„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი თოფაძე, გია. ჟორჟოლიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი თოფაძე, გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/512/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
バ \ ヽ m00電 日し さ06Rさ 00600b bl■ ■nb 心 80000賞 Obさ 6n4000olRn sJonL 60電 『 L tt J心 b)JDh93DCnb hC〕 a360∩ 〕 〕 さ6n3JooL oさ 6bOR3nL 36moo電 1 電心 80bnL 10Lさ boぉ 『 N349/5 nL 24 soiarrt6o, 2015 VcR" rq" 6n5&"q.'r"0.i$rR" o6065o$aia.l, Bsl,btaa* l,nJ.'dd'SFol, -trdo&,a$E."l, ieB.sol$r6qJorR lsau6ooqqtt6ss.:os 3oq$|ft ;qol, lhl,beol, 1,5&6r,qotr 3-rq&lt€" OSq.e1A tn6s6oU omls$n". L'.F6oB;gol, .tb&"53" O8q.e1a.l, ?Sdd5"l, 010}$6". -l$qo006'too l,,td!6oBuqol, J$-5e, O8r{.'qoaol, ?06d5o1, @bs$6" qr ..6od6&"lt OArI'Ralot, t06^'5o1,',i<!ash" (N07'rSl2. 19.11.2015) 6 pnt RA30tSミ 。ふ J♪ `30000000 6oも 更 30 ̀tル 19 11 2015 J■ 諄 咤ЮOち tt● ♂。` '警 1512 3011 ‐ ‐ 鶴 ‑3011 0812 09122015 ‑ 05022016 "0や ot6.qrl1q Lr,rooho.' dc€o$C6o; rq.lalSol, mq3llol, qo63olr., qo l,J&'i.)q,,Jo o5$s66rnt 3oao$x$o; qrd'5cn6o3o 11o6mAo,pLr q., C,JoScrao,t Jd,o loeo$oJot Joao6s6o; l$so6r6tc'-1rraoalsi6c' Jc€oOC6o. yAtt)tAnno, 6",eir!'a,, Aan'11i(' ['rrA,(rire4' lr;j.rrtrrn3nqolr .).rt6q;fX51)olr bol<rtor .>q615b: L.>;1.><6<n31qotr J.>16q.>315$olr ,y'r8o$X$Xlb"' p'> b'>')'rt6q'>315$r'r 11l,r,r;11 3o;;d?lrr a p.-1;1',i, 5r,tr6e,r$olqo .\C$olr .id,i,rCd$oL 6"'5boq3'' /2. lr.:;1.:drrn3glqolr .).>16q.>fl 15$olr or.>33q,Po3.'161 Ψ`30∞ ̀ハ ■7ゃ ■80にマ0 1、 .t l$jrt6or3gE crb Jr6qrrAC66ol, 0crC6rnl, <=-- 0rAr$gBCOoq,3bs b)i)hol33crrlb J)hc)al60n N3494 2015 ftq'o, 24 eqCAACfrl qr 147-9 lDclOoloCqlerb &{tq,rAC60ol, 6COq,rEC6O.,l, 1463 Ag\nL .6' Sgn"JEiOol, ag\'ob a3-1,?gEiOoU SClrrb$ol$A' bdt6orocq'crb.:rdqT ac60ol, bcr.o6<'r raraoEll: arrcor{xE t iCrf,oACqx'rb 3iatq,$c66ou &f,Caci, ('iogolrJ (D &c6c0frSo dtcl,Jolrcbol' lrs3oo,boD, iAJAos6oU Utsq)CSJor! q'JGSobt q'J $ra$r6o ger6oao3nls qD Al('terAoJoiio i(qq'qjoJotJ q'lr blArCrE qd(l 3oao6Coo) o6OC06,rOffU, l$grss6lx'r-l$0cpg2g0dq JsfoO0OobU' b!6oboq'(,5 tJrdvtorsCqE r Ji6q'iaC6ont' ScooCbol' 6o<.1fuo ongsdol,r q'r Sot d(,6ooq(,i5ol, aogC, ti3Jtu68Q00,Em o6oooJo('8oo, 006a'!ar,goo(,{6cpPJq'o o6/ti6ouc8ot' agbsug0" lDjnr'o8cqmu rq6o6obod,r0''"Jq' .tnC.:f,oBC(, 3$<'160o @q,oq,Cbol, ACO^t6ol, tlrald,oNq,eod,g6torr JstAdr8o 63qr($oti 0COD6ot orr<'lbrbC', ,tlt$Ooa9qr'rb Uoubq'ol, LJald,o,q,ob Jgra'e,t so o3qrrq$ob acOJEoU o[csr$c" a'r "q'occ6'boc0ol.'r q]5 Ectv{' c6olr ogf$\b" t$jrrero6gq,etu 3.$<'r6tkr &3qrq$d 0CO,)6ob o,i(,lDJ$C' (N07-y512, 19'11'2015) q,5crbltC tlqCsd,o6Cer,ll, 3r6o6oU Jfx'r$fubo Qr S!A$!6at JsfoOCOtu 0,)GDtr$C€r,q{0oU B6<'r&'rU l$jrdroag('etu Jv6q'$C60pU 0o"Jd,olr' Fr'ffc4ra06ogo orJ(rbltC', rtj - [-'.", t Jrr6,q,B0qx'll, a) l't "--- -- J56q,$g60ol, ori0Axq'c'ard,g bcr"l6ob UXx'rAoU otgA1qxdltr4 (t3oo, UIvCA!0Boqrt
წერილი
』 ヽ 1心、 しδJb もゝ コ3DC ゝヽhC 'ス■ (I}30 R O)し さb R300600し り03● 0 "0 uJ● ふ "3"。 "゛ mも 3y 、 o6か 0おヽ、 o050oも し 600 で。 蒟0調 359b[廊 6obb」 bΨ bゝ 005p06し 30b6oo00b jrq'b\)o6o cc''c6, ItjJ6ro,3cqx'rtr 3ro6LrrSo6grrrb 67 g A3\rolr J.,(ar3Cq,o JUbCOob a3U$$obqp, l-r.>,lJbrq60q[0qx'r o6o6oJ$c6ol., $gtroor, $rr60cr5oq536or Usjr6or33q'oll 3.>6r'r63boLt #mfr$3bu: 6ogtroq,o 6368oqrgogr63bgq'o o66r6o$CboU ACLrbOb" lr.:julor33q'oLt Jr6ob8o Ogqnq,Cbob ACOo6ot, orx'rb.>1:9", ,,lrs jv6o63q,otr rq6o6oU664ogq, Ir0r6orrq,q.or6q393sorr 3oqrall.rtso 133qnq'Cbob ACOr6ol, cDir'rbr$C" , ,,UJCr6o3Cq,rnll ltoLbgob Lr0u6oq,otr 3oqggll-r8o" 6q'rq,30ou 0g$r6ob osob.t9b3" , ,, qlo66'bo38obr q9.> Egbulorgbol-r EClrJbCb" Uldr6cl,g0q,ob 316o60o o3qogCbob 6C0r6ob o)r(,lb)'bC", ,,1r.>q,og36tcx'r (.o5 trJ6Cbr6cr,Ao A('ltDJf,Cbq,CAoU 6gbrbgb" Lt.>jr6o6gq,ou JJE(.lbEo 6q,oq,30ob Aog$otr orsobr$0" qg.> ,,5r636ob q9r63oL 0gbcbgb" ltjr6or33qoU 3;6o66o O3q'oq'CQob ACO)6ob or>o6.>b9". 5orbo3or 0oL6or $n10oqr6g6oq, 3.r6<'r6otr J6odOCbb ACbrbrAobo 0lr3q,gq,obr. <L{\xrpn: 53 ggr\) ノ酪 3rgo3oLg38oor, .a7 憾 ′ ′ ̀L̲.ピ / ': ノ
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №360160000.05.001.017511. 02.10.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ამ კანონის მიზნებია: ა)ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთელი ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. ბ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; გ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას; დ) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის; 2. მე-4 მუხლის : ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „გ . თავისუფალ ზონად გამოცხადება - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მეცნიერული კვლევებისათვის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა“. ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე. გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამიზნული შეტანა“. გ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ. საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს იყენებს მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებით.“ 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. 4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას. 5. მე-7 მუხლის : ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ნებართვას, რომელსის გასცემის წესს და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-8 მუხლის : ა)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს, აგრეთვე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკას და საექსპერტო დასკვნის ფორმასა და შედგენის წესს.“ ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სამინისტრო ახორციელებს მეცნიერული დასკვნის საფუძველზე. 7. მე-9 მუხლი და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება“ „1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპისა და ზიანის პრევენციის პრინციპის გათვალისწინებით.“ 8. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10 მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. შეტყობინება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ, განმცხადებელმა სამინისტროში წერილობით უნდა შეიტანოს. ამ შეტყობინებას უნდა ერთოდეს: ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) პროექტის ხელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები. დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები; ე) შესასრულებელი სამუშაოების აღწერა; ვ) რისკების ზოგადი შეფასება. “2. კომისია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინებაზე თანდართული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ახდენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. “ 12. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. “ 14. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს. 15. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 16. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. 17. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსასაზღვრო გადაადგილება რეგულირდება ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული წინასწარი დასაბუთებული შეთანხმების პროცედურით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“. 18. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იგივე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “7. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით დადგენილი მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემთხვევისა) და რეექსპორტი. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტზე/რეექსპორტზე ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების აღსრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, რომელიც ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის (გარდა ამ კანონით დადგენილი, მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემთხვევისა) და რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს“. დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ტრანზიტის მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და ხორციელდება სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. ე) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შეტყობინება სამინისტროში შეაქვს ტრანზიტის განმახორციელებელ პირს. აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები“. ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამინისტრო ამოწმებს, რამდენად არის დაცული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“ 19. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.” ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 21. .ამ კანონის 27-ე მუხლის პურველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსდება სპეციალურ ინტერნეტგვერდზე.” მუხლი 2. 1. ამ კანონით გათვალისწინებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება 2016 წლის 1 მარტამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს „გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ნებართვის გასცემის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 3. 1. ამ კანონის ამოქმდებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N198 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“ 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: განვითარებული მსოფლიო უდიდეს ყურადღებას ანიჭებს თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვას და იღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ან მინიმუმამდე შეამციროს მათი ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხე. აღნიშნულის მისაღწევად, აქტიურად განიხილება ისეთი ეფექტური მექანიზმების შექმნა, რომლითაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება არახელსაყრელი ზეგავლენის თავიდან აცილება. ამ მიზნით ევროპარლამენტის მიერ გადაისინჯა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და 2015 წლის 2 აპრილს ძალაში შევიდა დირექტივა (2015/12 EU), რომელის თანახმადაც, წევრ ქვეყნებს ენიჭებათ უფლებამოსილება ეროვნული კანონმდებლობით დაადგინოს შეზღუდვები და აკრძალვები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უფრო მკაცრდება ზომები გამოყენებასთან დაკავშირებით ქვეყნის გმო-ს და აღიშნული ტენდენცია სულ უფრო მზარდია. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად, ასევე, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველის დაცვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია. მიუხედავად, ამისა ვერ ხერხდება აღნიშნულის უზრუნველყოფა, ტერიტორიაზე რადგან ფაქტობრივად შეუძლებელია საქართველოს მთელს სრულყოფილი კონტროლის განხორციელება, რათა არ მოხდეს მათი გარემოში გამიზნულად შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საფრთისა და მასშატების შემცირებასა და აღმოფხვრას. შესაბამისად, დაწესებული აკრძალვის (გარემოში ინტროდუქცია) მიზანშეწონილია, ცოცხალი გენმოდიფიცირებული უზრუნველსაყოფად ორგანიზმების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის (იმპორტი/რეექსპორტის) და მათი საბაზრო ქსელში განთავსების აკრძალვა, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეფექტური და ადეკვატური სანქციის შეფარდება. აღსანიშნავია, რომ არსებული დანაწესის შემოღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რეგულაციებს. უფრო მეტიც, ზემოხსენებული ხელშეკრულებები წევრ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებით დაადგინონ უფრო მკაცრი ზომები, რომლებითაც მინიმუმამდე იქნება შემცირებული საფრთხე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ცხოველების დაცვის უზრუნველსაყოფად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უარყოფითი გავლენისა და მათი გამოყენებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების აღმოფხვრისათვის უსაფრთხოების მაღალი დონის განსაზღვრა და პრევენციული ზომების მიღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს მთელი ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება. ასევე, დაცვის მაღალი დონის განსაზღვრა, უსაფრთხოებისა და პრევენციული ზომების მიღება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას. შემოთავაზებული ცვლილებით იკრძალება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით) და რეექსპორტი, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა სისხლისსამართლებრივად დასჯადია. პროექტით ზემოაღნიშნულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახური, რომელიც ვალდებულია ასეთი ორგანიზმების იმპორტის/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს. შემოთავაზებული ცვლილებით აიკრძალა გმო-ს საბაზრო ქსელში განთავსება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. უსაფრთხოებისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, კანონპროექტით ერთ- ერთ სიახლეს წარმოადგენს ისეთი შეზღუდვის დაწესება, რომლის თანახმადაც აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იგივე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი. კანონპროექტით ჩაკეტილ სისტემაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება აღარ წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას, ხოლო იგი რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. აგრეთვე, ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება არ საჭიროებს კლასიფიცირებას უსაფრთხოების კლასების მიხედვით. კანონპროექტის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების თანახმად, საქართველოს მთავრობამ, ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N198 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“. ხოლო, კანონპროექტის მოქმედება არ გავრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის ხარჯვით ნაწილზე. მიღება გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით გადასახდელი. არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: გ.ბ) კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ მიერ დადებული ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის ორმხრივი და ვალდებულებებს. მიღება არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივი საერთაშორისო საქართველოს ხელშეკრულებებით ნაკისრ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი თოფაძე და გია ჟორჟოლიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი თოფაძე და გია ჟორჟოლიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის მიზნები ამ კანონის მიზნებია: ა) გარემოსდაცვითი პრინციპებისა და ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უარყოფითი გავლენისა და მისი გამოყენებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისაგან; ბ) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის; გ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას; დ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; ე) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობითა და სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციას. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; გ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; დ) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას; ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამიზნული შეტანა, თუ ეს არ ხდება მისი საბაზრო ქსელში განთავსებისათვის; ვ) საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის; ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს იყენებს მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებით ან საბაზრო ქსელში განთავსებით; თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში; ი) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; კ) ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით; ლ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით; მ) ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას; ნ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ო) მინისტრი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „გარემო“ და „მდგრადი განვითარება“ აქვს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპებია: ა) ზიანის პრევენციის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენება ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსალოდნელი არ არის მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი, დაუყოვნებელი ან გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; ბ) სახელმწიფოს მიერ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი – სახელმწიფო ორგანოებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი რეგულირების, საფინანსო პოლიტიკის, განათლების, ინფორმაციით უზრუნველყოფისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმების მეშვეობით, დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის კონტროლი; გ) ბიოეთიკის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინტერესთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის, გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა; დ) საფრთხის (რისკის) შეფასების პრინციპი – ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს ტერიტორიაზე პირველად მიღებისა და გამოყენების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შეფასება; ე) უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებისას სრული მეცნიერული კვლევების არარსებობა არ უნდა გახდეს გარემოს დეგრადაციის აღსაკვეთად ეფექტიანი ეკონომიკური ზომების მიღების გადადების მიზეზი; ვ) პასუხისმგებლობის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობას დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით; ზ) საჯაროობისა და საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი – საზოგადოებას უფლება აქვს, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ და დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ დებულებებით. მუხლი 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ორგანიზება; გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა და საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისაგან თავისუფალი ზონის (ზონების) გამოცხადებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ ნაწილებში სრულად ან ნაწილობრივ აკრძალოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენება. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 7. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება 1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება და გადამუშავება ნებადართულია, თუ იგი მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას. მუხლი 8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაციასა და საერთო ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამინისტრო. 2. საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს, აგრეთვე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკას და საექსპერტო დასკვნის ფორმასა და შედგენის წესს, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების კლასების განსაზღვრის კრიტერიუმებს. 3. სამინისტრო საფრთხის (რისკის) შეფასების პრინციპის საფუძველზე ადგენს იმ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დაშვებულია საბაზრო ქსელში განთავსების ან გადამუშავების მიზნით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიას (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხული, შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტები. მუხლი 9. რისკების კლასიფიკაცია 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება კლასიფიცირებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ორი კლასის მიხედვით. ესენია: ა) უსაფრთხოების პირველი კლასი – როდესაც, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საფრთხეს არ უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას ან დაკავშირებულია უმნიშვნელო დონის რისკთან; ბ) უსაფრთხოების მეორე კლასი – როდესაც, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება დაკავშირებულია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მაღალი დონის რისკთან. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია განზრახული საქმიანობის დაწყებამდე განსაზღვროს ამ საქმიანობის უსაფრთხოების კლასი უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპისა და ზიანის პრევენციის პრინციპის გათვალისწინებით. განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების კლასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უსაფრთხოების უფრო მაღალი კლასი. მუხლი 10. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, თუ ის კლასიფიცირებულია უსაფრთხოების მეორე კლასის მიხედვით. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების პირველი კლასი, არ საჭიროებს ლიცენზიას და ხორციელდება სამინისტროში შეტყობინების შეტანის საფუძველზე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი (შემდგომ – განაცხადი) სამინისტროში შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) პროექტის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა; დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები; ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება; ვ) განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების კლასის დამადასტურებელი მონაცემები, ამ საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება; ზ) მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ; თ) გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად; ი) მაკონტროლებელი ორგანოებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენის სქემა (შემდგომ – ანგარიშგების სქემა). 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან/და სხვა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს; გ) პროექტის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მათი ვალდებულებების შესასრულებლად; დ) მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას; ე) დაცულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. მუხლი 11. ადმინისტრაციული წარმოება 1. სამინისტრო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სამინისტრო ამოწმებს განაცხადის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 3. სამინისტრო განაცხადის მიღებიდან 3 დღის ვადაში მას თანდართულ ინფორმაციასთან ერთად ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას. 4. კომისია განაცხადზე თანდართული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ახდენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს მას უსაფრთხოების კლასს). 5. კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 20 დღის ვადაში. მუხლი 12. გადაწყვეტილების მიღება 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. 2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია პირს ანიჭებს უფლებას, ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს განსაზღვრულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ლიცენზიით დადგენილი პირობების დაცვით. 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მიღებისათვის ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს. 6. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ლიცენზიას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, უნდა დაერთოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი თავდაპირველი ან ლიცენზიის გამცემის მიერ შესწორებული მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ, გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა და ანგარიშგების სქემა. 7. დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია. 9. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინება 1. შეტყობინება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების პირველი კლასი, განმცხადებელმა სამინისტროში წერილობით უნდა შეიტანოს. ამ შეტყობინებას უნდა ერთოდეს: ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) პროექტის ხელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა; დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები; ე) შესასრულებელი სამუშაოების აღწერა; ვ) რისკების ზოგადი შეფასება. 2. სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს განზრახული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას. განმცხადებელი უფლებამოსილია ამ შეტყობინების შეტანიდან 30 დღის გასვლის შემდეგ დაიწყოს განზრახული საქმიანობის განხორციელება, თუ სამინისტრო აღნიშნულ ვადაში არ გასცემს წერილობით პასუხს, რომელიც ადასტურებს განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების პირველ კლასთან შესაბამისობას ან შეუსაბამობას. 3. თუ სამინისტროს გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი განზრახული საქმიანობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ამ შეტყობინებას და თანდართულ ინფორმაციას ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას. 4. კომისია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინებაზე თანდართული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ახდენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს მას უსაფრთხოების კლასს). 5. კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 30 დღით გაგრძელების შესახებ და ამის თაობაზე აცნობებს შეტყობინების შემომტანს. მუხლი 14. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ჩაკეტილ სისტემაში გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებით. 2. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონისა და საერთაშორისო აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისია შეიმუშავებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების თითოეული უსაფრთხოების კლასისათვის; ბ) მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად; გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის კრიტერიუმები სივრცისთვის, სადაც თავსდება გენმოდიფიცირებული მცენარეები და ცხოველები; დ) ბიოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები; ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევის შედეგად შექმნილი სიტუაციის მართვის გეგმის შემუშავების კრიტერიუმები. მუხლი 17. პროექტის ხელმძღვანელი 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების მეორე კლასი, დანიშნოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. 2. პროექტის ხელმძღვანელი ახორციელებს სამუშაოების დაგეგმვას, წარმართვას და მათზე ზედამხედველობას. იგი ვალდებულია: ა) სამუშაოების შესრულებაში მონაწილე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და რისკების შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებების თაობაზე; ბ) იზრუნოს უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაზე. 3. პროექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი. მუხლი 18. საბაზრო ქსელში განთავსებით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირება 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას და ნებადართულია, თუ იგი მიეკუთვნება მინისტრის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას. 2. საბაზრო ქსელში განთავსებით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენება რეგულირდება საბაზრო ქსელში სარეალიზაციოდ განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მკაფიო იდენტიფიცირებითა და შესაბამისი ეტიკეტირებით. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი იდენტიფიცირება ხდება თანდართულ დოკუმენტში, რომელიც გასაცნობად გადაეცემა მყიდველს ან სხვა მიმღებს. მუხლი 19. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია 1. პროდუქციის მწარმოებელი ან იმპორტიორი, რომელსაც განზრახული აქვს იმ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას, ვალდებულია ყოველი ასეთი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს ტერიტორიაზე პირველად შემოტანამდე სამინისტროში შეიტანოს წერილობითი განცხადება მისი რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული განცხადება შეტანილი უნდა იქნეს მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) პროდუქციის აღწერა, მისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობიდან გამომდინარე მახასიათებლების გათვალისწინებით; გ) პროდუქციის გამოყენების სფეროს და გავრცელების გეოგრაფიული ფარგლების აღწერა; დ) პროდუქციისადმი მოპყრობის განსაკუთრებული წესები და მის ეტიკეტირებასთან და შეფუთვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. 2. სამინისტრო განცხადების მიღებიდან 90 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციისა და რეესტრში შეტანის შესახებ. 3. თუ გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადა, სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ვადების გასვლა არ წარმოშობს განმცხადებლის უფლებას, განახორციელოს განზრახული საქმიანობა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე. 5. სამინისტრო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში მას თანდართულ ინფორმაციასთან ერთად ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას. 6. კომისია ახდენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს მას უსაფრთხოების კლასს). 7. კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 20. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსებისას პირი, რომელიც ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტს, შენახვას, ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას ან/და საბაზრო ქსელში განთავსებას, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სხვა პროდუქტებთან შერევა. მუხლი 21. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების რეგულირების მექანიზმი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება რეგულირდება ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული წინასწარი დასაბუთებული შეთანხმების პროცედურით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მუხლი 22. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება 1. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი მისი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე მიიღოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე იმპორტიორი სამინისტროს წერილობით ატყობინებს ასეთი განზრახვის შესახებ. 4. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს ამ შეტყობინების ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას და წერილობით აცნობებს შეტყობინების შემომტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესახებ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პირველადი თანხმობის მისაღებად და შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემდგომი იმპორტისათვის. 5. სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე გასცემს თანხმობას, რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას. 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე თანხმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. 7. საბაზრო ქსელში განთავსებისათვის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ნებადართულია, თუ იგი მიეკუთვნება ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას. 8. საბაზრო ქსელში განთავსებისათვის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუგზავნოს ინფორმაცია საბაზრო ქსელში განსათავსებელი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ. მუხლი 23. რეექსპორტი და ტრანზიტი 1. რეექსპორტის/ტრანზიტის მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და ხორციელდება სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. 2. შეტყობინება სამინისტროში შეაქვს რეექსპორტის/ტრანზიტის განმახორციელებელ პირს. აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. სამინისტრო ამოწმებს, რამდენად არის დაცული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 25. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები 1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი მიზნით ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები. 2. საბაზრო ქსელში განთავსების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) რომ იგი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და განკუთვნილი არ არის გარემოში ინტროდუქციისათვის; ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 3. ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით; ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი. 4. გარემოში ინტროდუქციის მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას (რეექსპორტის შემთხვევაში) თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და განკუთვნილია გარემოში ინტროდუქციისათვის; ბ) შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობა და კონკრეტული მახასიათებლები; გ) შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისადმი უსაფრთხო მოპყრობის, მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების წესები; დ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი და მისამართი ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად; ე) იმპორტიორისა და ექსპორტიორის სახელები/საფირმო სახელწოდებები და მისამართები. აღნიშნულ დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განცხადება იმის შესახებ, რომ ექსპორტიორმა შეასრულა ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 27. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი 1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე იმ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დაშვებულია საბაზრო ქსელში განთავსების მიზნით. აღნიშნული რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსდება სპეციალურ ინტერნეტგვერდზე. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ნებისმიერი ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს: ა) იმ პირთა სახელები (იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა) და მისამართები, რომლებმაც სამინისტროში შეიტანეს განაცხადი; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები; გ) ინფორმაცია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები; დ) ცნობები შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ – მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები. 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი საჯარო დოკუმენტია. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, შეუფერხებლად გაეცნოს მას უმოკლეს ვადაში, აგრეთვე მიიღოს მთელი რეესტრის ან მისი გარკვეული ნაწილის ასლი ასლის გადაღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანხის გადახდის შემთხვევაში. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში არ შეიტანება ის ინფორმაცია, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონფიდენციალურ ინფორმაციად არის მიჩნეული. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
დასკვნები
LECAL DEPARTMENT ll\d\do)3iRoL )J6q5ffi60t OF STA「 F OF JlJdtSOOI' PARLIAMENT O「 CEORGIA 0460q080 qaJJ6SM06.50 bDJbhO139Cnb 〕 DhCD0060n t"C,a.rN., J. l}Jovt-, 4@, .. $raod.! 65e 26 OCg 228 91 68 26′ ヽbashidZe Avenue,4600,Kutaisi,Ceorgia Tel:2289168 Olent 8e e marに galdep@pa● ● cq,. EoUOr: legaldep@parliamenl.ge i{r.$,,i:1-",,t*9['1L'-" 2615 9. q9,)b336r brJr5o,3Cq,oL JJ6,q,.>036gob $6636ob L53r6o6AeCbq,o o6ogo,>go3oL $3boor 6ocr65o orcrgrdolt qr.: 5o.> go6goqrorboLr 0q6 $.r60oqrgg6oq:o ,,gcrgb,rq,o 6360r,rqngo6o6gbgq,o o66.r6o$03boL ts3ltbgb" bj.rr6cngq,r.rlr 3u6o6tso g3qoqgbolr tsCOi$oL orro6J.bC,., ,,16j,>rtror3Xgob .rq€obolrrSttrrgogq' l.rraurior>q,q.or6p3g3scDJ JoCgrCbAo Ogq,oq,CboL 0C0r6ob ACUJbC6-, ,,h:jrtro3gq,r'rlr l.rolrtrq,olr lt0r6oq,oU 3oqDjLAo mq,oq,g6ot tsC6r6ob tCLrbCb., ,,q,ogg6.bo3boL: q.o.: 6gbr6o3Xbol.r Sglr.rbgb" v lljJ6or3gq,olr JJ6o60o O3q)o(,obob B9g;6olr orrob.r$g.,, -lj.rqrog36$oo qrs b$3br6o4o 6r'rlr$6C6q0bot, 0CbrbC6.. lrjJ('o6gqx,rL orcrbr'bC", ,,AJ6C0oL qc63oL 80L:bgb'. brjr6o8CE)ob 3r6o6tso 63qoq,g0ob tsg6c6ob JJ6o6Bo 63q,oq,gbol.r t9g.r6oL o)i('brj5C. Lrjr6o63q,r'rL 3rbcr6tso 6q,oqgboL 3gg,>6ob or>ob.:.bg" lrj.>6o6gq,r,rL (07-31512, 19.11.2015) l,rCJ6oACqx'rlJ JJ6q,r0C6OoU d)C6q,)AC6Oob 145 3.:6o6Xbolr J6)mCjOCboL 9 agbq,oL 0oorbo3fu6cn,>6 ACbrbJAoLobob cDtobJ$C ttrjr6o4gqrob Js6q,r696golr .rJr6s6ob og6oqogq,Ai aCJr60DaC6OAr Ar6oboq,r L$r6orgq,otr Jr6q,rAC6Oob $g36gboU 5oo66o orog;rdolr p,: gor6goq,o$olr 0o36 6o.> Lr3.r6o60q3bqo o6ogorgo3olr $3lroo $.r60op66oq,o ,,6c4brq,o 6C6A(,eogo0o6Cbuq,o o56r6ot03boL tsgb.rbgb" lD j.>r6or3gq,olr 3$<,166o 63q,oq16olr 09616olr orob.:.b3.., ,,ltj.l6orggqrolr re0o6oLO6JOoUq, lt0.:6orrqpr6q36ros 3oqggjU0o ggq,oq,gbol.r 6COr6oL 0gl,tbg6", ,,1-tjr6orggq,r'rb bUbq,otr Ur0ur6oq'oLr 3oqr3jUtso 63q,oq,gboU ts36c6ob Bgbrbg0,,, ,,qogg6'bogbolrl e) 6Cbr6q,O36ob tglrbgb" lr.:jr6o33qmb 3r6o6tso g3qnqgbob 0g6r6ob oJoArbC", ,,brqrog96'boc.r q-or lt6gb,>6or3c.r 0ob363bqrgbob tsglt.;bgO,. lrrjr6o3gq,crlr 316o68o ffiqoqlCAob 33gr6ob orrobr.b3",,,6ur6g6oU qpr63ob ts3trb3b. brjs6o69q,crU 316r,166o 03E oq,gbob ACOJbob oJmArtC" Lcjrt6orgq,oU 316r,160o 63q,oq:Xbob BSgr6ob orsrb)SC., l.r.5j!{1or3cq,crlr JlbmECboU J6srftloCbol, (07 Z/512, t9.tl.2}t5) Lrdr6o30(,ob Jl6q,rOC6Oot 6C6q,rAC6OoL 145-9 AgQob 0oolbo36gbor.:6 BSl.rrbr0olrobob Lr3.,obo 6o.186o1 3r6r.r6g6ob i6oCCOC0ob br6boq,3oL J6o6q.ogrioL q.o.r$gbr. eJ \,, - fll 際 、 bう Jb卜 ー 033Cnb しも30■ X000)lrlfty30b0 b)hCう 0350n /タ /・ ン′ ノクィクf L.rjr6or6qx.rtr Jr6q,rAC6Ool, Uxr66c6otrr6oo aCJr6Or6C6Ool, Uts6(.tbL Crq,0ro('l6 3o136 bgor6.>odgb (r.)t JB6r lr5dJtr,o8rq,ci, JJ6g.raC6Ool, fo3r<.40ob 6rxnfuo ox,rg.:dolr qrr 6o: gcrtitroq,oJbob AoC6 AoC6 lr{r6offiACbqxr o6%o.f)%d, fulroo, gr6,Ar(rd06((,o lrJdr6oBCqxql, }&r6C&,1., Jrftra}56ob: 4rlbrq,cr (')rr,a.!6otfoSon &$$Cb" lrrdr6o80q,si, &&.16A() AC6Ar(8(Ro0o6,CeJq,,) o3qr)q,C6ou ACOr6ol, oroOr,bC", reao6ob06r0oUq, ,,lj.id56o3Cq!ob bi6r6o,Jq,q,i{6eg0arori J(')Q,ft[rao o8q,oq,Cbot tsXol6ob ACU.)bC6", -l$jvtor$q\dJ kfJbqd, t rar6o"q,ot Jc{gd[,Ao" 00q,c,q,C6ob aCor6ob A3br\6", "q,o0J6$orAol,J er 6Cbr6ogC6ob ACblho" l$Cl(qo,SCq,(')l, BCOrEdr Jffoo oSq,q,Cbdr ljr6C0J(',oBo &qbrJ6{6qf8ol, Ad\$CD. ljrdr6ol€Cq,ai, o,iobrts-, "l.,Jq,o0C6,bde er }erffio o3q,qtbol,, tsCor6ol, o,J(,r6r,b,C. eJ "6rfterb q,tosob agLrbc6" l.udLrd,cracqx'lL &6ssao $q'ogCbob acoJ6dr oroh)c5r" (07-3,/512, 19.l t.15) lJJcJl6o3Cq'cir Jrd,q,rA06ool, 6rCAq,$C6Orf, la5a AJ\t(,lJ ac-2 fuGgoolJ -b" jgXJg6jgor$ fol.,rbJaohAoL ornortg lrrCJ6(r,acqxrlj Jb6E rac6oob LraqJxCOr, a)tsr,Mr br6obq,r l$Crd,(',oc(xrL JJd,qrac6ooL $ca630ol, Aoc)6ao o(.ludolrr qor 0or J(n6g("lE or6ob 0q6r 3o916 Lr3r&.r60pgbq,o r)6i)6()10c,3()l, gs66oqbJ6q,o b.)jJ6o,30q,('lb Jr&e6C6oL &tufrlo06d : $JLool) "omobJq,o bC6A(n(rRo0o6Cfuq,o m66r6o$A06oi, ACUTbCU' brC$ogCq,mu tsCO$oL Jb6offio C3q,oqXbob orr'rbr$C., ,,Lgrr6or6q,oL re6o6ol,Orrr0o3E, L,rAr6orq,qor6e8caror 3oc.og$Mh (logoqtboL aX6.$ob B3Urb3b.., ,,ljrCr6otCqmb t$b\,ou tr.:AJl6orq,ou 6C$r6oll ACtrhb", 3c4.o3jLBo" 33q'oqCkL "Er,0C6boCbolrJ q.> fu0.>6o450olr ACbrbC6. LrdD6ogCq,o[ ggq,nq,36oL ACOrEotr cDMrbrtC.,, 3$o63o ps Lr6g6,r6or3rn AobrJ6Cbq,CAoL "\,q36$cx.r brjr6o3cq,ob 3rh6ao $qnqgoU Bg6r6otr orv.r0.rb3., qs ,,5$g&rb qD63ob 6Cl$bC6. 65bfu0.. brCr6otCq,ou Jr6o6tso $q,oeCboU ACOr6ol, oro6r$C" (07-3612, l9.I.l5) L,iCr6ogCq,mL Jr6q,rACEOoL 6C6ETACEOoU 145-C A3bq,ob 69-2 J36jgoL ,,A" &CBUftOo,rE ACLrbraobobob L$3norbo pr ijo,b$E5go6oq,sqp 0o186o.> Jl6o6Jt6r,CCOCbob Ar6kqBoU Jr6o0C(tl6oL ergg0b' Jr6o3oll3C0oo, α′ 均 otoro.>― bXorr6gt6o l$AoCXCOsl ertsoLob gg6olrotr 0cr3uq,9o6olr 0X0l6gq'g69q,o 4600,11っ 。 いし 。 ● ● 0。 も ,。 5る 。 a ヽⅢ260■ δ る0,oRmtう 。 もし も ` 。 ` R, ̀R50060。 oORO,05。 ,(09532)22016700R■ mtOs,cOll● Ct@parhament ge