„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
- „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-09
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ
პუნქტს, ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონის პროექტზე
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტების შემუშავების
მიზეზს
წარმოადგენს ,,სააღმზრდელო
საქმიანობის
ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
საქართველოს
მიზანია
კანონის
,,სააღმზრდელო
პროექტით
საქმიანობის
შემოთავაზებული
ლიცენზირების
სამართლებრივი
შესახებ“
ნორმებთან
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში სამართლებრივი
შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტების ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტი ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
კანონპროექტი
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტია.
ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში. კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტს
ემატება „ი1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის
მოთხოვნები („2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო
საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს
საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო,
შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის
ბრძანების საფუძველზე“) არ ვრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის
სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
2
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ეკისრება.
ვალდებულებები
არ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელის
სახის
განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
საქართველოს
ორგანიზაციებში
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
3
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, ადგილობრივი თვითმართველობების
წარმომადგენლები,
გაეროს
ბავშვთა
ფონდი,
ბავშვთა
უფლებებზე
მომუშავე
არასამთავრობო ორგანიციები.
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
კანონპროექტი
შეთანხმებული
დაინტერესებულ
ორგანიზაციებთან
და
მათ
მიერ
გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში.
ე) კანონპროექტის ავტორი
მირიან წიკლაური, დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს
პარლამენტის
ჯანმრთელობის
დაცვისა
და
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტი.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე
მუხლის
საფუძველზე
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე; (17.08.2010 N 3595 ამოქმედდეს
2011 წლის 1 იანვრიდან)
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე;(22.06.2012 N 6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
დ) ამოღებულია (24.09.2009 N 1689 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
ე) ამოღებულია (11.07.2007 N5264 ამოქმედდეს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისა და
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების
შემდეგ)
ე1) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და
მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის
განხორციელებასთან
დაკავშირებულ
საქმიანობაზე;
(25.03.2013.
N489
ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
ე2) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N489 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; (20.11.2013 N 1596)
ზ) ამოღებულია (29.12.2006 N 4302)
ზ1) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; (25.03.2013. N489
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების
შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე; (22.02.2011.
N4219 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით,
კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ. (21.07.2010 N 3555 ამოქმედდეს 2010 წლის 1
დეკემბრიდან)
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე. (17.12.2010. N4145
5
ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან)
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.
(04.10.2013. N1468)
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და
მისი ტერიტორიული დანაყოფების მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის
მიკუთვნებული ობიექტისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის
მიკუთვნებული ობიექტის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე. (29.05.2014 N 2470)
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი
ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო
ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან
ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი
კამერალური წესით შემოწმების მიზნით.(22.06.2012 N 6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“–,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი
შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის
საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის
ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელი
ორგანო,
რომელიც
მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის
დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ
შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
6