საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2014 წლის 1 სექტემბრიდან - 2015 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2015-09-18
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
N 10470
11/09/2015
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად
გიგზავნით
საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2014
წლის 1 სექტემბერიდან - 2015 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის
ანგარიშს.
დანართი: 23 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
δOo55,06o
bo」
―
b)力 hln330mb
めhCD03600
6̲Ob 3o輸で 05oob Ⅲ 05o6り でoも ■ oOob mJoOゃ 。6
●
N185 1b
18.09.2015 $gq,o
ν
Bb」 Oo066ob Ⅲ 05o匈智 bb900カ o
じ
o50ob 2∝ 5胸
め 603躍 Ob`
し
●
Jo6o3び ●Ob 3y秋 マЮ05oob
"錮 605智 Ю050ob 52 0 00b90b 00し。b"。いで,06o6o9oJ5o
Oo嘲 も
ぉo"b"δ ゛o欧 ル060b
りでoし o」 03090b お えP錮 050ob b 6000悧 6o し
Ю
30000000し 00Ⅲ 2014秋 3)bも 0」 000陥 N52015o(oし l ljoJOoO昴 Юqら 郷
"ヽ
56● 6oOo Oヽ 10470,11092015)
∂
りOo oし ヽ
V
し
司ynの 30響 Ob 3δ 欧マ錮0%oし
の 3転 Q■ 6o
0・
Q。
300Jり 9。 お0響 。
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ანგარიში
2015
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2014 წლის 1 სექტემბრიდან-2015 წლის 1
სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში
I. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ----------------------------------------- 3
II.
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა------------------------ 15
1.
კომიტეტის სამანდატო საქმიანობა ----------------------------------------
2.
ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვა ------------------------------ 16
3.
ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის
მდგომარეობის შესწავლა ------------------------------------------------------ 17
4.
არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი
განცხადებების შესწავლა------------------------------------------------------18
5.
ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შესწავლა------------ 18
6.
საკანონმდებლო წინადადებების განხილვა ---------------------------------19
7.
სხვადასხვა საკითხზე მუშაობა------------------------------------------------21
8.
პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების
კონტროლი-------------------------------------------------------------------- 22
15
2
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. თითოეული
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის
სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებები და ინფორმაციები
ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის.
საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის 32 სხდომა და
გაფორმდა სათანადო ოქმები. კომიტეტმა
1 კანონპროექტზე, პარლამენტის
რეგლამენტის 5 პროექტსა და კანონპროექტთა 1 პაკეტზე იმუშავა როგორც
წამყვანმა კომიტეტმა, აქედან რეგლამენტის 1 პროექტი კომიტეტის
ინიციატივით იყო წარდგენილი, ხოლო რეგლამენტის 1 პროექტი - კომიტეტის
თავმჯდომარის ინიციატივით. კომიტეტმა დასკვნები სამივე მოსმენისათვის
წარადგინა პარლამენტის რეგლამენტის 3 პროექტზე. 1 კანონპროექტთა პაკეტი
განიხილა პირველი მოსმენით, რეგლამენტის 1 პროექტი- პირველი და მეორე
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები, ხოლო 1 კანონპროექტზე, 1
კანონპროექტთა
პაკეტზე და რეგლამენტის 1 პროექტზე
ამჟამად
მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, პარლამენტის დადგენილების 8
პროექტზე იყო წამყვანი და წარადგინა შესაბამისი დასკვნები და პარლამენტის
დადგენილების პროექტები.
კომიტეტის მიერ წარდგენილ იქნა
სავალდებულო დასკვნა 6
კანონპროექტთა პაკეტზე და 3 კანონპროექტზე, ხოლო 2 კანონპროექტთა
პაკეტზე მიმდინარეობს მუშაობა სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტმა მოამზადა და წარადგინა
პარლამენტის დადგენილების 8 პროექტი.
მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე კომიტეტში სხვადასხვა საკითხებზე
სულ შემოვიდა 774, ხოლო
გაიგზავნა 340 კორესპოდენცია. კომიტეტს
დღევანდელი მონაცემებით პასუხგაუცემელი წერილი არ აქვს.
I.
კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ძირითადად მუშაობდა და აგრძელებს
მუშაობას
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
დახვეწის
მიმართულებით. ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
განხორციელებული თითოეული
ცვლილება კომიტეტის სხდომებზე
გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით დაიხვეწა და მათზე
მომზადდა კომიტეტის შესაბამისი დასკვნები.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტისა და კომიტეტის თავმჯდომარის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ შემდეგი
პროექტები:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. რეგლამენტის ეს
3
პროექტი წარდგენილ იქნა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ამ
ცვლილების მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის
სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზებისა და პლენარული სხდომის
არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დადგენილი მარეგულირებელი
ნორმების დახვეწა და მკაფიოდ ჩამოყალიბება. კერძოდ, საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისი მუხლიდან, რომელიც შეიცავს
პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო მიზეზების
ჩამონათვალს, ხდება ტერმინის ,,ოჯახური მდგომარეობის გამო“ სხდომის
გაცდენის ამოღება, რადგან აღნიშნული ტერმინი ფართო ცნებაა და ვერ
ხერხდება ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ითვლება კონკრეტულად ოჯახურ
მდგომარეობაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრების მიერ
საპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების უდიდესი ნაწილი სწორედ
,,ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენილი სხდომებია.
კომიტეტმა
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
წარუდგინა
პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო პროცედურების დასაწყებად და
შემდეგ, როგორც წამყვანმა, გააგრძელა მუშაობა ამ პროექტზე, რეგლამენტის ეს
პროექტი კომიტეტის მიერ განხილულ იქნა პირველი და მეორე მოსმენით და
შესაბამისი დასკვნები გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტის
რეგლამენტის ეს პროექტი წარდგენილი იყო კომიტეტის თავმჯდომარის
გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა
საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის წესის განსაზღვრას 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებულ საქართველოს
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. კერძოდ,
საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება მოხდებოდა არა
კანონით, როგორც ეს იყო განსაზღვრული პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი
რედაქციით, არამედ პარლამენტის დადგენილებით.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული
პროექტი კომიტეტის სხდომაზე განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა
შესაბამისი დასკვნები. პროექტი მიღებულია სამივე მოსმენით პარლამენტის
მიერ.
გარდა პარლამენტის რეგლამენტის პროექტებისა კომიტეტმა, როგორც
წამყვანმა, განიხილა პარლამენტის დადგენილებების შემდეგი პროექტები:
1.
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინიციატივით
იქნა წარდგენილი და მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის
კომიტეტების შემადგენლობის ახლიდან განსაზღვრას. იმის გამო, რომ
საპარლამენტო ფრაქციებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გავლენა
მოახდინა კომიტეტებში ფრაქციათა და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ
4
არიან
გაერთიანებული
არც
ერთ
ფრაქციაში
პროპორციულ
წარმომადგენლობაზე,
აუცილებელი გახდა პარლამენტის
კომიტეტების
წევრთა რაოდენობის გაზრდა. პარლამენტის დადგენილების ზემოაღნიშნული
პროექტი განხილულ იქნა კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის დასკვნა
წარედგინა პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული დადგენილება მიღებულია
პარლამენტის მიერ.
2.
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, საანგარიშო პერიოდში განიხილა
კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინიციატივით წინა პერიოდში
წარდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების 7 პროექტი:
- ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის
დადგენის შესახებ“;
- ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის
დადგენის შესახებ“;
- ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და
ზუსტი გამოსახულების დადგენის შესახებ“
- ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის
დადგენის შესახებ“;
- ,,სახელმწიფო გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების
დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესის დადგენის
შესახებ“;
- ,,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ“;
- ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმანობაში საქართველოს
სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ“.
საქართველოს
პარლამენტის
ამ
დადგენილებების
პროექტების
შემუშავება გამოწვეული იყო იმით, რომ „საქართველოს სახელმწიფო გერბის
შესახებ“
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს
სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით
განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების მიღება,
რისთვისაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელდა
ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის რეგლამენტის 1801-ე და 1802-ე
მუხლების
თანახმად
პარლამენტი
დადგენილებით
განსაზღვრავს:
საქართველოს სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო გერბის
შენახვის ადგილს, საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტულ ზომებსა
და ზუსტ გამოსახულებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების
წესსა და პირობებს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური
შესრულების წესს, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გასაცემი ოფიციალური
დოკუმენტების ნუსხას, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბის
სრული სახით გამოყენება სავალდებულოა და სხვა საკითხებს.
ამ დადგენილებებზე მუშაობის დროს მოეწყო რამდენიმე სამუშაო
შეხვედრა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო
5
საბჭოს წარმომადგენლებთან, შეჯერდა მოსაზრებები და წინადადებები.
დადგენილების პროექტების კომიტეტის სხდომაზე განხილვისა და სათანადო
დასკვნების წარდგენის შემდეგ შვიდივე დადგენილების პროექტი მიღებულ
იქნა პარლამენტის მიერ.
კომიტეტი როგორც წამყვანი მუშაობდა აგრეთვე საქართველოს
პარლამენტის წევრებისა და საქართველოს მთავრობის შემდეგ ინიციატივებზე:
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პროექტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და მიზნად ისახავდა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის
,,იურიდიული დახმარების
შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში
მოყვანას. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტს ემატებოდა მუხლი, რითაც
განისაზღვრებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ
საქართველოს პარლამენტისათვის ამავე სამსახურის საქმიანობის შესახებ
ანგარიშის წარდგენის პროცედურა.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი გადამუშავდა კომიტეტში და
დაიხვეწა. კერძოდ, ინიციატორთან შეთანხმებით მიეთითა რეგლამენტის 238-ე
მუხლის იმ პუნქტებზე, რომლის გამოყენება მოხდება იურიდიული
დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას. ასევე მიეთითა
იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულობის შესახებ.
დაიხვეწა
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისათვის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის პროცედურა.
გარდა ამისა, კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა პროექტს
დამატებოდა
საქართველოს
პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის
განხილვის კონკრეტული პროცედურები. კერძოდ, თუ ვის წარედგინება
წერილობითი ინფორმაცია ან/და წარდგინება, როგორ განისაზღვრება საკითხის
განმხილველი კომიტეტი, როგორ, რა ვადებში და რომელი სუბიექტის მიერ
ხდება საკითხის განხილვა, ანგარიშის განხილვის შემდეგ ვის აქვს
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისთვის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საკითხის დასმის უფლება, როგორ ხდება
გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისას, ინიციატორთან შეთანხმებით, წარმოდგენილი იქნა მოცემული
საკითხების მარეგულირებელი ნორმები.
კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული პროექტი განიხილა
სამი მოსმენით და წარადგინა სათანადო დასკვნები. პროექტი მიღებულია
სამივე მოსმენით პარლამენტის მიერ.
2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის
წევრების ერეკლე ტრიპოლსკისა და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო
წესით იყო წარმოდგენილი.
ამ ცვლილების მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის
6
შესაბამის ორგანოებში კვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობის
უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსში მონაწილეთა
სავალდებულო ტესტირებამ მოხელეების სამსახურში აყვანისა და დასაკავებელ
თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხის მოწესრიგებაზე
დადებითი გავლენა იქონია, ინიციატორები მიიჩნევდნენ, რომ საჭირო იყო ამ
ნორმის
მოქმედების
ვადის
გაგრძელება,
კერძოდ,
კანონპროექტი
ითვალისწინებდა საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344
მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანას და ადგილობრივი
თვითმმართველობის მოხელეების კონკურსის ჩატარების დროებითი წესის
მოქმედების ვადის 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდით განსაზღვრას.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნული პროექტი განიხილა სამი
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. კანონპროექტი მიღებულია
სამივე მოსმენით პარლამენტის მიერ.
3.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”,
რომელიც პარლამენტის წევრების ვახტანგ ხმალაძისა და თამარ კორძაიას
საკანონმდებლო ინიციატივით იყო წარმოდგენილი.
პარლამენტის რეგლამენტის ზემოაღნიშნული პროექტის მიზანი იყო
,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტში უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
თანამდებობაზე
დანიშვნის,
თანამდებობიდან
გადაყენების, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და სამსახურის
უფროსის
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებულების
საკითხების
დამარეგულირებელი ნორმების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ასახვა.
კომიტეტმა
განიხილა
აღნიშნული
პროექტი,
წარმოადგინა
არგუმენტირებული შენიშვნები და მოსაზრებები, კერძოდ, უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის მიერ
დადგენილების მიღების აუცილებლობის შესახებ, სამსახურის უფროსის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმზე და სხვა. კომიტეტის
მოსაზრებების უმრავლესობა გაიზიარეს ინიციატორებმა და მოხდა მათი
ასახვა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში. კომიტეტმა რეგლამენტის ეს
პროექტი განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები.
პროექტი მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
4.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“,
რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით იქნა წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცდა ,,საჯარო სამსახურის კონცეფცია,“ რომლის შემუშავებაშიც
მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო
ორგანიზაციები და ექსპერტები.
კონცეფციის შემუშავების პროცესში
გამოიკვეთა საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი
აქტების ნაკლოვანებები, როგორიც არის მაგალითად ურთიერთგამომრიცხავი
დებულებების არსებობა და კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების
7
მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტების და ნორმების არარსებობა, კანონის
გამოყენების ბუნდოვანი და ორაზროვანი პრაქტიკა იმ საკითხებთან
მიმართებაში, რომლებიც საჭიროებენ უნიფიცირებულ მიდგომას საჯარო
სამსახურის
სისტემის
ეფექტური
ფუნქციონირების
მიზნით.
ზემოაღნიშნული
კონცეფციის
საფუძველზე
საკანონმდებლო
ნაკლოვანებების, ახალი სამართლებრივი მიდგომების და ქვეყნის
პრიორიტეტების გათვალისწინებით შემუშავდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
ახალი კანონის პროექტი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ორგანიზებით მიმდინარე წლის 15 ივნისს მოეწყო სამუშაო შეხვედრა
კანონპროექტის ინიციატორების, ყველა დაინტერესებული პირების, მათ
შორის პარლამენტის წევრების მონაწილეობით. ინიციატორების მხრიდან
წარმოდგენილ იქნა ყველა ის სიახლე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო
სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას,
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეფექტიანი მმართველობის
განხორციელების პროცესის წარმატებას, საჯარო სამსახურის სისტემის
გამჭვირვალეობას, ასევე პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის
ჩამოყალიბებას,
უზრუნველყოფს
პროფესიონალიზმის
წახალისებას,
ხელშეწყობასა და დაფასებას.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია. პარლამენტის წევრებისა და დამსწრე
სუბიექტების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები და შენიშვნები
კანონპროექტის დახვეწის საჭიროების კუთხით.
,,საჯარო
სამსახურის
შესახებ“
კანონპროექტი
თანმდევ
კანონპროექტებთან ერთად წარმოდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით და წამყვან კომიტეტად კანონპროექტთა
პაკეტზე განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.
კომიტეტმა ინტენსიურად იმუშავა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონპროექტზე და კომიტეტის სხდომაზე განხილვისას წარმოადგინა
არგუმენტირებული შენიშვნები და მოსაზრებები.
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტი საანგარიშო პერიოდში
პირველი მოსმენით იქნა განხილული.
კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა
წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. კანონპროექტთა აღნიშნული პაკეტი
მიღებულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით.
5.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტის
წევრის ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი და მიზნად ისახავდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე
2016 წლის 1 იანვრამდე პრემიების გაცემის შეზღუდვის გზით
გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრების სხვა მიზნით გამოყენებას,
აღსანიშნავია, რომ პრემიების მიღების უფლების შეზღუდვა შეეხებოდა 25
მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა ამ კანონპროექტზე,
მიმდინარეობდა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაზიარება და კანონპროექტი
მომზადებულია კომიტეტის სხდომაზე განსახილველად.
8
კომიტეტმა
პროექტზე:
იმუშავა
აგრეთვე
პარლამენტის
რეგლამენტის
შემდეგ
6. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. ეს პროექტი
წარმოდგენილი იყო
საქართველოს პარლამენტის წევრების ჩიორა
თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ამ
კანონპროექტის მიზანია, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
მიზანშეწონილობის
საკითხს,
ფრაქციებს,
უმრავლესობას, უმცირესობას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს,
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
შექმნის
შესახებ
პარლამენტის
დადგენილების ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა ქონდეთ
განმეორებით წარადგინონ კომისიის წევრთა კანდიდატურები საგამოძიებო
კომისიის შექმნისათვის საჭირო სხვა პროცედურების ხელახლა დაწყების
გარეშე.
7.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,”
რომელიც წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის ,,პატიმრობის კოდექსთან“ შესაბამისობაში
მოყვანას. აღსანიშნავია, რომ
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა
კანონპროექტთა პაკეტი ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით იყო წარმოდგენილი.
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები იწვევდა
სათანადო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის მუხლებში. იმის გამო, რომ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 143-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიცირების
უფლება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია, ხოლო საკანონმდებლო პაკეტი
წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ, რეგლამენტის პროექტი
ვერ იქნებოდა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მოსაზრებებისა და
შენიშვნების გაზიარება პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მზადაა
კომიტეტის სხდომაზე განსახილველად.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი სავალდებულო დასკვნების მომზადების
მიზნით მუშაობდა შემდეგ ინიციატივებზე:
1.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 66 თანმდევ კანონპროექტთან ერთად,
რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ პაკეტის მიღების მიზანი იყო
საქართველოს კანონში ,,სამოქალაქო კოდექსში და თანმდევ კანონებში
ქმედითუუნარობის
ამსახველი
ნორმები
შესაბამისობაში
მოსულიყო
9
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ასევე
გაეროს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“
მოთხოვნებთან, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 2013 წლის
26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს.
კომიტეტის მიერ წარდგენილ იქნა არგუმენტირებული შენიშვნები
რამდენიმე კანონპროექტზე, მათ შორის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან
მიმართებაში მხარდაჭერის მიმღები პირის საჯარო სამსახურში დასაქმების
შესაძლებლობის დაშვებასთან დაკავშირებით და
,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის
პროექტში
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საფუძლად სასამართლოს მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად აღიარების
მითითების მიზანშეწონილობის თაობაზე.
2. საქართველოს კანონის პროექტი ,,ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ თანმდევ 13
კანონპროექტსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან
ერთად, რომელიც პარლამენტის წევრების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ
ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
,,ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს
ეროვნულ ბანკთან იქმნება საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის
სააგენტო, რომელიც თავისი საქმიანობისას არ დაექვემდებარება არცერთ სხვა
ორგანოს და თანამდებობის პირს, თუმცა იქნება ეროვნული ბანკის ერთიანი
ცენტრალიზებული სისტემის ნაწილი. მისი ძირითადი ფუნქცია იქნება:
საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალეობის
ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით
სააგენტო ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ
და
ეფექტიან
ფუნქციონირებას,
სისტემური
რისკის
კონტროლს,
კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, პოტენციური რისკების
შემცირებას.
კომიტეტმა
იმუშავა
ზემოაღნიშნულ
პაკეტზე
და
წარადგინა
არგუმენტირებული შენიშვნები და მოსაზრებები პაკეტის ცალკეულ
კანონპროექტზე.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შენიშვნები და
მოსაზრებები
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტთან
დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უმაღლესი ორგანოს-საბჭოს
წევრების საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევის წესის ,,საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონთან შეუსაბამისობის თაობაზე,
სააგენტოს ზოგიერთი წევრის 7 წელზე ნაკლები ვადით არჩევის
უფლებამოსილების
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტში
გაუთვალისწინებლობის შესახებ, ასევე, პარლამენტის სუბიექტებისათვის
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკეული წევრების
არჩევის
უფლებამოსილების მინიჭების და მათი არჩევის პროცედურების დახვეწის
თაობაზე და სხვა.
10
კომიტეტის დასკვნა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ცალკეული შენიშვნები
და მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა ინიციატორების მიერ.
3.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და საქართველოს რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს პროექტები
წარმოდგენილ
იქნა
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
დავით
ონოფრიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით.
აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო “ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება
საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის
განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შერჩევის საკითხის დაზუსტება.
მოქმედი რედაქციის თანახმად საქართველოს პარლამენტს შესაბამისი
კომიტეტი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენდა მსოფლიოს ოთხ ყველაზე
მსხვილ აუდიტორულ ფირმას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან
ტენდერის, ან კონკურსის საფუძველზე აირჩევდა ერთს. მოქმედ ნორმაში არ
იყო დათქმა კონკრეტული თარიღის შესახებ, თუ რა ვადაში უნდა შეერჩია
პარლამენტს წარმოდგენილი ოთხი აუდიტორული ფირმიდან ერთი.
წარმოდგენილი
ცვლილებით
კონკრეტდებოდა,
რომ
საქართველოს
პარლამენტი აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმას ირჩევს არა
უგვიანეს 20 ნოემბრისა. აქედან გამომდინარე, ანალოგიური ცვლილება
შედიოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც და ზუსტდებოდა
ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად
მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიის შერჩევის
პროცედურა, რომლის შერჩევის პროცესიც უნდა დასრულებულიყო
არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.
4.
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ეს პროექტებიც
საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილებების
დაზუსტება,
რის
საფუძველზეც
საქართველოს
პარლამენტის
გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მსგავსად, განახორციელებდა სამსახურის ფინანსურ აუდიტს, ნაცვლად
საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის,
აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების
შემოწმებისა. აქედან გამომდინარე, ცვლილება შედის საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-6 პუნქტში, რომლის მიხედვით
იცვლებოდა ყოველწლიურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის
შემმოწმებელი დროებითი კომისიის შექმნის ვადა და იგი 1 დეკემბრის
11
ნაცვლად, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნება არაუგვიანეს 1 მარტისა.
აღიშნული ცვლილება შეამცირებდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შემოწმების პერიოდს, რადგან წარმოდგენილ ვადაში აუდიტის სამსახურის
გასული წლის საქმიანობა, მათ შორის ფინანსური ნაწილი უკვე სრულად
იქნებოდა დასრულებული და გასული წლების მსგავსად, კომისიას აღარ
დასჭირდებოდა ზოგიერთი დოკუმენტის ლოდინი კანონმდებლობით
დადგენილი ვადების გაუსვლელობის გამო, რაც იწვევდა საპარლამენტო
კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას და შესაბამისი პროცესის
გაჭიანურებას.
პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ წარმოდგენილი
ორივე პაკეტი კომიტეტის მიერ განხილულ იქნა კომიტეტის სხდომაზე,
კომიტეტის მიერ წარმოდგენილ იქნა არგუმენტირებული შენიშვნები,
რომლებიც გაიზიარა ინიციატორმა, ორივე შემთხვევაში კომიტეტის დასკვნა
შენიშვნებითა და მოსაზრებებით გაეგზავნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
5. საქართველოს კანონის პროექტი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტის
წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი.
აღნიშნული
ცვლილების
აუცილებლობა
გამოიწვია
ადგილობრივი
თვითმმართველობის
მოსამსახურეთა
ვაკანტურ
თანამდებობებზე კონკურსის მოსამზადებლად საჭირო არასაკმარისმა დრომ და
კონკურსანტთა დიდმა რაოდენობამ.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ესაჭიროებოდათ
გარკვეული დრო იმისათვის, რათა დაესრულებინათ შიდა სტრუქტურის
ჩამოყალიბება და ყველა თანამდებობაზე დაემტკიცებინათ საკვალიფიკაციო
მოთხოვნები. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 15 ივნისის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების
საფუძველზე ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საჭირო გახდა გამგებლის/მერის
არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, გარდა ამისა, არჩევნების შედეგად
ფუნქციონირება დაიწყო 14 ახალმა მუნიციპალიტეტმა, რომლებსაც
საქმიანობის შიდა სამართლებრივი ბაზა არ გააჩნდათ, მათ ესაჭიროებოდათ
გარკვეული დრო საკრებულოს აპარატისა და გამგეობის/მერიის სტრუქტურის
განსაზღვრისა და შესაბამისი თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო
მოთხოვნების დაწესებისათვის.
იმის
გამო,
რომ
შესაძლებელი
იყო
ახლად
შექმნილ
მუნიციპალიტეტებში, ან სადაც არჩევნების მეორე ტური იყო დანიშნული, 2014
წლის 31 ოქტომბრამდე ვერ დასრულებულიყო კონკურსები, რაც ასევე
ავტომატურად გამოიწვევდა ყველა არსებული მოვალეობის შემსრულებლის
უფლებამოსილების შეწყვეტას და ხელს შეუშლიდა ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების გამართულ საქმიანობას, ადგილობრივი
თვითმმართველობის
მოსამსახურეთა
კონკურსის
წესით
შესავსებ
თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების საბოლოო ვადად ნაცვლად 2014
წლის 31 ოქტომბრისა, ზემოაღნიშნული კანონპროექტით განისაზღვრა 2014
წლის 31 დეკემბერი.
12
კომიტეტმა ეს კანონპროექტი განიხილა კომიტეტის სხდომაზე და
კომიტეტის
დასკვნა
გაუგზავნა
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტს.
მოსამსახურეთა
კონკურსის
წესით
შესავსებ
თანამდებობებზე
კონკურსების ჩატარების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევას შეეხებოდა ასევე
მეორე კანონპროექტი:
6.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს
პარლამენტის წევრების ერეკლე ტრიპოლსკისა და ნოდარ ებანოიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
ამ ცვლილების მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამის ორგანოებში კვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობის
უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსში მონაწილეთა
სავალდებულო ტესტირებამ მოხელეების სამსახურში აყვანისა და დასაკავებელ
თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხის მოწესრიგებაზე
დადებითი გავლენა იქონია, ინიციატორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მოხდეს ამ
ნორმის
მოქმედების
ვადის
გაგრძელება,
კერძოდ,
კანონპროექტი
ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344
მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანას და ადგილობრივი
თვითმმართველობის მოხელეების კონკურსის ჩატარების დროებითი წესის
მოქმედების ვადის 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდით განსაზღვრას.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ეს კანონპროექტიც განიხილა
კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის დასკვნა გაუგზავნა საქართველოს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს.
7.
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივით.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-11
მუხლის პირველ პუნქტში არსებული ხარვეზის გასწორებას და საქართველოს
კანონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეების საჯარო
სამსახურში დანიშვნასთან და შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული
საკითხების მოწესრიგებას.
კომიტეტმა
განიხილა აღნიშნული საკითხი და შენიშვნები და
მოსაზრებებო წარუდგინა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტს.
8.
კანონპროექტთა პაკეტი ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით იქნა
წარმოდგენილი. ცვლილების წარმოდგენა გამოიწვია სასჯელაღსრულების
სისტემაში არსებულმა პრობლემებმა, რომელთა გადაწყვეტის მიზნითაც
დაიგეგმა სასჯელაღსრულების სისტემის კომპლექსური რეფორმა. რეფორმის
განხორციელება საჭიროებდა ახალ საკანონმდებლო მიდგომებს და
რეგულაციებს. კანონპროექტის მიზანი იყო
სისტემის რეფორმისთვის
სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბება. კომიტეტმა იმუშავა წარმოდგენილ
13
პაკეტზე, მოამზადა შენიშვნები და მოსაზრებები პაკეტში შემავალ
კანონპროექტებზე, რომლის ნაწილი გაზიარებულ იქნა ინიციატორის მიერ.
9.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტები:
„საქართველოს საგდასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, კანონპროექტთა ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს
მთავრობის ინიციატივით. ორგანული კანონში ცვლილების მიზეზს
წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა ხარჯების
ანაზღაურებისათვის
ეფექტური
მექანიზმის
შექმნა,
რომლებიც
არ
მიეკუთვნებიან საკრებულოს თანამდებობის პირებს. საჯარო სამსახურის
შესახებ კანონპროექტით კი იცვლებოდა მუნიციპალიტეტში მოხელეთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების პროცედურა. კანონპროექტით
დეტალურად
განისაზღვრა
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომებში მოქალაქეთა
მონაწილეობის საკითხები, გაფართოვდა და განისაზღვრა სავალდებულოდ
გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა და დეტალურად გაიწერა მათი
გამოქვეყნების ვადებიც. კანონში განხორციელებული ცვლილებები ხელს
შეუწყობდა საჯაროობის უზრუნველყოფას და მოქალაქეების ამ სხდომების
მუშაობაში ჩართულობას.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ კანონთა პაკეტზე, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე და კომიტეტის შენიშვნები და მოსაზრებები გაუგზავნა რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს.
სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტი საანგარიშო
პერიოდში მუშაობდა ასევე ორ კანონთა პაკეტზე:
1.
საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე თანმდევ კანონპროექტებთან და რეგლამენტის პროექტთან ერთად,
რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის
ინიციატივით და
2.
საქართველოს კანონის პროექტი ,,მომხმარებელთა უფლებების
დაცვის შესახებ“ მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, რომელიც
საქართველოს
პარლამენტის
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
ინიციატივაა.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა ორივე პაკეტის
კომიტეტის სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით, კომიტეტში
მიმდინარეობდა
და გრძელდება მუშაობა ,,საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტზე.
ამ
პროექტის
შემუშავება
გამოწვეულია
14
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე კანონპროექტით. სხვა ცვლილებებთან ერთად აღნიშნულ
კანონში
შევიდა ცვლილება, კერძოდ, საქსტატის საბჭოს წევრების
საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და არჩევის წესში, რამაც გამოიწვია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2181-ე მუხლში
ცვლილების
განხორციელების საჭიროება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
რეგლამენტის პროექტზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს პერიოდში
განიხილება კომიტეტის სხდომაზე.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით კომიტეტში
მიმდინარეობდა აგრეთვე მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
შესატან ცვლილებებზე, ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად და
,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონპროექტზე.
II.
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.
1. კომიტეტის სამანდატო საქმიანობა
კომიტეტის დებულების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა
წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე მოამზადა კომიტეტის
დასკვნები და პარლამენტის დადგენილებების შემდეგი პროექტები:
1.
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თამაზ ავდალიანის
ადგილმონაცვლის
ელდარ
კურტანიძის
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე;
2.
,, საქართველოს პარლამენტის წევრის დავით საყვარელიძისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“;
3.
,,საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
დავით
საყვარელიძის ადგილმონაცვლის ეკატერინე ხერხეულიძის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე“;
4.
,,საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი
ოჩიაურისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“;
5.
,,საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ოჩიაურის
ადგილმონაცვლის
ლევან
თარხნიშვილის
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე“;
15
6.
,,საქართველოს პარლამენტის წევრის გიგლა აგულაშვილისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“;
7.
,,საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“;
8.
,,საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
გიგლა
აგულაშვილის ადგილმონაცვლის თეიმურაზ ნერგაძის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.
ყველა დადგენილება მიღებულია პარლამენტის მიერ.
2. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვა
- კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი
მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“ - რეგისტრაციის საკითხი.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე
წარმოდგენილი მასალები შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია
ზემოაღნიშნული ფრაქციის რეგისტრაცია და შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა
პარლამენტის ბიუროს.
- კომიტეტის მიერ განხილულ იქნა ასევე საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ სადამფუძნებლო
დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის საკითხი. ვინაიდან ფრაქცია „ქართული
ოცნება
თავისუფალი
დემოკრატებმა“
დატოვეს
უმრავლესობის
შემადგენლობა, დღის წესრიგში დადგა ფრაქციის სახელწოდების შეცვლის
საკითხი. ფრაქციის 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შესწორება შევიდა ფრაქციის
სადამფუძნებლო
დოკუმენტებში,
კერძოდ,
ფრაქციის
პოლიტიკურ
პლატფორმასა და წესდებაში. აღნიშნული ცვლილების მიხედვით ფრაქციას
„ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“ შეეცვალა ოფიციალური
სახელწოდება და ეწოდა „თავისუფალი დემოკრატები“. სხვა ცვლილება
ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში არ განხორციელებულა და
შესაბამისად იგი აკმაყოფილებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
დადგენილ მოთხოვნებს. კომიტეტის დასკვნა წარედგინა პარლამენტის
ბიუროს.
16
3. ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების
დაცვის მდგომარეობის შესწავლა
კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად
სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე სხვა დროებით
კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული
წარმომადგენლობის
კვოტების
დაცვის
მდგომარეობას
ფრაქციებს
ეგზავნებოდათ წერილები სხვადასხვა კომიტეტებიდან წევრების გამოყვანის, ან
დასანიშნი წევრების თაობაზე. ასევე განიხილებოდა ფრაქციებიდან მიღებული
წერილები კვოტების დათმობის თაობაზე.
იმის გამო, რომ შეიქმნა ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი
რეგიონებისათვის,“
საჭირო
გახდა
ფრაქციათა
ზღვრული
წარმომადგენლობის ახალი კვოტების დადგენა. მომზადდა და კომიტეტის
სხდომაზე განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა კომიტეტის
დასკვნა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტები:
- მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ;
პროპორციული
- საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ;
პროპორციული
საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა კომიტეტის დასკვნები და
ბიუროს გადაწყვეტილებების შემდეგი პროექტები:
- საყდრისი-ყაჩაღიანის
საბადოსთან
დაკავშირებული
მოვლენების
შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრის თაობაზე.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის ფინანსური აუდიტის
განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე;
-
- საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის თაობაზე.
17
4. არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ
წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა:
კომიტეტმა
2014 წლის
დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით
განსაზღვრული დავალების
შესაბამისად განიხილა არანაკლებ 200 000
ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფის
(გ.წულაია, გრ.ბახტაძე, ზ.წაქაძე, ლ.გვენეტაძე, ვ.მიქაუტაძე,
ნ.გელენიძე, რ.გიორგაძე, ნ.დოლიძე, თ.ფაიქიძე, თ.ომანაძე) რეგისტრაციის
თაობაზე განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება
და თანდართული მასალები წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა
დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო
ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული
კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი
ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
5. ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების
შესწავლა
1.
პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის N215/4
გადაწყვეტილების თანახმად,
კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ლევან
ალაფიშვილის
ლობისტად
რეგისტრაციის
შესახებ
განცხადება
და
თანდართული მასალები - საქართველოს პარლამენტში საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში
მონაწილეობის მისაღებად.
2.
ასევე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის
N215/5 გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა შეისწავლა იგივე მოქალაქე
ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და
თანდართული მასალები - საქართველოს პარლამენტში საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის
18
შესახებ“ (07-2/251, 30.09.2014) საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა
და განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
იმის გამო, რომ ორივე შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია
აკმაყოფილებდა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაცია
ორივე კანონპროექტზე და წარადგინა შესაბამისი დასკვნები და ბიუროს
გადაწყვეტილების პროექტები.
3. საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებების
შესაბამისად კომიტეტმა ორჯერ შეისწავლა მოქალაქეების ვაჟა სალამაძის,
გელა ჩარკვიანისა და არჩილ ცერცვაძის განცხადებები „მოხალისეობის შესახებ“
(N07-3/315, 19.03.2014) საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის
შესახებ.
რადგან მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია პირველ შემთხვევაში
არ აკმაყოფილებდა ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნებს, სამივე მოქალაქეს უარი ეთქვა ლობისტად რეგისტრაციაზე და
ეცნობა პარლამენტის ბიუროს კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ. რის
შემდეგაც სამივე განცხადება ხელახლა იქნა შემოტანილი თანდართული
დოკუმენტაციით.
კომიტეტმა შეისწავლა ეს განცხადებები და ვინაიდან, სამივე
შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ,,ლობისტური
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს,
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მათი რეგისტრაცია და წარადგინა
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების შესაბამისი პროექტები.
6. საკანონმდებლო წინადადებების განხილვა
- პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 8 დეკემბრის
N228/25
გადაწყვეტილების შესაბამისად, კომიტეტს დაევალა
,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მოქალაქე
ბერდია ბუსქანძის საკანონმდებლო წინადადების განხილვა.
წინადადება გულისხმობდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
112-ე მუხლში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. კომიტეტის
გადაწყვეტილებით, ვინაიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმა,
რომლის ფარგლებშიც შემუშავებული და მიღებული იყო საჯარო სამსახურის
რეფორმის კონცეფცია და ახალ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში
კომპლექსურად
იქნებოდა
განხილული
და
განსხვავებულად
დარეგულირებული
საჯარო
სამსახურებრივი
ურთიერთობების
მარეგულირებელი ნორმები, საკანონმდებლო წინადადება გადაეგზავნა საჯარო
სამსახურის ბიუროსათვის, ხოლო საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად
იქნა ცნობილი.
19
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“
მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის LIII თავს - „პარლამენტთან არსებული
დაწესებულებები“ ემატებოდა 2841 მუხლი. აღნიშნული მუხლის მიხედვით,
პარლამენტთან იქმნებოდა „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების
მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია“, რომლის მთავარ მიზანს
წარმოადგენდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის
საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის მომზადება. საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, ასევე
განსაზღვრული იყო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და
ფორმირების წესი.
კომიტეტს
ზემოაღნიშნულ
საკანონმდებლო
წინადადებასთან
დაკავშირებით ჰქონდა მთელი რიგი შენიშვნები, მუდმივმოქმედი კომისიის
ფორმირების
წესზე,
მის
არსზე,
საკანონმდებლო
ინიციატივის
განხორციელების უფლებაზე და სხვა
ყველა ზემოაღნიშნულ და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა
მიზანშეწონილად
მიიჩნია,
რომ
საზოგადოებრივ
და
პოლიტიკურ
ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლის“
მიერ
წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება - „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, უარყოფილად
ყოფილიყო ცნობილი.
- კომიტეტმა განიხილა ასევე იმავე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“
მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება
შედიოდა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის პირველი
პუნქტში, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე
სუბიექტებს უფლება ენიჭებოდა საკანონმდებლო წინადადება წარედგინა არა
მხოლოდ კანონის, როგორც ეს მოქმედი რედაქციითაა გათვალისწინებული,
არამედ ნორმატიული დადგენილების მიღების, მასში ცვლილების შეტანის ან
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეც. წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
ასევე
ითვალისწინებდა
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის“ 150-ე მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილებას, რომლის მიხედვით
საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვის დროს სავალდებულო
ხდება საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მონაწილეობა. თანდართული
განმარტებითი
ბარათის
მიხედვით,
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების მიზანი იყო საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების
20
მქონე სუბიექტების, საქართველოს სამართლებრივი სივრცის გაუმჯობესების
საქმეში უფრო აქტიული ჩართულობა, ამასთან, საკომიტეტო განხილვაში
მონაწილეობის უფლება ავტორებს უნდა ჰქონოდათ შემუშავებული
საკანონმდებლო წინადადების არსის უკეთ გაცნობისა და კომიტეტის
სხდომაზე წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით. კომიტეტმა იმუშავა
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე, სადაც წარმოდგენილ იქნა არგუმენტირებული შენიშვნები.
ვინაიდან კომიტეტმა
მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების
წარდგენისა და განხილვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
არსებული
რეგულაცია
სრულად
უზრუნველყოფს
საკანონმდებლო
ინიციატივის არმქონე სუბიექტების ჩართულობას საკანონმდებლო პროცესებში
და ის დამატებით სამართლებრივ რეგულაციას არ საჭიროებს, კომიტეტმა
უარყოფილად ცნო საკანონმდებლო წინადადება და შესაბამისი დასკვნა
გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს.
- პარლამენტის ბიუროს 2015 წლის 18 მარტის N257/2 გადაწყვეტილების
შესაბამისად, კომიტეტს დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მოქალაქე კახი სამხარაძის
საკანონმდებლო წინადადების განხილვა.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონს ემატებოდა 41 მუხლი, რომლითაც განისაზღვრებოდა
სტაჟიორის ცნება, ასევე თუ ვის უნდა დაემტკიცებინა სტაჟირების პირობების
და გავლის წესი. კერძოდ, რადგან ყველა საჯარო დაწესებულებას გააჩნია
თავისი სპეციფიკა და საკადრო პოლიტიკა, საკანონმდებლო წინადადებით
სტაჟირების პირობების და გავლის წესი უნდა დამტკიცებულიყო
შიდასამაუწყებლო აქტით. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის
121 მუხლს ემატებოდა ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საერთო სტაჟში
ჩაითვლებოდა სტაჟირების პერიოდი.
კომიტეტმა იმუშავა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე, არ
გაიზიარა
ავტორის
მოსაზრებები
და
საკანონმდებლო
წინადადება
უარყოფილად იქნა ცნობილი.
7. სხვადასხვა საკითხზე მუშაობა
საანგარიშო პერიოდში:
კომიტეტი სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს
და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს,
იხილავდა ცალკეული პარლამენტის წევრებისგან წარმოდგენილ სათანადო
ინფორმაციებს;
კომიტეტი
საანგარიშო
პერიოდში
სწავლობდა
წერილობით კითხვასთან დაკავშირებულ საკითხებს;
პარლამენტის
21
კომიტეტი იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური
სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში
აგზავნიდა მათ შესაბამის სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
კომიტეტმა 2014 წლის საშემოდგომო სესიისა და 2015 წლის
საგაზაფხულო სესიის ბოლოს განიხილა პლენარული სხდომების არასაპატიო
მიზეზით გაცდენების შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსების მიზნით;
კომიტეტი პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების
მიზნით ყოველთვიურად იხილავდა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა
და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს პარლამენტის
წევრთა მიერ კომიტეტების
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის
შესახებ;
- კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის, 201-ე მუხლის მე-4 პუნქტის
და 204-ე მუხლის შესაბამისად,
2015 წლის 7 მაისს კომიტეტის სხდომაზე
განიხილა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო
პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი.
სხდომაზე წარმოდგენილი
იქნა სამთავრობო პროგრამა და მთავრობის წევრთა კანდიდატურები.
კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის წევრთა
კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამას;
- კომიტეტი
საანგარიშო
პერიოდში
სწავლობდა
საქართველოს
პარლამენტის
ბიუჯეტიდან
მაჟორიტარი
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების
განხორციელებასთან
დაკავშირებით
მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების საკითხს.
კომიტეტმა შეისწავლა პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციები. მომზადდა და პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა
ინფორმაცია 2014 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.
8. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დებულების
შესაბამისად აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის
დადგენილებებითა
და
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს,
რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა
სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა კომიტეტებიდან და მთავრობის
22
საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციებს,
კომპეტენციის შესაბამისად აგზავნიდა შეხსენებებს, ყოველი თვის დასაწყისში
კომიტეტის ვებ გვერდზე ათავსებდა მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ამსახველ განახლებულ ინფორმაციებს, რითაც
პარლამენტის
სუბიექტებსა
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაციები როგორც
შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა შემდეგი
ინფორმაციები:
მიმდინარე
მოწვევაში
საქართველოს
კანონების
გარდამავალი
დებულებებითა და პარლამენტის დადგენილებებით განსაზღვრული
შეუსრულებელი დავალებების შესახებ 2014 წლის 15 სექტემბრის
მდგომარეობით, 2015 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით და 2015 წლის 22
ივნისის მდგომარეობით.
მომზადდა და გაიგზავნა ასევე ინფორმაცია ზემოაღნიშნული
პერიოდებისათვის შესრულებული დავალებების შესახებ.
-
მომზადა და გაიგზავნა ინფორმაციები
პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე
2014 წლის 15 დეკემბრის და 2015 წლის 10 ივნისის მდგომარეობით.
ამრიგად, წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია ყველა ის ძირითადი
სამუშაო, რაც საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტისა და
კომიტეტის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად შეასრულა კომიტეტმა
კანონშემოქმედებით,
საკონტროლო
და
კომიტეტის
სპეციფიკიდან
გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
23