„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2015
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/382/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 05.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ეკონომიკური მონაწილეობა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასაქონლო ბრუნვაში მეპაიეს მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში შექმნილი/მიწოდებული პროდუქციის ან/და მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი;“. 2. კანონის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) პაი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საპაიო ფონდში საპაიო, დამატებითი საპაიო და ასოცირებული წევრის შენატანი;“. 3. კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საპაიო შენატანი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საპაიო ფონდში მეპაიეს სავალდებულო შენატანი ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;“. 4. კანონის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ - „ვ5 “ ქვეპუნქტები: „ვ1) დამატებითი საპაიო შენატანი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, მეპაიეს სურვილით საპაიო ფონდში განხორციელებული დამატებითი შენატანი ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით, რომელიც მეპაიეს აძლევს დამატებით დივიდენდის მიღების უფლებას ამ კანონით და სასოფლო-სამეურნე კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით; ვ2) მეპაიე - პირი, რომელიც იზიარებს ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს საპაიო შენატანს; 2 ვ3) ასოცირებული წევრი - პირი, რომელიც იზიარებს ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, შესაძლებელია უშუალოდ არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი; ვ4) ასოცირებული წევრის შენატანი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, ასოცირებული წევრის შენატანი ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით, რომლის საფუძველზეც ასოცირებული წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით; ვ5) საერთო კრება - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მმართველობის უმაღლესი ორგანო.“. 5. კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დემოკრატიული მართვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა თანაბარი შესაძლებლობა, მართონ და აკონტროლონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობა, რისთვისაც თითოეული მეპაიე საერთო კრებაზე სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;“. 6. კანონის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი - ო“ ქვეპუნქტები: „ი) კოოპერაციული შემოსავალი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ მეპაიესგან შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება, რომელსაც ეს მეპაიე იღებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისგან კოოპერატივის მოგების გამოანგარიშებამდე, მისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, საერთო კრების მიერ განსაზღვრული წესით; კ) სასაქონლო ბრუნვა - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი; ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით; მ) საპაიო ფონდი - პაის ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება; 3 ნ) სავალდებულო საპაიო შენატანი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეს მიერ განსახორციელებელი აუცილებელი სამეურნეო კოოპერატივის შენატანი, რომელიც აძლევს მას სასოფლო- საქმიანობაში მონაწილეობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდების მიღების უფლებას და ხმის უფლებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრებაზე; ო) მინიმალური პაი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეს საპაიო შენატანის მინიმალური ზღვარი, რომლის ოდენობას ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრება.“ 7. კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა;“. 8. კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლოა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე.“. 9. კანონის მე–8 მუხლის მე–5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტების გაცემა;“ 10. კანონის მე–10 მუხლის: ა) მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მინიმალური პაისა და საპაიო შენატანის ღირებულებას;“; ბ) მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 „ე) მოგების განაწილების წესს ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად;“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო ფონდის შენატანები არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება უნდა მოხდეს წლის დასაწყისში.“. 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. წევრთა რეესტრი 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს წევრთა რეესტრი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“. 12. კანონის მე–11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრია მეპაიე და ასოცირებული წევრი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე მონაწილეობენ ამ ან/და სასოფლო-სამეურნეო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, კოოპერატივის მიერ რომლებიც განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობენ საპაიო შენატანს. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები. 4. ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც ამ კანონისა და საერთო კრების 5 გადაწყვეტილების საფუძველზე, საპაიო ფონდში განახორციელებს ასოცირებული წევრის შენატანს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს დარღვევის გამოსწორებისათვის მიეცემა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“. 13. კანონის მე–12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წევრის გარდაცვალება/ლიკვიდაცია;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საერთო კრების გადაწყვეტილებებს.“ 14. კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება შედგება პაით, სასოფლო- სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებით, მიღებული გრანტით და სხვა წყაროებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 - 134 მუხლები: „მუხლი131. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში წევრთა შენატანები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა სავალდებულო საპაიო შენატანის რაოდენობის განსაზღვრა ხდება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მეპაიეს მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის მიერ ამ მეპაიეზე გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად. 2. მეპაიეს დამატებითი საპაიო შენატანის განხორციელების უფლება აქვს სავალდებულო საპაიო შენატანის სრულად დაფარვის შემდეგ გადაწყვეტილების საფუძველზე. საერთო კრების 6 3. ასოცირებული წევრის შენატანის სახეს და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო შეტანის პირობები და დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონით და ასოცირებულ წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას სასოფლოსამეურნეო კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე. 5. ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება მეპაიეს სავალდებულო საპაიო შენატანის ღირებულებას, აისახება მის დამატებით საპაიო შენატანში. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის სახით გადაცემული ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება ხორციელდება მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით. მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები 1.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობიდან და სამეთვალყურეო საბჭოდან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურეობით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დივიდენდი მისი დამატებითი საპაიო შენატანის შესაბამისად ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმება ან/და აუდიტი; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან გასვლის ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი 7 ფულადი ან/და ქონებრივი სახით ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღოს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან შესაბამისი წილი ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობის და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები; გ) ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით შეიტანოს პაი; დ) მიიღოს მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო- სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ე) ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით შეიტანოს დამატებითი საპაიო შენატანი; ვ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით; ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობიდან და სამეთვალყურეო საბჭოდან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; 8 დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმება ან/და აუდიტი; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან გასვლის ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი ფულადი ან/და ქონებრივი სახით ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს მისი კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე დარჩენილი ქონების განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი, ამ კანონით და სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) გაეცნოს წევრთა რეესტრის მონაცემებს; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და ამ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით შეიტანოს ასოცირებული წევრის შენატანი; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები პირველ რიგში გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ წევრებზე: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით და ასოცირებულ წევრსა და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია 9 დივიდენდის გაცემა ასოცირებული წევრის შენატანის პროპორციულად, გაცემული დივიდენდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ასოცირებული წევრის შენატანის ღირებულების 15 %-ს ერთი სამეურნეო წლის პერიოდში; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით და ასოცირებულ წევრსა და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ასოცირებულ წევრზე დივიდენდის გაცემა სასოფლო-სამეურნეო მოგებიდან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებული წევრების შენატანების მიხედვით გასანაწილებელი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს. 2. ასოცირებული წევრის შემდეგ დივიდენდები გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე მათი დამატებითი საპაიო შენატანების მიხედვით: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის გაცემა მეპაიეს დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად, გაცემული დივიდენდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიეს დამატებითი საპაიო შენატანის ღირებულების 15 %-ს ერთი სამეურნეო წლის პერიოდში; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დივიდენდის გაფორმებული გაცემა ხელშეკრულებით სასოფლო-სამეურნეო განსაზღვრულია კოოპერატივის ამ მეპაიეზე მოგებიდან, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებული წევრების შენატანების მიხედვით გასანაწილებელი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გაცემული დივიდენდების შემდეგ დარჩენილი მოგება გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად. მუხლი 134. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისგან რომლებიც არ წარმოადგენენ მეპაიეებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვის და/ან მათზე გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება ერთი (მიმდინარე) საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 30%-ს. 10 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებს და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.“ 16. მე-14 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის, მათ შორის სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
11 განმარტებითი ბარათი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სწორი მიმართულებით განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. 2013 წლის 12 ივლისს ძალაში შევიდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი ნორმები. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს კოოპერატივსა და მეპაიეებს შორის წარმოშობილი საწარმოო ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს კოოპერაციული მოწყობის არსის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რაც კოოპერატივებს, მოგებაზე ორიენტირებულ სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისგან (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა) პრინციპულად განასხვავებს. სასოფლო-სამეურნეო განმსაზღვრელი ძირითადი კოოპერატივის ფაქტორია მისი არსებობის წევრების მიზანშეწონილობის შრომითი რესურსების კაპიტალიზაცია და არა საპაიო ფონდში შეტანილი ფულადი ან სხვა სახის ქონებრივი სახსრები, რომელიც მეპაიეს დივიდენდების მიღების საშუალებას აძლევს. აღნიშნულს კი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია პირდაპირ არ ითვალისწინებს. კანონი დასაშვებად მიიჩნევს ისეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არსებობას, რომელიც მხოლოდ წევრთა კაპიტალის გაერთიანებასა და ამ კაპიტალის პროპორციულად მოგების განაწილებაზე იქნება ორიენტირებული. სწორედ ორი მთავარი კომპონენტის - შრომითი და მატერიალურის ორგანული შერწყმით მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ეფეტიანობის, სოციალურ სოლიდარობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული სისტემის ფორმირება. ასეთი რეგულაციის გარეშე კოოპერატივები ვერ უზრუნველყოფენ ყველაზე მთავარს - იყვნენ ორიენტირებული შრომითი რესურსების 12 კაპიტალიზაციაზე, მის მაქსიმალურ უკუგებაზე და არა ფულადი და მატერიალური რესურსების საპაიო ფონდში დაბანდებით დივიდენდების მიღებაზე (შპს-ებისა და სხვა მომგებიანი საწარმოების მსგავსად). თანამედროვე, ევროპული ტიპის სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივებს გააჩნიათ სწორედ ამ გზით განვითარების 170 წლიანი გამოცდილება, წარმართვისათვის რაც ჩვენს მდიდარ ქვეყანაში მასალას კოოპერაციული იძლევა. ამ მოძრაობის სწორად გამოცდილებიდან ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ ამ მიმართულებით განვითარებული ყველა წარმატებული ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზას, ისეთი ელემენტების შემოტანით, პაი, როგორიცაა: სავალდებულო პაი, დამატებითი კოოპერატივის ასოცირებული წევრი და სხვ. ახდენენ საკანონმდებლო დონეზე კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას იმ მთავარი მიზნით, რომ ამ ურთიერთობებში განმსაზღვრელი იყოს შრომითი რესურსის ფაქტორი და მასზე წევრების საპაიო შენატანების სახით არსებულმა მატერიალურმა კაპიტალმა არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის ლიბერალური მიდგომების მიზანი, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისთვის მაქსიმალურად მოქნილი გარემო შეექმნათ, მიღწეულია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 1000-მდე მეტ რეგისტრირებულ კოოპერატივს. შესაბამისად, უკვე აშკარაა, რეალური კოოპერაციული მოწყობისათვის კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგლამენტაციის აუცილებლობა. გარდა აღნიშნულისა, სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც შექმნილია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, წარმოადგენს ქვეყანაში მიმდინარე კოოპერაციის პროცესის მაკოორდინირებელ ორგანოს. მისი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების არამარტო შექმნის, არამედ, უმთავრესად, მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. განვითარების ხელშეწყობა წარმოუდგენელია შესაბამისი პროგრამების განხორციელების გარეშე, რითიც უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, როგორც ინსტიტუციური, ასევე ფინანსური გაძლიერება. აღნიშნული კი შეუძლებელია სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ისეთი უფლებამოსილების გარეშე, როგორიც გრანტის გაცემის კომპეტენციაა, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირების პროცესს და აამაღლებს მათ ეფექტიანობას. პროექტების ეფექტურობის ზრდით კი უფრო მეტი ფერმერს გაუჩნდება კოოპერაციულ მოძრაობაში ჩართვის სურვილი. დღეს მოქმედი სამართლებრივი რეგულირებიდან გამომდინარე, კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით გრანტის გასაცემად, საჭიროა რამდენიმე სახელმწიფო უწყების ჩართულობა. მათ შორის ისეთი უწყებების, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული სოფლის მეურნეობის 13 დარგთან. აღნიშნული დაკავშირებულია შედარებით რთულ პროცედურებთან, რაც დამატებით ბარიერსა და სირთულეს უქმნის ბენეფიციარებს. რეგისტრირებული კოოპერატივებისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ფინანსური რესურსის მობილიზება ბიზნეს საქამიანობის წამოწყებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის. აღნიშნული რესურსის მისაღებად კოოპერატივები უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებული არიან სახელმწიფოს ფინანსური დახმარების პროგრამებზე და ბანკის მიერ გაცემულ სესხებზე. ბიზნეს გამოცდილების არ არსებობის და მწირი საგარანტიო საშუალებების გამო, განსაკუთრებით რთულია კოოპერატივების ურთიერთობა საბანკო სექტორთან. სწორედ მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად მსოფლიო პრაქტიკაში დამკვიდრებულია კოოპერატივის „ასოცირებული წევრის“ ცნება. ასოცირებული წევრი მის მიერ განხორციელებული შენატანით, ინვესტიციით, ეხმარება კოოპერატივს და იღებს დივიდენს. თუმცა იგი არ მონაწილეობს მმართველი ორგანოების კენჭისყრაში. სხვა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმებისაგან განსხვავებით, კოოპერატივის უშუალო ამოცანას წარმოადგენს საკუთარ წევრთა კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაკმაყოფილება. კანონის არსებული რედაქციით არ იზღუდება სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის მიერ არაწევრთათვის სხვადასხვა სერვისის გაწევა ან მათგან პროდუქციის შესყიდვა. ამ შეზღუდვის არ არსებობა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსით მოღვაწე სუბიექტების მიერ კოოპერატივის პრინციპებისათვის შეუსაბამო საქმიანობას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო გამოცდილებაში დამკვიდრებული პრაქტიკაა კოოპერატივის მიერ არაწევრთათვის მომსახურების გაწევის ლიმიტების კანონის დონეზე რეგულირება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს მეპაიეთა რეესტრის წარმოების წესს, თუმცა არ არსებობს რეესტრის წარმოების ერთიანი სტანდარტი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სავალდებულოა წევრთა რეესტრის წარმოება, მაგრამ არ არის ერთიანი მიდგომა, თუ რა მონაცემი უნდა დაიტანებოდეს და ვინ უნდა აწარმოებდეს, ისე რომ რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული. აუცილებელია რეესტრის წარმოების ერთიანი წესის შემუშავება. სწორედ აღნიშნული საჭიროებები განაპირობებს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნა, რომელიც მიმართული კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე. იქნება წევრთა შრომითი რესურსების 14 გარდა ამისა, ცვლილება ასევე მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ადმინისტირების მოქნილი მექანიზმის შესაქმნელად სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლებოსილების მინიჭებას. კანონპროექტი ემსახურება წევრთა რეესტრის წარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვას და მასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად დაზღვევას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. გადასახადისაგან გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი (პაი), სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება და ა.შ. აღნიშნული შეღავათები, უპირველესყოვლისა ფერმერთა რეალური კოოპერაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. წარმოდგენილი კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე ხდება ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება არაკოოპერაციული პრინციპით მოწყობილი მეწარმე სუბიექტების მიერ აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვა. შესაბამისად, კანონპროექტით კოოპერატივის სასოფლოსამეურნეო საქმიანობის პირობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დამატებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს, კოოპერატივის მიერ ძირითადად, მხოლოდ მისი წევრებისგან პროდუქციის მიღებას ან/და მათ მომსახურებას. დაწესდა შეზღუდვა არაწევრებისგან წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვასთან ან/და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში არაწევრებისგან მიღებული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის წლიური სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ბრუნვის 30%-ს. პროექტით დაზუსტდა ტერმინთა განმარტების რამდენიმე პუნქტი, კერძოდ მე-3 მუხლში დაკონკრეტდა ეკონომიკური მონაწილეობის, პაის, საპაიო შენატანის, დემოკრატიული მართვის, ცნებები. გარდა ამისა, „ვ “, „ვ “, „ვ “ და „ვ “ ქვეპუნქტების 1 2 3 4 დამატებით გაჩნდა ახალი ტერმინები, ისეთი როგორიცაა დამატებითი საპაიო შენატანი, ასოცირებული წევრი, ასოცირებული წევრის შენატანი, საერთო კრება, სავალდებულო სარეზერვო, საპაიო ფონდი , კოოპერაციული სავალდებულო საპაიო შენატანი და მინიმალური პაი. შემოსავალი, სასაქონლო ბრუნვა, 15 კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ცვლილებით დაკორექტირდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები - მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა. ცვლილება შევიდა კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში, რომლითაც სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგები შესაძლოა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველისაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. ცვლილებების თანახმად, კერძოდ, კანონის მე–8 მუხლის მე–5 პუნქტში „ა “ქვეპუნქტის დამატებით სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების 1 სააგენტოს მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტების გაცემის უფლებამოსილება, რაც პირდაპირ ეხმიანება კანონითვე განსაზღვრულ მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას. ცვლილება შევიდა კანონის მე–10 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის წესდების ძირითად საკითხებს, კერძოდ წესდება უნდა ითვალისწინებდეს მინიმალური პაისა და საპაიო შენატანის ღირებულებას, მოგების განაწილების წესს ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად. ამასთან განისაზღვრა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო ფონდის შენატანები არ უნდა იყოს კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები. კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება უნდა მოხდეს წლის დასაწყისში. კანონს დაემატა მე-101 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს წევრთა რეესტრი, რომლის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ცვლილება შევიდა კანონის მე-11 მუხლში და ერთიანი ტერმინის ქვეშ გაიმიჯნა მეპაიესა და ასოცირებული წევრის ცნებები. კერძოდ, კოოპერატივის დაფუძნებისას წევრთა მინიმუმის გამოანგარიშების რაოდენობას მიეთვლება მხოლოდ მეპაიეები პირები, რომლებიც ფლობენ პაის, ჩართულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, დემოკრატიულად მართავენ კოოპერატივს (ფიზიკური პირი მეპაიეების შემთხვევაში, არიან 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეები). თუმცა, კოოპერატივში ინვესტიციების განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, გაჩნდა ასოცირებული წევრის ინსტიტუტი, რომლის თანახმადაც ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა უშუალოდ არც მონაწილეობდეს სასოფლო- 16 სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა კოოპერატივში შენატანის განხორციელებით, ეხმარება კოოპერატივს და იღებს დივიდენდს. ასოცირებულ წევრს არ გააჩნია მმართველი ორგანოების კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრობის შესაძლებლობა მიენიჭა იურიდიული პირს. აღნიშნულმა განაპირობა კანონის მე-12 მუხლში ცვლილება, რომლითაც კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს იურიდიული პირის ლიკვიდაცია წარმოადგენს. კანონპროეტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებით, ასევე 131 134 მუხლების დამატებით განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონების შექმნის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში წევრთა შენატანების განხორციელების, კოოპერატივის მოგების განაწილების წესი და შემოსავლების მიღების რიგითობა. გაიმიჯნა მეპაიეს პაისა და დამატებითი საპაიო შენატანის ცნებები. დამატებითი შენატანის განხორციელების უფლება მეპაიეს აქვს მხოლოდ პაის თანხის სრულად დაფარვის შემდეგ. დადგინდა, რომ პაის რაოდენობა დამოკიდებულია კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მეპაიეს ეკონომიკურ მონაწილეობაზე, რასაც ასევე პირდაპირ უკავშირდება წევრებს შორის მოგების განაწილების საკითხი. კოოპერატივის წმინდა მოგებიდან დივიდენდი პირველ რიგში გაიცემა ასოცირებულ წევრებზე. თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით ან ასოცირებულ წევრსა და კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დივიდენდი გაიცემა ასოცირებულ წევრზე მის მიერ განხორციელებული შენატანის პროპორციულად, მაშინ დივიდენდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ამ წევრის შენატანის 15%–ს. ხოლო, თუ დივიდენდის გაცემა ხდება კოოპერატივის მოგებიდან, მაშინ ასოცირებული წევრის შენატანის და მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანების მიხედვით გასანაწილებელი დივიდენდის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს წლიური მოგების 30%–ს. შემდგომ დივიდენდი გაიცემა მეპაიეებზე დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი მოგება დივიდენდის სახით გაიცემა მეპაიეებზე კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად. ამასთან, კოოპერატივსა და მეპაიეს შორის არსებული ურთიერთობების მაქსიმალურად გამარტივებისათვის დამატებით განისაზღვრა კოოპერატივის მეპაიეთა ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. ცვლილება შევიდა კანონის მე-14 მუხლის მიხედვით რომ სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებებს წარმოადგენს არა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, რომლის კოოპერატივების მარტო სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ხელშემწყობი კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება, არამედ მისი განხორციელება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის, მათ შორის სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. 17 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება ასოცირებული კანონის მოქმედება. წევრის კერძოდ, გაჩენასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო გაიზრდება კოოპერატივში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შემოსავლები. გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს კოოპერატივის მიერ იმ პირთათვის რომლებიც არ არიან მეპაიეები, მომსახურების გაწევისა და მათგან პროდუქციის შესყიდვის 30%-იან ზღვარს. აღნიშნული შეზღუდვის შედეგად, კოოპერატივი უფრო მეტად ორიენტირებული ხდება მისი წევრების კეთილდღეობასა და შემოსავლების გაზრდაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის წესს. 18 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები - Oxfam, People in Need, Care International, Mercy Corps, UNDP, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირის ატაშე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - ხუან ეჩანოვე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 19 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
20 „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას; ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება – უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვის, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციისათვის; გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ე) წევრთა კოოპერატივის ეკონომიკური (მეპაიეთა) წევრთა მონაწილეობა მონაწილეობა (მეპაიეთა) – ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში; ვ) შენატანი (პაი) – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით; ზ) დემოკრატიული მართვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების თანაბარი შესაძლებლობა, მართონ და აკონტროლონ კოოპერატივის საქმიანობა, რისთვისაც კოოპერატივის თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით; თ) ბიოლოგიური მეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოწესრიგებული სისტემა, რომელიც ცოცხალი ურთიერთდამოკიდებულებას ბუნებრივი წონასწორობა. უწყობს ორგანიზმებისა ხელს, რომლის და დროსაც გარემოს ისეთ შენარჩუნებულია 21 მუხლი პრინციპები 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) ნებაყოფლობითი წევრობა; ბ) დემოკრატიული მართვა; გ) წევრთა (მეპაიეთა) ეკონომიკური მონაწილეობა; დ) სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება. მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო). 2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება; ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; გ) კოოპერატივის წესდება. 3. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ. 4. სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილების მიღების კოოპერატივის შემდეგ აღნიშნული სტატუსის იურიდიული მინიჭების პირის შესახებ მონაცემები სააგენტოს შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას. 5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგები იურიდიული პირისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველია, რაც ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 22 მუხლი 8. სააგენტო 1. სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო. 2. სააგენტო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით. 3. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და სააგენტოს დებულებით. 5. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზის შექმნა, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, აგრეთვე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის, გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის შესახებ და სხვა მონაცემები; ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა; ვ) კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება. ამ მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ი.ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სასოფლოსამეურნეო საქმიანობის თაობაზე; 23 ი.ბ) საჭიროების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად მიავლინოს უფლებამოსილი პირები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ადგილზე გასაცნობად; ი.გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 6. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტის სახით მიღებული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 7. სააგენტოს აქვს ბეჭედი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს; ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს; გ) შენატანის (პაის) ოდენობას; დ) წევრთა (მეპაიეთა) რეესტრის წარმოების წესს; ე) მოგებისა და დივიდენდის განაწილების წესსა და პროცედურას; ვ) ზარალის განაწილების წესს; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს; თ) ლიკვიდაციის და ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონების განაწილების წესს. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო ფონდის შენატანები არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს. მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს: 24 ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ- ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს დარღვევის გამოსწორებისათვის მიეცემა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წევრობიდან გასვლა; ბ) წევრის გარიცხვა; გ) წევრის გარდაცვალება; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი: ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს; ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა) შენატანით (პაით), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებით, მიღებული გრანტით და სხვა წყაროებით, რომლებიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. 25 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას კოოპერატივის წესდებით დადგენილი უფლებების ფარგლებში განკარგავენ მისი მმართველობის ორგანოები. მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კოოპერატივების მიერ პროექტებისა და პროგრამების შემუშავება; ბ) სასოფლო-სამეურნეო შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; დ) დადგენა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების