„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი თოფაძე, გია. ჟორჟოლიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი თოფაძე, გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/512/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი1 .„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. 871 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 800 ლარამდე. ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ნებართვის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია ან საბაზრო ქსელში განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 5000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000-დან 8000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ე) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 8000-დან 10000 ლარამდე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია შესახებ“ საქართველოს კანონში „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანიზმების კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებების ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული ცვლილებით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია ან საბაზრო ქსელში განთავსება იწვევს დაჯარიმებას 2000-დან 5000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000-დან 8000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ხოლო, თუ აღნიშნულ ქმედებას შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 8000-დან 10000 ლარამდე. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ნებართვის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მიმდინარე წლის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, გიორგი თოფაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, გიორგი თოფაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 871 მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 871. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმი (18.09.2014 N 2660 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას და საბაზრო ქსელში განთავსებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 800 ლარამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 2000 ლარამდე. 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 5000 ლარამდე.