„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2015
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი)
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი იოსებ ჯაჭვლიანი
ნომერი
#07-3/477/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-21
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
バ \ ̲ ヽ b】 ゝg300mb 〕 hCD8960n 〕 m00R口 Lさ さ R600601b bll nb 0さ 001Rn OJonL Oさ Rさ 80000ROb1 6日 『 a ■oJonL 6さ 6bnR00Lさ nじ o電 1̀nL 電さ 80b00 1000bOb 『 Lさ Jδ 21 taよ う `静 , 2015 ,製 が 327/1 bu;lol-gnq-b 3oS-0"t, Ja.g66nA.t -q"lr,Ja"a"O,r6""U 63nq,> g-r6A"U ,:q3<ogfur6ot ?6bobnb" lr,{56%0q"rlt 3o5<o6?o g3qoqn}ob ?6gl5ob oro-},:16", .ltil:r4o6gqrot llobbq'ot L>0,>r6o,qob 3roqnilb?o 63qoqntrot ?n6.r5"b ?$tbgb"' lsJu6o6nq<,,U -<66r61q" 3.r5<o6ot Jr4<'rgj6" ..ltil>r6o6nqtob <'rr66o6Xq 316<o6?" ,,tr.:j,:r6orgnq-t tr6."8ot 3-qnj1x," 63qoqnlob tn6,>6"t tnb.>bgl" (N07-3/477, 16.09.2015) てい1ヽ │パ l [マ凸 。60も Rぉ い 6 ヽ ̀5o∞ t30000000 "bo R。 :` '` 16 09 2015 ・ 廊出卜 や 胸 、知 [5(● l]l ,1 句無 ヨ喫 t5300枚 "。 30806000 .〆 lr.', jr16or3;;1qt'r ■0わ ′● ″′κ a,4ヽ │が ヽあ,xt',マ …ヽ lr .).rr6q.>315golr Io1t6o .rq,6n6lr: tr.;J.',16m31qolr .).:t<rq,.r0161)olr ,1'r3o$;$1btr.> q,.: b.'J;61qs3115$t'r 86・ J(ず 1)ふ 1)1 qo;o$;plr 5errrr0.r go1g1o .";11)rr lr .)r<ro g j$olr 5.:5 boq'3; lr.:;1.:t6or31q'r'rlr J.>16,<silllS$ol, rn.>3ii'5,q,r'r3.:61 ′ ′ ζノ で `130(''
წერილი
もbδ Jδ lD30gマ 円b 386R300600b Ψ03 0 4 111幣 言 b)heぅ oo60n い 嘲bω∞ 電脚 紺 脚 。 響bb005 0o06 b30。 55oa♪ 」 Crq'6lo(')bst coc6, or6sbArQ U5C)6o)3Cq'mU Jr6q'rA56oob $Cadrol') brCr6,o$q,.)b J{lbLJOoOUOooL 67-3 ASbq'ob ]JCOb: i"'1*-Oi*O*- **n"j"3dl 63r'"- 6"ao5oqrp6<n [rr3r6o66q3bq'rr I . ,,qob36n€o64rxir $cq,r gr'lffi' rQ&"gb3c'ou acbrb'Jb a3eoq'Jsob acorh' or<'6r$c"' 2.,1.,-"3"O-35q'.lrl,.,bbq'ol'biard)oq'ouJo('Cd'ao$q'c'qC6ot'BC0r6ot'tCl'rbcb" ocor&t'' ,. "a+a-i** *o*o ,1,6"66" "l'"d"d'o,3c(x't' adx"aob JCNdI'o' $e'()($ot' SCt JbCb" t'>3$o60q936q'cr borbcr3o, bcirc1)Q6o66gq' r)6.,0.)10$r[' aouoccD B3t'rbloo[o aL3q'cq'a'br' e)br6o)o 15 'd3. Jr6o3olrg3Oocn, Jr6E rac6oob Sm6o みァルwて―ぺ l虔塞 Ob゛
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მუხლი 1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (კანონის ნომერი: 2391-IIს) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების სერიოზული დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს. „სექსუალური მარავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდო ღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდოღირებულებების დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის გვთავაზობს და ხელს უწყობს არა მარტო ამორალურ, არამედ კონტრპროდუქტიულ, საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება, გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 (მე-2) მუხლი). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულებებს. არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ფინანსურ ან სხვა კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური საფასური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება, რომელთა რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად სავარაუდოა. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი) ვ) კანონპროექტის ინიციატორი იოსებ ჯაჭვლიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.