საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2014 წლის საშემოდგომო და 2015 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.09.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#10145/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2015-09-18
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
N 10145 04/09/2015 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2014 წლის საშემოდგომო და 2015 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 19 (ცხრამეტი) ფურცელი თეიმურაზი ჭკუასელი თავმჯდომარე
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
oOo5o,06o し 36̲… o bbe … ― 。じOJacマ … bD力 ha330mb hC)0360∩ 〕〕 ヽ1185‑Iも r8.09.2015 $3q,o V l-rrjrr5o69q,oU ,3r6q,$966o1-r 2015 $q,oL 18 Ugj6gab6olt \,96r66qt ttbqpoa.>t0 lD-Jr6o,BcE c'U iviq'rac6oot 6,cbE JacSootr 52-3 ao\,oU 031-D0r0otbqr, 66o0qg oj6s OoqCbgq,o U.>jr6o6gq,oU Jrt(rq,r6366otr QorUJo6oUJ qgr 343rltooU lD3oorborr qg) 2015 $q,otr t$6.>trgbgqn b3lnou Jc)AoOCOoU aoCO 2014 $q,oL U.>690oq96o3(') 6rffi Jgq,r.rbiBo 6r[C6q,o b.:j0or6<'r6oU 16616o0o (N10145; 07.09.2015). ∨ 6の 四 こ か 6● T。 00い し し 司Ⅲ ∞S3転 Ψ■0 0 Ψ530∽ りしり9調 30Ψ 0
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2014 წლის საშემოდგომო სესიისა და 2015 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ა ნ გ ა რ ი შ ი საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარეობდა. კომიტეტის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებსა და პროგრამულ მიმართულებებს წარმოადგენდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ქართველოლოგიურ და კავკასიურ ცენტრებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების გამყარება, კულტურულ– საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების განმტკიცება, ერთობლივი პროექტების განხორციელება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა, მიგრაციული პროცესების მართვა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პოლიტიკური და შრომითი უფლებების, დაცვა. კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების, საანგარიშო პერიოდში ჩაატარა სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, კომიტეტის 25 სხდომა, ასამდე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი შეხვედრა, მოისმინა შესაბამისი ინფორმაციები. საყურადღებოა შემდეგ თემატურ მიმართულებებთან დაკავშირებით ჩატარებული საკომიტეტო მოსმენები და შეხვედრები: ქართული ისტორიული დიასპორა (დიასპორები), უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები და დიასპორული ორგანიზაციები, ქართველოლოგიური ცენტრები ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადი სახის აქტუალური პრობლემების გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მიზნით, საანგარიშო პერიოდში საკომიტრეტო და სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა 1 დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. დაიგეგმა ღონისძიებები და პროექტები საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ ისტორიულ დიასპორებთან კავშირების განმტკიცებისა და მათი ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის მიზნით. მიმდინარე წელს, ქართული დიასპორის დღეს - 27 მაისს ცალკე საკომიტეტო მოსმენა დაეთმო. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დარგობრივი სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი კულტურული და ბიზნესპროექტების განხორციელებას. ათეულობით ქვეყნიდან ჩამოსული დიასპორული ორგანიზაციების, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების, კულტურული და ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა თემატური ღონისძიებები. დიასპორული ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსული დიასპორული ორგანიზაციამ. მათ შორის იყვნენ ქართული საკვირაო სკოლების, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების, სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლები. ისტორიული დიასპორის სექციაში მონაწილეობა მიიღო 13-მა მომხსენებელმა, რომელთაგან 7 საფრანგეთში, ისრაელში, ირანში, თურქეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები თანამემამულე იყო. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე მომუშავე ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) წარმოადგინა პროგრამა TRQN, რომელიც საზღვარგარეთ არსებული იშვიათი პროფესიული კადრების საქართველოში დროებითი დასაქმების ორგანიზებას ითვალისწინებს. კომიტეტის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით დიასპორის დღეების ფარგლებში გაიმართა: საზეიმო მიღება, სადაც მოხდა ჩვენი თანამემამულე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მოეწყო კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში მოღვაწე მუსიკოსები. საქართველოში ჩამოსული თანამემამულეებისათვის მოეწყო გასვლითი ტური – „სამშობლოს ინოვაციები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო იმ ახორციელებს. 2015“, რომელიც სიახლეებისა პროექტი და მიზნად ნოვაციების „სამშობლოს ისახავდა გაცნობას, ინოვაციები 2015“ ჩვენი რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის მშენებარე ობიექტების მონახულებით დაიწყო. ქართული დიასპორის დღეების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთში. 2 საფრანგეთის ქართული დიასპორის თხოვნით, მან მონაწილეობა მიიღო სპეციალურად ქართული სათვისტომოსთვის დაგეგმილ კულტურულ-სამეცნიერო ღონისძიებებში. შეხვდა საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა სხვა სახის ღონისძიებებიც. კომიტეტის სახელმწიფო მხარდაჭერით უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის კავშირის გამყარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კერძო და სამოქალაქო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 13 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში" დიასპორული ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. იგი ,,გლობალური დიასპორული კვირეულის'' ფარგლებში, „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან“ (IdEA) თანამშრომლობით ჩატარდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 1 აგვისტოდან ამ ალიანსის წევრი გახდა. ფორუმის ფარგლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, სამშობლოში დიასპორული მეწარმეობის ხელშეწყობისა და (REAP) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროგრამაში თანამშრომლობის მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ხაზი გაუსვა დიასპორების მზარდ როლს მსოფლიოსა და წარმომშობი ქვეყნის განვითარებაში. ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ასევე მოიწონა ინიციატივა დიასპორის თაობაზე. ისაუბრა სამშობლოში მიმდინარე პროცესებში თითოეული თანამემამულის ჩართულობის მნიშვნელობაზე. დიასპორული კვირეულის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა ოფიციალური მიღებები და შეხვედრები. ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ლევილი“, კონკურსი „ვიდეო გზავნილი სამშობლოს“, ასევე - სხვა კულტურული ღონისძიებები (დიასპორული მარათონი; დიასპორული ორგანიზაციის პროექტის - “ემიგრანტების“ პრეზენტაცია; დიასპორული ნახატებისა და კერამიკული ნაწარმის გამოფენა). საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და მინისტრის აპარატის www.tanamemamule.ge“ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ერთობლივი პროექტის ,,დიასპორული ქსელის ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. 3 საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ელექტრონული ბიბლიოთეკა გადასცა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის ლექსიკონებს, ციფრულ ბიბლიოთეკას, ფოტომატიანეს. ელექტრონული ბიბლიოთეკა შემდგომში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილ დიასპორულ ქსელში იქნება ინტეგრირებული, რაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის ხელმისაწვდომს გახდის მათთვის საინტერესო წიგნებს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კომიტეტის მონაწილეობით შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომელმაც 29 ივნისს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საერთაშორისო ორგანიზაციების, აშშ–ს სააგენტოს, საქართველოში არსებული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. კომიტეტმა არაერთი საკომიტეტო მოსმენა დაუთმო გაწეული საქმიანობის თაობაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიშებსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები, გააცნო ინფორმაცია "გლობალური დიასპორული კვირეულისა“ გათვალისწინებული და ღონისძიებების "ეკონომიკური თაობაზე, ასევე ფორუმის“ მსოფლიო ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის - “საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსი (IdEA)“ ფარგლებში საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის შესახებ. დაიგეგმა სამომავლო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, განისაზღვრა კომიტეტისა და აპარატის თანამშრომლობის 2015 წლის გეგმა. სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებს, ვიზიტებს, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ჩვენს თანამემამულეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის გააქტიურების საკითხებს და სხვა. შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა. საანგარიშო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის წარმომადგენლებთან. ჩამოყალიბდა და 4 განისაზღვრა ასოციაციის საქმიანობის დიასპორული ინვესტიციების ძირითადი განხორციელების მიმართულებები. კუთხით გაიმართა უახლოესი გეგმების პრეზენტაცია. პარლამენტის წევრები გაეცნენ ასოციაციის სამომავლო საქმიანობის კონკრეტულ პროექტებს. გამოითქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რაც გაზრდის სამომავლოდ საკანონმდებლო ორგანოსთან მუდმივი და მჭიდრო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას. აღინიშნა, რომ დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერ ასოციაციაში ამჟამად გაერთიანებულია 5 იურიდიული პირი. დაიგეგმა უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის გაზრდა. ასევე - ასოციაციის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება ყველა დიასპორული კომპანია, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიციები საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს მათ. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, კომიტეტი, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მუშაობას წარმართავს შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან, სათვისტომოებთან, ქართველოლოგიურ ორგანიზაციებთან და საქართველოს საკითხით დაინტერესებულ პირებთან. კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კავკასიის მიმართულებით კომიტეტის საქმიანობა ძირითადად წარიმართა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის კუთხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სასესიო პერიოდში, სათანადო ყურადღება დაეთმობა ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ურთიერთობებს, ასევე იმ რეგულაციებზე მუშაობას, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებს შეუწყობს ხელს. კომიტეტის სხდომა დაეთმო ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან კულტურულ- სამეცნიერო და შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავებას. მასში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები და ამ სფეროში მოქმედი როგორც ქართული, ისე ჩრდილოკავკასიური არასამთავრობო ორგანიზაციები. რეგიონში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა სამომავლო ურთიერთობები, ძირითადად, წარიმართოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო კუთხით და კულტურათა დიალოგის ფორმატში. 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არაერთი შეხვედრა გაიმართა ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლებსა და მათ დიასპორულ 5 ორგანიზაციებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 17 დეკემბრის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა სათვისტომოს წევრები, პოლიტიკური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ქართული სახელმწიფოსა ურთიერთობებს, რეგიონსა და ჩრდილოკავკასიური დიასპორების და ჩრდილოკავკასიის დასავლეთის კავშირებს, ქვეყნებში სამომავლო ხალხების ქართული და თანამშრომლობის პერსპექტივებსა და არსებულ პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრა ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, მათ შორის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ ლიდერ იბრაჰიმ იაგანოვთან. ზოგადკავკასიური და რეგიონალური პრობლემების მიმოხილვის შემდეგ სტუმრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველო ხელს შეუწყობს მათ სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში. გადწყდა, რომ კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და სამინისტროებთან, ისე ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისა და სათანადო პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით. კომიტეტმა პარლამენტში ჩერქეზული საზოგადოების - კულტურული და სამეცნიერო სფეროების მოღვაწეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ქართულ-ჩრდილოკავკასიური, კერძოდ - ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების განათლების განვითარების სფეროებში. პერსპექტივებს კულტურული მეცნიერების, თანამშრომლობის კულტურისა ფორმატში, და ისაუბრეს თბილისში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნის მხარდაჭერის თაობაზე. კომიტეტის უშუალო მონაწილეობით, 2015 წლის გაზაფხულზე (14 მარტი) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა დროის თარგმანები, გამოცემები, მათ შორისა თბილისში არსებული ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ძალისხმევით განხორციელებული პროექტები. ჩერქეზული (ადიღეული) კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება- მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე: ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობები, რომელშიც მონაწილეობდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. დიალოგი შეეხო ქართველთა აუცილებელია და ჩერქეზთა როგორც ჩრდილოკავკასიურ მრავალსაუკუნოვან ქართულ-ჩერქეზული, ურთიერთობათა, ურთიერთობას. ასევე განსაკუთრებით ითქვა, რომ საერთოდ ქართულ- კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება, სამეცნიერო წრეების დაახლოება. 6 ასევე, კომიტეტის მონაწილეობით, ჩერქეზული (ადიღეული) კულტურის ცენტრში გაიმართა ისტორიკოს ნიკო ჯავახიშვილის სამეცნიერო მონოგრაფიის „ჩერქეზულ-ქართულ ურთიერთობათა ისტორია“ პრეზენტაცია. მასში აღწერილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, რომელიც ასახავს იმ სიახლოვეს, რომელიც ტრადიციულად, უხსოვარი დროიდან დღემდე, აკავშირებდა და აკავშირებს ჩვენს ხალხებს. ჩრდილოკავკასიასიელი ხალხების წარმომადგენლებთან და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წარიმართა სხვა არაერთი შეხვედრა, რა დროსაც დაიგეგმა საინტერესო პროექტები. საანგარიშო პერიოდში არაერთხელ იქნა მოსმენილი, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ - ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები და პროექტები. ჩრდილოკავკასიასიელ ხალხებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტისა და ცენტრის მიერ დაიგეგმა და ნაწილობრივ განხორციელდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიები. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ და საგანმანათლებლო ჩრდილოკავკასიასიელ ხალხებთან გეგმაზომიერ ურთიერთობებს, უახლოეს და შორეულ პერსპექტივაში შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს ქართულ სახელმწიფოს. ამასთან, ეს კავშირები წარმართული უნდა იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი დიალოგის პროცესის დასაწყებად. კომიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს ქართული უმაღლესი სასწავლებლების კავკასიელ სტუდენტებთან. 2015 წელს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის კავკასიოლოგიური წარმატებით დაიცვეს სახელობის ინსტიტუტში საბაკალავრო თბილისის სახელმწიფო ჩრდილოეთკავკასიელმა ნაშრომები. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აპარატის წარმომადგენლები კურსდამთავრებულებსა და ესწრებოდნენ. სტუდენტებს მოგვიანებით, კომიტეტის წევრებმა ინსტიტუტის საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლეს, სადაც სამუშაო შეხვედრა შედგა. რეგიონალური უსაფრთხოება, კონფლიქტების რეგულირება 7 ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების შემდეგ შექმნილი  ვითარების შესწავლას ცალკე კომიტეტის სხდომა დაეთმო. შესაბამისი სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსმენილ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაცია. სხდომაზე დაისვა საკითხი, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა განხილვის თაობაზე, რაც ცნობად იქნა მიღებული; მოსმენილ იქნა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდის  შედეგებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო თანანმეგობრობის ფორმატით წარმოებული მოლაპარაკებების საგანგებო მნიშვნელობას. საქართველო ყოველთვის კონსტრუქციული პოზიცია აქვს, რასაც სერიოზული მოლაპარაკებების მხარდაჭერა არსებული გააჩნია საერთაშორისო ფორმატით შენარჩუნება დონეზე. ჟენევის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ მწვავე თემებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, რუსეთის ფედერაციასთან დიალოგს ვაწარმოებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით.  კომიტეტის მხრიდან არანაკლებ ყურადრება ეთმობა ე.წ. „აბაშიძე- კარასინის“ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებს და მიღწეული შედეგების განხორციელებაზე კონტროლს. მოსმენილ იქნა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საკითხებში ზურაბ აბაშიძის პრაღაში 16 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების შესახებ. ასევე მოსმენილ იქნა 2012 წლიდან დღემდე წარმოებული დიალოგებისა და გამართული შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ვინაიდან საზოგადოების ინტერესი ამ დაილოგთან დაკავშირებით დიდია და ეს საკითხი არის საკმაოდ რთული და სენსიტიური, კომიტეტმა არაერთი მოსმენა დაუთმო მას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ, ცალსახად დაუჭირა მხარი აღნიშნული ფორმატით დიალოგის გაგრძელებასა და მნიშვნელობას.  კომიტეტის საქმიანობისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა ოკუპირებულ ადმინისტრაციულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 8 სოფლებში შექმნილი მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი უწყებების საქმიანობაზე კონტროლს. ამასთან კომიტეტის სხდომებზე განხილულ იქნა რეზოლუციების პროექტები საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, განხილული იქნა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე“.  საკომიტეტო მოსმენები დაეთმო ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ინფრმაცია აფხაზეთში მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის შესახებ. წარმოდგელი იქნა თითოეული კულტურული ძეგლის ამჟამინდელი და თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა. მხარდაჭერილ იქნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვა-რესტავრაცია-კონსერვაციის გეგმა, მათი ავთენტურობის დაცვა- შენარჩუნების მიზნით. 2015 წელს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო პროექტში „მრგავლ მაგიდა თემაზე - აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დანერგვის მნიშვნელობა. გამოიკვეთა კონკრეტული შეხედულებები და წინადადებები. გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო, არასამთავრობო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების მეცნიერთანამშრომლებით დაკომპლექტდება, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აფხაზური ენის შესწავლის საქმეში. კომიტეტის სხდომაზე, ასევე, მოსმენილ იქნა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში არსებული მატერიალურ-კულტურული ძეგლების მდგომარეობის შესახებ. შესაბამის უწყებებს მიეცათ რეკომენდაციები ძეგლების დაცვის მიზნით განსახორციელებელი დეტალური გეგმის მომზადებისა და სხვა სახის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე. ცალკე საკომიტეტო სხდომები დაეთმო: აფხაზეთში მოსახლეობის დემოგრაფიულ მდგომარეობას. 9 (სხდომაზე ქართულ-აფხაზური გენოფონდის გადარჩენის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები); ეთნიკურად ოსი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს (განხილულ იქნა ეთნიკური ოსების მოქალაქეობის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტიტუციისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხები). კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ სამუშაო ვერსია. დოკუმენტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.  ცალკე საკომიტეტო მოსმენა დაეთმო უახლოეს პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეგიონის (კავკასიის) უსაფრთხოების საკითხებს და პანკისის მხარეში არსებული პრობლემებს. კერძოდ, ხეობის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციას. სხდომაზე დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები. ზემოაღნიშნულ საკითხებზე გამართულ კომიტეტის სხდომებში მონაწილეობდნენ შესაბამისი სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებების, აფხაზეთის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. კომიტეტის სხდომებზე მოსმენილ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კონფლიქტების მოგვარების ახლებური ხედვა და სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. საკომიტეტო მოსმენებზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.  კომიტეტის არაერთი სხდომა და შეხვედრა დაეთმო ქართულ-თურქულ და ქართულ-ირანულ ურთიერთობებს, თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორისა და ფერეიდნელი ქართველობის პრობლემატიკას, ქართულ-თურქული ისტორიული ძეგლების შენარჩუნება-დაცვას. გადაწყდა, საპარლამენტო საქმიანობისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს კულტურულ-სამეცნიერო, საგანმანათლებლო-სპორტულ, საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას. საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, ყურადღება გამახვილდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, როგორც 10 ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების, ისე რეგიონალური პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში. გამოითქვა მზადყოფნა კულტურულრელიგიური დიალოგის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელების თაობაზე. შეხვედრებსა თუ სხდომებზე კომიტეტის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია სრულად იქნას გამოყენებული თურქეთის, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერი სახელმწიფოს როლი, რომელთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ფორმატში. რაც შეეხება ირანთან მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს, კომიტეტის წევრები თანხმდებიან, რომ ამ ურთიერთობებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს რეგიონში. მითუმეტეს, რომ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის ბოლოდროინდელი დათმობა, ირანისათვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივი მოხსნა, რეგიონში კიდევ უფრო გაზრდის ირანის ისლამური რესპუბლიკის როლს. ამ კონტექსტში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება საქართველო-ირანის მრავალმხრივი ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო, ტურიზმის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ უკვე მრავალი წელია ირანი საქართველოს საიმედო და თანამიმდევრული პარტნიორია, რომელიც განუხრელად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თანამედროვე მიგრაციული პროცესები, მათი მართვა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობა დაეთმო მიგრაციული პროცესების შესწავლას. აქტიურად ვთანამშრომლობდით ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო თუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დაწესებულებებთან. ამ კუთხით ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ აქტივობებზე:  კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში თემაზე: ”მიგრაცია და განვითარება”. სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია მიგრაციის მონაცემთა მართვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომიტეტის უშუალო მხარდაჭერით შექმნილ დიასპორის ვებ პორტალის www.tanamemamule.ge. უნივერსალურ ხასიათსა და ფუქციას. კერძოდ, პორტალის ძირითადი დანიშნულება/მიზანი ქართულ სახელმწიფოსა და მის დიასპორებს შორის 11 კომუნიკაცია-თანამშრომლობის ხელშეწყობა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდებაა. ამავე დროს პორტალის წარმატებით ფუნქციონირებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მიგრაციული პროცესების მართვაში. კომიტეტმა  საანგარიშო პერიოდში აქტიური მონაწილეობა მიიღო „კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამა (TRQN III)“-ში მუშაობასა და მისი ხელმძღვანელი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრაში. პროექტს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მაღალკვალიფიციური ქართველი მიგრანტების სამშობლოში დროებით, 3 თვით, დაბრუნებას და მათ დასაქმებას სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში. პროექტის მოკლევადიანი მიზანია საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და სოციალური კავშირების გამოყენება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა, სრული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში. პროგრამა (TRQN III) 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდება. ამ მიმართულებით, მომავალშიც ვაპირებთ მუშაობის გააქტიურებას, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ისე დარგობრივ სამინისტროებთან და დაწესებულებებთან. საკანონმდებლო საქმიანობა საანგარიშო პერიოდში დასკვნა მომზადებულ იქნა არაერთ კანონპროექტზე, დადგენილების პროექტსა და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომელთა შორის საყურადღებოა:  საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო ენის შესახებ“, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სატატუსის, აფხაზეთში აგრეთვე, აფხაზური ენის სტატუსის უზრუნველყოფას, მისი ფუნქციონირების, დაცვისა და გამოყენების მექანიზმების სრულყოფას. ასევე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის, აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსის 12 განმტკიცებას და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის გამოყენებას, დაცვას, განვითარებას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. საქართველოს  პროექტები: მთავრობის „უცხოელთა და მიერ წარმოდგენილი მოქალაქეობის არმქონე საქართველოს პირთა კანონის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ახალი რეგულაციის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა უცხოელთა განსაზღვრული კატეგორია. მათ ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმა პირობების და დაუკმაყოფილებლობის საქართველოდან გაძევება გამო ემუქრებოდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქმა მიჩნეული კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივება. ასევე, აუცილებელი იყო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისთვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილისათვის შეღავათიანი პირობების დადგენა.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „შრომითი მიგრაციის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამოქალაქო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობამ და მათი შექმნის საჭიროებამ, ასევე ქართული სახელმწიფოს მიერ აღებულმა ვალდებულებებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით.  საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „აგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ . კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია როგორც საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობის გაფართოებამ, ასევე -საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული გარკვეული რეგულაციების არა საკანონმდებლო დონეზე, არამედ 13 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრის აუცილებლობამ და მიზანშეწონილობამ;  საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.  კომიტეტის მიერ დასკვნის პროექტები ასევე მომზადებული იქნა საბიუჯეტო კოდექსითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მთავრობის მიერ წარმოდგენილ შემდეგ აქტებზე: „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში“; საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“; "2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ"; დოკუმენტი “ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ"; „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კომიტეტის მიერ ყველა განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ასახულ იქნა კომიტეტის დასკვნის პროექტებში. საერთაშორისო ხელშეკრულებები, პარლამენტის დადგენილებების პროექტები და სხვა საკითხები საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სხდომებზე განხილული იქნა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება და პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლებზეც გაიცა რეკომენდაციები და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. კომიტეტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, ვინაიდან იგი დაფუძნებულია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს 14 შორის ისტორიულ კავშირებსა და საერთო ღირებულებებზე. მისი რატიფიცირებით დადასტურდა საქართველოს ისტორიული არჩევანი - დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში. აღნიშნულიდან ხელმოწერის დღიდან, გამომდინარე, ევროკავშირთან კომიტეტი აქტიურად ასოცირების მუშაობს შეთანხმების საკანონმდებლო და რეგულაციური გარემოს ჰარმონიზაციის კუთხით. კომიტეტის შემადგენლობისა სხდომებზე და განხილულ განახლებული იქნა სამთავრობო საქართველოს მთავრობის პროგრამისათვის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ნდობის გამოცხადების საკითხი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და მხარი დაუჭირა განახლებულ სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“. მხარდაჭერილ იქნა დოკუმენტებით გათვალისწინებული შემდეგი პროგრამული მიმართულებები: საგარეო-პოლიტიკური კურსი და ურთიერთობები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ნატოსთან უპრეცედენტო დაახლოება, რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობის განმტკიცება, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება-გაფართოება, კონფლიქტების მოგვარება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნა, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ნდობის აღდგენის მექანიზმებზე მუშაობა. საერთაშორისო თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების, სამეცნიერო, შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან. სამუშაო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებზე მიღებული და დარგის იქნა შესაბამისი ერთად, საქართველოს გადაწყვეტილებები, დაისახა საინტერესო სამომავლო გეგმები. მათ შორის საყურადღებოა:  კომიტეტმა, სხვა დარგობრივ კომიტეტებთან პარლამენტში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფედერიკა ფავის უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო საქართველოსა და იტალიას 15 შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები. ამავე დროს, ქალბატონმა ფედერიკა ფავიმ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, ევროპის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებზე ისაუბრა, როგორებიცაა უმუშევრობა, მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკური წინსვლა, რელიგიის თავისუფლება, ქალთა უფლებების დაცვა და სხვა, რომელთა გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობს ევროპის კავშირი. შეხვედრაზე ყურადრება გამახვილდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში იტალიის აქტიურ მხარდაჭერაზე, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე გამოხატა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი ქვეყნისადმი თანადგომა.  დელეგაცია კომიტეტის წევრების მონაწილეობით საქართველოს საპარლამენტო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები ისპაჰანის პროვინციას ეწვივნენ და ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრები გამართეს, სადაც საქართველოსა და ირანს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კავკასიის რეგიონში.  კომიტეტმა „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)“ საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვა–სტოიკოვას და მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. განხილულ იქნა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ამოაცანები და საქმიანობა, მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მისია კვლავ გააგრძელებს დიასპორის ვებპორტალის თანადგომას და იზრუნებს მისი განვითარებაზე. პროექტი ითვალისწინებს სოციალური ქსელის იმ სეგმენტის სრულყოფას, რომელიც, თავის მხრივ, დიასპორასთან ინტენსიური კონტაქტისა და ინფორმაციების გაცვლის საშუალებას იძლევა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციული პროცესები, მათი შინაარსი და რეგულირების მექანიზმები. აღინიშნა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 20% ქვეყნიდან არის გასული, მათი ძირითადი ნაწილი ვერ ახერხებს ძლიერ დიასპორებად ჩამოყალიბებას. კომიტეტის წევრებმა ორგანზაციას ამ კუთხით დახმარება და შესაბამისი პროექტების მხარდაჭერა სთხოვა, რაზეც მიღებული იქნა წინასწარი თანხმობა.  კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრა პროექტ „პოლიტიკური დებატების" ფარგლებში გაიმართა. პროექტი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ორგანიზებით 16 ხორციელდება და ახალგაზრდებში პოლიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.  კომიტეტის უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში გაეროს მოდელირებული კონფერენცია გაიმართა. მოდელირებულ კონფერენციაზე გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატებმა ლტოლვილთა საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს. კონფერენციაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.  საქართველოსა კულტურული და და ჩრდილოკავკასიელ ჰუმანიტარული ხალხებს თანამშრომლობა, შორის სამომავლო ქართულ-კავკასიური ურთიერთობები, ქართული და ჩრდილოკავკასიური დიასპორების კავშირები, მათი თანამშრომლობის პერსპექტივები და არსებული პრობლემები, უკვე განხორციელებული ღონისძიებები, ასევე სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები, იყო სამუშაო შეხვედრების მთავარი თემა, რომლებიც, საანგარიშო პერიოდში არაერთხელ გაიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს, ჩრდილოკავკასიელი ხალხთა წარმომადგენლებსა და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრს შორის. შეხვედრები ქართველთა და ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას ეხებოდა. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ აუცილებელი იყო, საერთოდ, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობათა, განსაკუთრებით, კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება, სამეცნიერო წრეების დაახლოება. ფართო სპექტრის კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. შეხვედრებზე განიხილეს კავკასიის რეგიონის სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების ხელშეწყობის საკითხები. ამ შეხვედრებში ხშირად მონაწილეობდნენ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ლიდერები და საზოგადო მოღვაწეები: ისა კოძოევი (ინგუში მწერალი და საზოგადო მოღვაწე), იბრაჰიმ იაგანოვი (ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადო მოღვაწე, მოძრაობა „ხასეს“ ლიდერი, მარკო ხაფეზოვი (დაღესტნელი საზოგადო მოღვაწე, ქართულხუნძური ასოციაციის ხელმძღვანელი) და სხვები.  არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ პროფესორ ცირა ბარამიძესა და სხვა მეცნიერ-თანამრომლებთან. კომიტეტს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. მსჯელობა წარიმართა კავკასიის რეგიონის სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების ხელშეწყობის საკითხებზე. განხილულ იქნა საქართველოში მეცნიერების დარგის „კავკასიოლოგიის“ განვითარების კონცეფცია. 17 მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრები აგრეთვე გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის კავკასიელ სტუდენტებთანაც. შეხვედრაზე ქართველ და კავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და სხვა სფეროებში არსებული კავშირების გამყარებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კავკასიის რეგიონის სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების ხელშეწყობასა და არსებული პრობლემების მნიშვნელობაზე. დიასპორისა  საქართველოში სივრცეში. და მცხოვრები კომიტეტმა კავკასიის ეროვნული უმასპინძლა საკითხთა კომიტეტი უმცირესობების სომეხთა მხარს ინტეგრირებას უჭერს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნის“ წარმომადგენლებს და ახალგაზრდული პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამთქვა. შეხვედრაზე კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებაც იმსჯელეს. კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტს რამდენიმე ინიციატივა გააცნეს. მათ შორის, ღონისძიებები, რომლებიც უცხოეთში ქართული და სომხური დიასპორების დაახლოებას და მჭიდრო კავშირის დამყარებას შეუწყობს ხელს.  ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების პრობლემური საკითხები და მათთან ურთიერთობის სამომავლო გეგმები, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა იყო საუბრის თემა შეხვედრაზე, რომელიც კომიტეტში შედგა ბატონ დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან. შეხვედრაზე დიასპორაში აღინიშნა, მყოფი რომ საქართველოს ქართველებისთვის ქართული პოპულარიზაცია, ენისა და ემიგრაციაში, თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ხელშეწყობა არის ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მხარეები სამომავლოდ ურთიერთობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.  საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა არაერთი ბრიფინგი, სადაც წარადგინა კონკრეტული ანგარიში კომიტეტისა და მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე. 18 აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან თანამშრომლობა ხელს უწყობს კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. განცხადებები და წერილები კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქმისწარმოებას, იხილავს მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, უწევს მათ შესაბამის დახმარებას და ახდენს სათანადო რეაგირებას. აღნიშნული საქმიანობისას კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. კომიტეტი სწავლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსულ დოკუმენტაციას. ასევე აგზავნის მიმართვებსა და წერილებს სათანადო ინფორმაციების მისაღებად, შუამდგომლობებს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 300-მდე განცხადება და შუამდგომლობა. ყველა მათგანი იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი რეაგირება. აპარატის თანამშრომლები საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, კავკასიელ ხალხებთან აწარმოებენ ელექტრონულ მიმოწერას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარეობდა მუშაობა კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. კომიტეტი მომავალშიც გეგმავს ქართულ სათვისტომოებთან, დიასპორებთან, სამეცნიერო წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათ დიასპორებთან, კავკასიისა და მიგრაციულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ინტენსიურ თანამშრომლობას. 19