წერილი შესწავლილია, განხილულია და რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.