„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2015
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი)
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი იოსებ ჯაჭვლიანი
ნომერი
#07-3/477/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-21
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 53-ე მუხლის 31 -ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.“. 2. 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი” საქართველოს კანონში არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შეიტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქეს თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების სერიოზული დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს. „სექსუალური მარავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდო ღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდო ღირებულებების დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის გვთავაზობს და ხელს უწყობს არა მარტო ამორალურ, არამედ კონტრპროდუქტიულ, საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება, გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 (მე-2) მუხლი). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულებებს. არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ფინანსურ ან სხვა კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური საფასური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება, რომელთა რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად სავარაუდოა. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი) ვ) კანონპროექტის ინიციატორი იოსებ ჯაჭვლიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები 1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. 2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით. 3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. 1 3 . დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. (27.03.2012. N5925 N5925) 4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა 1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (2.05.2014 N 2393) 2. იგივე ქმედება: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. (2.05.2014 N 2393)