„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-21
ბიუროს ნომერი 327
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №75, 27.12.2010. მუხ. 461) „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-2 მუხლის მე-3
ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია
ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების, ეროვნების წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური,
საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული
კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების გამო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”
საქართველოს კანონში არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და
„გენდერული იდენტობა“ არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი“ არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და
„გენდერული იდენტობის“ ამოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების
დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა მიიღო
ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შეიტანა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური
ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი
ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქეს
თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს,
არამედ
დამანგრეველია
ოჯახისა
და
საზოგადოების
მორალისთვის.
დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების სერიოზული
დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ
ფასეულობებს. „სექსუალური მარავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა
სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდო ღირებულებები საზიანოა
საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ
ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითადი
რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდო ღირებულებების
დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი
საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო
ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც
საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების
მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის
გვთავაზობს
და
ხელს
უწყობს
არა
მარტო
ამორალურ,
არამედ
კონტრპროდუქტიულ, საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ
ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის
ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება,
გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ
შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და
ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“
(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 (მე-2) მუხლი).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ფინანსურ
ან
სხვა
კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური საფასური შედეგი იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. მიუხედავად
იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია
დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი
დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან,
კულტურასთან
და აღნიშნული
შეუთავსებლობა
არ უნდა
გახდეს
დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,
რომელთა
რიცხვში
ქართული
კულტურა
და
ეთნოფსიქოლოგიური
თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა წინასწარ იმის
განსაზღვრა თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად სავარაუდოა.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი)
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
იოსებ ჯაჭვლიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს შრომის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. შრომითი ურთიერთობა
1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების
პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება
ანაზღაურების სანაცვლოდ.
2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის
საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი
სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული
შესაძლებლობის,
რელიგიური,
საზოგადოებრივი,
პოლიტიკური
ან
სხვა
გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური
მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. (12.06.2013. N729)
4. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება,
რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი,
ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი
პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას
ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
5. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც
გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან,
ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და
აუცილებელი საშუალება.
6. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
ადამიანის
ძირითადი
უფლებები
და
თავისუფლებები.