„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს ცვლილება და
კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი,
ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონით თუ
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ
არის დადგენილი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომლის მიზანია სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგება და
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნა. დღეს მოქმედი
რედაქციის თანახმად მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები,
რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები
რეგულირდება ამ კანონითა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონით“. არის საკითხები (მაგ. მოგების განაწილება) რომელსაც
ორივე კანონი არეგულირებს განსხვავებულად და კანონის კოლიზიის თავიდან
აცილების მიზნით მიზანშეწონილია მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები,
რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები
რეგულირდება ამ კანონით თუ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმათა კოლიზიის თავიდან აცილების
მიზნით, მომზადდა წარმოდგენილი კანონპროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ და
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების ნორმათა კოლიზიის თავიდან აცილება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადების საშუალებით, რომლის შესაბამისად,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და
სოციალური საფუძვლები დარეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
3
კანონით თუ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური
საფუძვლები დარეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით თუ
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ასიგნებების
გამოყოფის აუცილებლობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება.
4
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 60. ცნება
1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა
მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი
საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი
მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.
კოოპერატივებს მიეკუთვნება:
ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები,
ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;
რომლებიც
ამ
ფორმით
ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების
კოოპერატივები:
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების
დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები
(სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);
დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო
ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;
ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი
გამოყენების კოოპერატივები;
ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;
ზ)
სამომხმარებლო
(მრავალდარგოვანი)
კოოპერატივები,
რომელთა
სამართლებრივი,
ეკონომიკური
და
სოციალური
საფუძვლები
რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები;
ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი,
ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონითა და
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. (ამოღებულია).
6
3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს
აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.