„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მ. წიკლაური, დ. ხუნდაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/504/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-09
ბიუროს ნომერი 344

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 176-ე მუხლის შემდეგს დაემატოს 1761 და 1762 მუხლები შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1761. სააღმზრდელო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე ან ამავე კანონით განსაზღვრული ფილიალის მიერ ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე საქმიანობა, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,–თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. მუხლი 1762. სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელის მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 464 მუხლის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, –ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონის პროექტზე “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წინამდებარე კანონპროექტი ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტია და მიღების მიზეზს წარმოადგენს სწორედ ზემოაღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის საქართველოს მიზანია კანონის ,,სააღმზრდელო პროექტით საქმიანობის შემოთავაზებული ლიცენზირების შესახებ“ სამართლებრივი ნორმების შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი სანქციების დადგენა. ა.გ) კანონპროექტების ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მოქმედ კოდექსს ემატება 1761 და 1762 მუხლები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ იგივე დარღვევისათვის გათვალისწინებულია: „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე ან ამავე კანონით განსაზღვრული ფილიალის მიერ ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში, – თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე. ხოლო იურიდიული პირი ამ ქმედებისათვის ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. ხოლო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელის მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 464 მუხლის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი კი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. 2 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებით, კოდექსს ემატება 1761 მუხლი, რომლის თანახმადაც საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე ან ამავე კანონით განსაზღვრული ფილიალის მიერ ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე საქმიანობა იურიდიული პირის მიერ, ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. ასევე ემატება 1762 მუხლი, რომლის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 464 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ, ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. ვინაიდან შემოდის ახალი რეგულაციები ამ მიმართულებებით, შემოსულობათა მოცულობა მომავალში დამოკიდებული იქნება შემთხვევათა რაოდენობაზე და მოსამართლი მიერ განსაზღვრულ ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ეკისრება. ვალდებულებები არ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ იურიდიულ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება; კერძოდ, 1761 მუხლის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 464 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ, ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. ასევე, 1762 მუხლის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელის მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 464 მუხლის შესაბამისად, ასეთი 3 ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); დგინდება ჯარიმები 1761 და 1762 მუხლის თანახმად გათვალისწინებულ შემთხვევებზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს საქართველოს ორგანიზაციებში ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები, გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიციები. დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ 4 კანონპროექტი შეთანხმებული დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი მირიან წიკლაური, დიმიტრი ხუნდაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 5